გრიგორი არუთინოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგორი არუთინოვი
სომხ. Գրիգոր Արտեմի Հարությունյան (Հարությունով)
დაბადების თარიღი 7 ნოემბერი, 1900(1900-11-07)[1] [2]
დაბადების ადგილი თელავი, რუსეთის იმპერია[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 1957(1957-11-09)[1] [2] (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[1] [2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
განათლება გიორგი პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი[1]
ჯილდოები ლენინის ორდენი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი და ლენინის ორდენი

გრიგორი არტემის ძე არუთინოვი ან გრიგორ არტემი არუთუნიანი (სომხ. Գրիգոր Արտեմի Հարությունյան (Հարությունով), რუს. Григроий Артемьевич Арутинов; დ. 7 ნოემბერი, 1900 – გ. 9 ნოემბერი, 1957) — იყო სომხეთის სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი 1937 წლის 24 სექტემბრიდან 1953 წლის 12 მარტამდე. იკავებდა პირველი მდივნის პოსტს ყველაზე დიდი ხნის მანძილზე, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ისტორიაში.

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არუთინოვი დაიბადა თელავში, რუსეთის იმპერიაში, მცირე ვაჭრისა და მევენახის ოჯახში.[3] 1911 წელს შევიდა თელავის რუსულ გიმნაზიაში. 1919 წელს შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიას (ბოლშევიკები). 1920 წელს დააკავეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალდამცავებმა.[4]

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე იგი გახდა საქართველოს კომუნისტური პარტიის თელავის რაიკომის პროპაგანდის განყოფილების უფროსი.[3] 1922 წელს იგი სასწავლებლად გაგზავნეს მოსკოვში, კარლ მარქსის მოსკოვის ეროვნულ ეკონომიკის ინსტიტუტში.[3] 1924 წელს იგი გამოწვეული იქნა საქართველოში და ეკავა სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროკრატიაში. საბოლოოდ 1934 წელს გახდა ტიფლისის საქალაქო პარტიული კომიტეტის მდივანი.[3]

საბჭოთა სომხეთის ლიდერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წლის 15 სექტემბერს, სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის რიგგარეშე პლენუმზე, არუთინოვი აირჩიეს სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად.[3] არუთინოვის წინამორბედი, ამათუნი ვარეტაპიანი 23 სექტემბერს დააპატიმრეს და მოგვიანებით დახვრიტეს.[5] არუთინოვს თანამდებობაზე რეკომენდაცია გაუწია მისმა უფროსმა ქართულ პარტიულ სტრუქტურაში, ლავრენტი ბერიამ.[3]

დიდი წმენდის დროს არუთინოვის ძმა სერგო და მისი ცოლისძმა არტიომ გეურქოვი დააპატიმრეს და დახვრიტეს საქართველოში.[3]

არუთინოვის მოღვაწეობის პერიოდში სომხეთმა განიცადა მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ზრდა, განსაკუთრებით ეს შეეხო დედაქალაქ ერევანს] რომელმაც მნიშვნელოვანი ზრდა-განვითარება განიცადა.[3] დაარსდა სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადმია და დაიწყო მატენადარანის კონსტრუქციის მშენებლობა.[3] გარდა ამისა, 1946 წლიდან 1948 წლამდე სომხური დიასპორის მცხოვრები 100,000 სომეხი ემიგრაციაში წავიდა საბჭოთა სომხეთში, თუმცა ზოგი დასახლდა არა სომხეთში, არამედ ციმბირში.[6] 1945 წელს არუთინოვმა წარუმატებლად მიმართა იოსებ სტალინს ეთნიკურად სომხური უმრავლესობის მქონე მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გადაცემის შესახებ რომელიც იყო აზერბაიჯანის სსრ-ის ნაწილი. მისი მიმართვა არ დაკმაყოფილდა.[7]

1949 წელს სსრკ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ბრძანებით, დაახლოებით 12 000 ადამიანი იძულებით გადაასახლეს სომხეთიდან ალთაის მხარეში. 1953 წელს იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დეპორტაციის დროს გადარჩენილთა სომხეთში დაბრუნების შესახებ.[3]

ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ 1953 წლის ივნისში, არუთინოვი სასტიკ კრიტიკას განიცდიდა ბერიასთან მისი კავშირის გამო.[3] სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმის სხდომაზე, 1953 წლის 28 ნოემბერს, იგი გაათავისუფლეს პირველი მდივნის პოსტიდან და თანამდებობაზე შეცვალა სურენ თოვმასიანმა.[3]

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, არუთინოვი ერევნის მახლობლად სოვხოზის თავმჯდომარე იყო.[3] 1957 წლის 9 ნოემბერს გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.[3]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არუთინოვი დაქორწინებული იყო ნინა გეურქოვზე. მათ შვილი არ შეეძინათ, მაგრამ იშვილეს ნინას 1937 წელს დახვრეტილი ძმის, არტიომ გეურქოვის ქალიშვილი ნამი გეურქოვი[3] ნამი გეურქოვი დაქორწინდა ალექეი მიქოიანზე, რომელიც იყო ანასტას მიქოიანის შვილი. გეურქოვის შვილი არის რუსი მუსიკოსი სტას ნამინი.[3]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Armenian Concise EncyclopediaՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 3.
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 Mirzoyan, Gamlet. (March 2009) Советские правители Армении: ЭСКИЗ седьмой - Арутюнян (Арутинов) Г.А. ru. ციტირების თარიღი: 2021-07-16
  4. „Harutyunyan, Grigor Artemi“. Armenian Soviet Encyclopedia (სომხური). 6. Yerevan. 1980. p. 319.
  5. Аматуни, Аматуни Симонович. Архив Александра Н. Яковлева - Альманах "Россия. ХХ век" - Биографический словарь. ციტირების თარიღი: 2021-07-13
  6. Panossian, Razmik (2006). The Armenians: From Kings and Priests to Merchants and Commissars. New York: Columbia University Press, გვ. 361. ISBN 9780231139267. 
  7. De Waal, Thomas (2003). Black Garden: Armenia and Azerbaijan through Peace and War. New York and London: New York University Press, გვ. 137–140.