გიორგი მათეშვილი (კარდიოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი იოსების ძე მათეშვილი (დ. 17 ნოემბერი, 1900, სოფელი მაღარო — გ. 23 ნოემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი კარდიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1962), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წელს დაამთავრა თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტი. 1935 წელს მუშაობდა თსსი-ის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკაში, 1941-1942 წლებში იყო 44-ე არმიის მთავარი თერაპევტი. 1942 წლიდან კვლავ კლინიკაში დაბრუნდა, სადაც 1958 წლამდე იმუშავა. 1958-1973 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებას.

მათეშვილი იკვლევდა არტერიულ ჰიპერტონიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ნევრიტის ეტიოლოგიას და სხვა საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალერგია, როგორც თეორიული და კლინიკური პრობლემა, თბ., 1939;
  • შინაგან ორგანოთა ფუნქციის ნერვული რეგულაციის შესახებ ნორმასა და პათოლოგიაში, თბ., 1962;
  • Алиментарная дистрофия, Тб., 1945.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]