გივი კვანჭახაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გივი კვანჭახაძე
დაბ. თარიღი 7 თებერვალი, 1927(1927-02-07)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 22 დეკემბერი, 1995(1995-12-22) (68 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ჰიგიენისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

გივი შალვას ძე კვანჭახაძე (დ. 7 თებერვალი, 1927, თბილისი, — გ. 22 დეკემბერი, 1995,თბილისი) — ქართველი ჰიგიენისტი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969 წ.), პროფესორი (1970 წ.), თსსი–ს ზოგადი ჰიგიენის კათედრის გამგე (19861995 წწ.), სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანი (19731994 წწ.), მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1989 წ.), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1990 წ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გივი კვანჭახაძემ 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი, 1954 წელს დაამთავრა თსსი–ის შრომის ჰიგიენის კათედრის ასპირანტურა, 1954 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1989 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. მისი სადისერტაციო ნაშრომები ეხებოდა ჭიათურის მანგანუმის საბადოების მიწისქვეშა მუშების ავადობასა და შრომის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების საკითხებს, თამბაქოს მრეწველობის მუშათა შრომის ჰიგიენის პრობლემებს. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შინაარსიც უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.

1954 წლიდან იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სან–ეპიდსადგურის სამრეწველო ჰიგიენის განყოფილების გამგე, ნ. მახვილაძი სახელობის შრომის ჰიგიენის და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანნამშრომელი, სოფლის მეურნეობის შრომის ჰიგიენის სექტორის და საწარმოო აეროზოლების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, თსსი–ის შრომის ჰიგიენის კათედრის ასისტენტი. გ. კვანჭახაძე 1986 წლიდან – 1995 წლამდე იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის გამგე (ამჟამად თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტი), 1973 წლიდან – 1994 წლამდე თსსი–ს სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანი (ამჟამად თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი).

იყო საქართველოს ჰიგიენისტთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანეპიდსამმართველოსთან არსებული სანეპიდსაბჭოს წევრი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და მედიცინის და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი.

1990 წელს მიიღო საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 1982 წელს დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, სამედიცინო მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო–პრაქტიკული კადრების მომზადების საქმეში გაწეული საქმიანობისათვის.

გივი კვანჭახაძე გარდაიცვალა 1995 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტრადიციებით მომავლისკენ, თსსუ–ის საიუბილეო კრებული, თბ. 2010. I$BN 978–9941-O–2788–8.
  • ... და სიკეთე დატოვა ამქვეყნად, რედაქტორი აკად. ვადიმ სააკაძე, თბ., 2009. I$BN 978-99940-938-7-8.