გიორგი წიტაიშვილი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 18 ნოემბერი, 2000 | ||
დაბადების ადგილი | რიშონ-ლე-ციონი, ისრაელი | ||
სიმაღლე | 171 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2012–2018 | დინამო კიევი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2018– | დინამო კიევი | 19 | (0) |
2021 | → ვორსკლა პოლტავა | 4 | (1) |
2021– | → ჩერნომორეცი ოდესა | 1 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2017 | უკრაინის 17 წლ. | 2 | (0) |
2018 | უკრაინის 18 წლ. | 2 | (0) |
2018–2019 | უკრაინის 19 წლ. | 12 | (5) |
2019 | უკრაინის 20 წლ. | 5 | (1) |
2019–2020 | უკრაინის 21 წლ. | 4 | (2) |
2021– | საქართველო | 10 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გიორგი წიტაიშვილი (უკრ. Георгій Климентійович Цітаїшвілі; დ. 18 ნოემბერი, 2000, რიშონ-ლე-ციონი, ისრაელი) — ქართველი ფეხბურთელი. თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე. არის კიევის „დინამოს“ აღზრდილი და 2018 წლიდან ამ გუნდის წევრი. 2021 წლიდან იჯარით თამაშობს ოდესის „ჩერნომორეცში“.
ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქართული წარმოშობის ფეხბურთელი დაიბადა რიშონ-ლე-ციონში, ისრაელში, სადაც მისი მამა, ფეხბურთელი კლიმენტი წიტაიშვილი თამაშობდა. წიტაიშვილი არის კიევის „დინამოს“ ახალგაზრდული სპორტული სკოლის აღზრდილი.[1] მისი პირველი მწვრთნელები იყვნენ იური იესკინი და ალექსი დროცენკო.
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წიტაიშვილის დებიუტი „დინამოში“ შედგა 2018 წლის 9 მაისს, უკრაინის თასის ფინალში, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ. წიტაიშვილი მოედანზე შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა. კიევის „დინამო“ ანგარიშით 0-2 დამარცხდა.[2] ამავე სეზონში შედგა მისი დებიუტი ევროტურნირებზე. შეცვლაზე შემოვიდა „დინამოს“ მიერ ანგარიშით 0-1 წაგებულ შეხვედრაში „იაბლონეცის“ წინააღმდეგ, უეფა-ს ევროპა ლიგაზე.
2020 წლის 20 დეკემბერს იური მაქსიმოვმა, „ვორსკლა პოლტავას“ მწვრთნელმა დაანონსა რომ წიტაიშვილი გუნდს იჯარით შეუერთდებოდა.[3]
საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20 წლამდე ფეხუბრთელთა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მან ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის ფინალში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა.
სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- განახლდა: 2019–20 სეზონის დასასრული[4]
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი1 | კონტინენტური2 | სხვა3 | ჯამი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ლიგა | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
დინამო კიევი | 2017–18 | უკრაინის პრემიერ-ლიგა | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
2018–19 | 5 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 6 | 0 | ||
2019–20 | 10 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 13 | 0 | ||
ჯამი | 15 | 0 | 2 | 0 | 2 | 0 | 1 | 0 | 20 | 0 |
1 მოიცავს უკრაინის საფეხბურთო თასის მატჩებს.
2 მოიცავს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩებს.
3 მოიცავს უკრაინის საფეხბურთო სუპერთასის მატჩებს.
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დინამო კიევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უკრაინის საფეხბურთო თასი (1): 2019–20
- უკრაინის საფეხბურთო სუპერთასი (2): 2019, 2020
საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უკრაინის 20 წლ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფიფა-ს 20 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი: 2019[5]
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უკრაინის ოქროს ტალანტი: 2019
სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უკრაინის ღირსების ორდენი (მე-3 ხარისხი): (2019)[6]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიორგი წიტაიშვილი — Soccerway
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ГЕОРГІЙ ЦИТАЇШВІЛІ uk. FC Dynamo Kyiv Official Site (2018-12-14).
- ↑ КУБОК УКРАЇНИ-2018. «ШАХТАР» ПЕРЕМІГ «ДИНАМО» ТА ЗДОБУВ ТРОФЕЙ УДВАНАДЦЯТЕ uk. FFU Official Site (2018-12-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-25. ციტირების თარიღი: 2021-02-22.
- ↑ Юрий Максимов: "Ворскла" арендует у "Динамо" Цитаишвили" Ukrainian (20 December 2020).
- ↑ Ukraine - Tsitaishvili Profile. ციტირების თარიღი: 15 June 2019.
- ↑ Spirited comeback earns Ukraine first U-20 title. FIFA.com. Fédération Internationale de Football Association (15 June 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2021.
- ↑ Про відзначення державними нагородами України членів молодіжної збірної команди України U-20 з футболу (15 липня 2019). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021.