გიგა გაბელაია
გიგა გაბელაია | |
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 27 ოქტომბერი, 2021 [1] |
დაბადებული | 1 მაისი, 1977 |
პოლიტიკური პარტია | „ქართული ოცნება“ |
საიტი | აბაშის მერია |
გიგა გაბელაია (დ. 1 მაისი, 1977, აბაშა) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი და პოლიტიკოსი. აბაშის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის 27 ოქტომბრიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1977 წლის 1 მაისს. დაამთავრა N1 საშუალო სკოლა-გიმნაზია. სწავლა გააგრძელა თბილისის მართვის ინსტიტუტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს, იურისტის პროფესიით. 2014-2015 წლებში მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად. 2015-2019 წლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი. 2019 წლიდან სსიპ სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონალური მენეჯერი იყო. 2021 წლის 27 ოქტომბრიდან აბაშის მუნიციპალიტეტის მერი.
თვითმმართველობის არჩევნები 2021[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებს“ სახელით იყრიდა კენჭს აბაშის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნუგზარ წიკლაური. გაბელაიამ პირველ ტურში ხმათა 54,31% (6788 ხმა) მიიღო და გამარჯვება პირველ ტურში მოახერხა. [2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა – ქართული ოცნება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-29. ციტირების თარიღი: 2023-04-29.
- ↑ არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 2021-10-18.