გივი კვანტალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი შალვას ძე კვანტალიანი (დ. 27 სექტემბერი, 1933, თბილისი, — გ. 19 მარტი, 1999, იქვე) — მილიციის გენერალ-მაიორი (1984).

დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1958 წლიდან კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოებზე იყო. მსახურობდა თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსად (1980–1982), საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის მოად­გი­ლე (1982–1988), მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის უფროსის მო­ად­გი­ლე (1988–1990). არჩეული იყო საქართველოს სსრ IX და X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად (1975-1979, 1980-1984). პოსტსაბჭოთა პერიოდში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სკოლის უფროსი (1990–1993), სა­ქართველოს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მო­ად­გილე (1997–1999). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2003, გარდაცვალების შემდეგ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]