გიორგი აბზიანიძე (ექიმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი აბზიანიძე
დაბ. თარიღი 31 მაისი, 1950
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორი
სამეცნიერო წოდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები

ღირსების ორდენი (2000 წ)

საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის საბჭოს და ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სიგელი (1998 წ)
საქართველოს კომკავშირის პრემია (1984წ)

გიორგი აბზიანიძე (დ. 31 მაისი, 1950) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

მუშაობდა ქირურგიულ განყოფილებაში თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს II ქირურგიულ განყოფილებაში (1973–1974წწ). თბილისის სასწრაფო–გადაუდებელი დახმარების ცენტრალურ სადგურში (1976-1986წწ). საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში მიკროქირურგიის ლაბორატორიისა და კლინიკის უმცროს, შემდგომ უფროს მეცნიერ–თანამშრომლად( 1986–1993წწ).მუშაობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 367–ე ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში;1993 წლიდან ხელმძღვანელობს აგრეთვე რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული და კონსერვატული ანგიოლოგია–ფლებოლოგიის განყოფილებას; სისხლძარღვთა ტრანსპლანტაციის ლაბორატორიისა და კლინიკის ხელძღვნელი 1986 წლიდან. ავტორია 81 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 4 საავტორო მოწმობა, 20–ზე მეტი რაციონალიზატორული წინადადება. მისივე ხელმძღვნელობით, პირველად საქართველოში მიიღეს ენდოთელური უჯრედები და აწარმოეს მათი კულტივაცია, აქვე შეიქმნა მსოფლიოში პირველი ბიოლოგიური პროთეზები და მოხდა მათი ექსპერიმენტული აპრობაცია. ასევე მისი ხელმძღვნელობით დაცულია სამი საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცა. არის სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის

საკანდიდატო დისერტაციის თემა - „პროტეოლიზური ფერმენტებით დამუშავებული არტერიული ქსენოტრანსპლანტატები და მათი გამოყენება არტერიის პლასტიკისათვის“, დაიცვა 1980 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა - „ათეროსკლეროზით დაზიანებული აორტის ტერმინალური ნაწილის და ქვემო კიდურების მაგისტრალური არტერიების ქირურგიული მკურნალობის ოპტიმიზაციის გზები“, დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაცია, ასოციაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისის ქირურგიული საზოგადოება;
  • რუსეთის ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგების სზოგადოება.

ჯილდოები, პრემიები, პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000 — ღირსების ორდენი
  • 1998 — საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის საბჭოს და ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სიგელი
  • 1984 — საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 9
  • წიგნი ღირსებისა: გაჩეჩილაძე თენგიზ, სიმონიშვილი გურამ ყიფიანი თამაზ, თბ. ტ. 5 2003, გვ. 196

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]