გოდერძის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოდერძის უღელტეხილი
გოდერძის უღელტეხილი
გოდერძის უღელტეხილი
კოორდინატები: 41°37′54″ ჩ. გ. 42°30′36″ ა. გ. / 41.63167° ჩ. გ. 42.51000° ა. გ. / 41.63167; 42.51000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ხულოს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2025 
ქედი არსიანის ქედი
გამავალი გზა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა
ამგებელი ქანები ზედაოლიგიცენურ-ქვედამიოცენური ვულკანოგენური წყება
ფლორა სუბალპური მდელოები
გოდერძის უღელტეხილი — საქართველო
გოდერძის უღელტეხილი
გოდერძის უღელტეხილი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
გოდერძის უღელტეხილი
სურათები ვიკისაწყობში

გოდერძის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედზე, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადის — ძინძისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2025 მ. აგებულია ზედაოლიგიცენურ-ქვედამიოცენური ვულკანოგენური წყებით, რომელიც შეიცავს განამარხებულ ფლორას (ე. წ. გოდერძის წყება). გოდერძის უღელტეხილის კალთები ციცაბო და დანაწევრებულია. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით.

გოდერძის უღელტეხილზე გადის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა.

2012 წელს გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდა. კურორტზე სასტუმროს ტიპის 6 კოტეჯია განთავსებული. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აჭარაში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი გაიხსნა დაარქივებული 2021-11-13 საიტზე Wayback Machine. , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, 7 დეკემბერი 2015, ციტირების თარიღი 12 ნოემბერი 2021.