დაბაკნეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაბაკნეთისოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ცხრაძმის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ცხრაძმულის (ქსნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, ახალგორიდან დაშორებულია 31 კმ-ით.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV საუკუნის I ნახევარში. 1922-1990 შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, შემდეგ — მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის რაიონში (2006 წლიდან მუნიციპალიტეტი). 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ცხინვალის რეჟიმის მიერ სოფელი ისტორიული სახელის ნაცვლად იწოდება „ბაშართად“.

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 29 ადამიანი,[1] 2015 წელს ოკუპაციის პირობებში ჩატარებული აღწერით — 6.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  2. Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года / Ответственные за выпуск: И. Р. Тибилов, Т. В. Базаев, Р. Р. Зассеева, М. Э. Пухаева, А. В. Сиукаева, М. Х. Гучмазова. — Цхинвал: Управление государственной статистики Республики Южная Осетия, 2016.