გიორგი მაზმიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაზმიშვილი.

გიორგი სერგოს ძე მაზმიშვილი (დ. 2 იანვარი, 1966, თბილისი) — ქართველი გენერალ-მაიორი (2009). საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი (2010).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს დაამთავრა სპი-ის საინჟინრო-ფიზიკის ფაკულტეტი. 1989 წლიდან მუშაობდა ინჟინრად იმავე ინსტიტუტის სტრუქტურული კვლევის ცენტრში, 1992 წლიდან — საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიცერ-სპეციალისტად. 1994 წლიდან საქართველოს უშიშროების სამინისტროში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის იყო სამმართველოს (2001-2003), დეპარტამენტის (2003-2005), საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს (2005-2008) უფროსი; საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი (2008-2012). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები (1996-2002). არის ომის ვეტერანი.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჯილდოებულია:

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (2008);
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (ორგზის 2010, ოქტომბერი, დეკემბერი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]