განხილვა:ჰინდი ენა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიჯიური თუ ფიჯი?! --pirtskhalava 04:45, 25 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

რადგან აზიის ქვეყნების შესახებ ინფორმაცია რუსულიდან მკვიდრდებოდა, ხოლო რუსულში ორივე ფორმა იხმარება ე. ი. Фиджийский язык, фиджи язык - БСЭ, т. 27, стр. 335, М. 1977 შეიძლება ქართულში ორივე არის დამკვიდრებული. მაგრამ ჩემი აზრით ფიჯი უფრო მისაღებია. ხოლო იმის გამო, რომ არსებობს ფიჯი სახელმწიფო ფიჯის კუნძულებზე და აგრეთვე ფიჯი ენა ფრჩხილებში ენა ჩავსვათ. ე. ი. ფიჯი (ენა). ისე ეს სტატია დასახვეწია. დაველოდოთ სხვების აზრსაც.--ცანგალა () 09:25, 25 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

სათაურში (ენა) რა საჭიროა?--შოთა [UT] 13:39, 19 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

რატომ არ არის საჭირო ?. იტალიური ენა თუ იტალიური უბრალოდ ?. ასეა თუ ისე ჰინდი ენა უკვე დამკვიდრებულია ქართულში, და საერთოდ, ვარ მომხრე მსგავს სიტუაციებში ენის გამოყენებისა სათაურში. - ოთოჯი განხილვა 19:40, 21 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
ხო, მაგრამ იტალიური ზედსართავი სახელია. ჰინდიური ხომ არ არის ენა რომ მიეწეროს?--შოთა [UT] 19:43, 21 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
მგონი სხვა რაიმეს გულისხმობს, შოთა. 'იტალიური' - მსგავსი სათაურით არის რამდენიმე სტატია, ფრანგულითაც და ა.შ. ჰინდზე კი მხოლოდ ერთია, რა თქმა უნდა ეს ერთი ენაა და სხვა არაფერი : )).--ბექალაბაძე 19:45, 21 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაინც ვერ გავიგე, რატომ უნდა იყოს ჰინდი ენა და არა ჰინდი?--შოთა [UT] 19:54, 21 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მხოლოდ ჰინდი ვერ ასახავს საკუთარ და სრულ მნიშვნელობას ამის თქმა მინდა და მოვიყვანე მაგალითი. თუნდაც ეს იხილეთ. - ოთოჯი განხილვა 19:56, 21 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე ის არ მომწონს, რომ როცა ორი სიტყვაა მოცემული, ისინი მხოლოდ შინაარსობრივად კი არ უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს, არამედ გრამატიკულადაც. ორივე სახ. ბრუნვაშია, ამ შემთხვევაში ერთს მაინც ხომ უნდა დაესმოდეს კითხვა „როგორი?“, მსაზღვრელ-საზღვრული რომ გამოვიდეს (ან ერთ-ერთი ნათ. ბრუნვაში უნდა იყოს, მაგრამ, ვინაიდან ჰინდის ენაც არასწორია, ასე არ გამოვა). აქ კი რაღაც გაურკვევლობაა, ამიტომ ვამბობ, რომ ენა უნდა ჩამოშორდეს. შეიძლება მეშლება, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი. დაველოდოთ სხვების აზრსაც--შოთა [UT] 20:04, 21 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც კი მარტო „ჰინდის“ დავწერდი, „ენის“ გარეშე. მაგრამ ქსე-ში და კიდევ სხვა წყაროებში ასეა მოხსენიებული, ხომ? (იხ. სტატიის ბოლოს დასახელებული ლექსიკონი და აგრეთვე განხილვა:ურდუ ენა.) - Island (გ) 05:34, 22 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
შოთა, ნათესაობითი ბრუნვა არაა საჭირო. აქ ჰინდი ენა არის დაახლოებით იგივენაირი კონსტრუქცია, როგორციაა ვარდი წითელი. ქსე-ში ვერ ნახავთ სტატიას წითელი ვარდი, ქსე-ში არის სტატია ვარდი წითელი; ეს იმიტომ, რომ ძიებას მკითხველი დაიწყებს ასოზე და არა ასოზე. ზუსტად იგივე შემთხვევაა ჰინდის შემთხვევაში: სტილისტურად უფრო გამართული იქნებოდა ენა ჰინდი, მაგრამ ენციკლოპედიაში ჰინდი გადმოიტანეს წინ ძიების გამარტივების მიზნით. ჩვენ, მართალია ბეჭდური ენციკლოპედია არ ვართ და შეგვიძლია ეს ულამაზო კონსტრუქცია გავასწოროთ, მაგრამ ჰინდი ენა იმდენად დამკვიდრდა, რომ მგონია, არ ღირს. Deu. 07:10, 19 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]