დაბლარი
დაბლარი — სარზე ან მავთულზე აკრული დაბალტანიანი ვაზი (საპირისპირო — მაღლარი). დაბლარი შეიძლება იყოს: ცალმხრივი ქართული, ორმხრივი ქართული, იმერული – ჯამისებრი, კორდონი და სხვ. დ-ში ვაზის შტამბის სიმაღლეა 0,5–0,8 მ. დაბლარი მოსავლელად ადვილია და მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.