განხილვა:ინგვი მალმსტინი
ჩემი აზრით (და ზოგადად ვიკიპედიის პრინციპების მიხედვით), ტერმინი ’საუკეთესო’ არის საშინლად სუბიექტური რამ. ამიტომ ვთვლი, რომ თუნდაც იგივე ბმულებიდან უნდა ამოღებული იქნას ვიდეოები გრიფით ’საუკეთესო’ და დარჩეს უბრალოდ სხვა ვიდეოები. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 22:15, 11 ნოემბერი 2010 (UTC)
- ვიცი უბრალოდ ჯერ მაქამდე არ მივსულვართ.— გიორგი განხილვაწვლილი 05:24, 12 ნოემბერი 2010 (UTC)
ნეიტრალური თვალსაზრისი[წყაროს რედაქტირება]
ახლა უფრო საფუძვლიანად გადავხედე სტატიას და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რამდენიმე ადგილას „ნეიტრალური თვალსაზრისის“ პრინციპი არ არის დაცული, აი რამდენიმე მაგალითიც: „...გადაცემა როკ გიტარის ლეგენდის – ჯიმი ჰენდრიქსის† გარდაცვალების შესახებ...“; „ამ არაჩვეულებრივმა ალბომმა, თავისი დასრულებული ხასიათის...“ „...თავისი გრანდიოზული კლასიკური ალბომის...“ დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს მკითხველმა უნდა განსაჯოს, მომღერალი როკ-გიტარის ლეგენდაა თუ მისი ალბომი არაჩვეულებრივია/გრანდიოზულია. იმედია, ვიდრე მთავარ გვერდზე გავა, გამოსწორდება. პატივისცემით, – BruTe (გ) 11:14, 16 ნოემბერი 2010 (UTC)
- კი, ეგენი მეც შევნიშნე... მაგრამ რატომღაც არ მივაქციე დიდი ყურადღება. გასწორება შეიძლება მაგათი... — D.DEU. პასუხი 12:34, 16 ნოემბერი 2010 (UTC)
ბრჭყალები[წყაროს რედაქტირება]
ყველაფერი კარგია, მაგრამ სტატიაში გამოყენებულია ზედა ბრჭყალები. ქართულში მიღებულია ქვედა. — TGabunia განხილვაწვლილი 01:47, 17 იანვარი 2011 (UTC)
- არსებობს რაიმე შეფერხება, რის გამოც მაგას თავად ვერ ასწორებ? — დავით პასუხი 08:58, 17 იანვარი 2011 (UTC)
- პრინციპში ეგეც მართალია - ახლავე შევასწორებ, მაგრამ სანამ რჩეული გახდებოდა, ამაზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი? — TGabunia განხილვაწვლილი 10:18, 18 იანვარი 2011 (UTC)
ერთი კითხვა მაქვს[წყაროს რედაქტირება]
„იგი ითვლება ასევე ერთ-ერთ უსწრაფეს გიტარისტად[4][5]“ - აქ წერია, რომ იგი ითვლება ერთ-ერთ უსწრაფეს გიტარისტად, მაგრამ სქოლიოში ამ ბმულებზე საუკეთესო გიტარისტების სიაა. არაფერ შუაში არაა საუკეთესო სწრაფთან. — TGabunia განხილვაწვლილი 17:44, 18 იანვარი 2011 (UTC)
- "...Malmsteen is also believed to be one of the fastest guitarists of all time." [1]
- აქედანაც შეგიძლიათ გადახვიდეთ ინგვი მალმსტინის მონაცემებზე, აქ, სადაც ვკითხულობთ: "It almost makes you forget that the great bulk of his music is so fast that it's unlistenable."
ასე რომ ბმულები სწორადაა მითითებული. – BruTe (გ) 18:27, 18 იანვარი 2011 (UTC)
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს მომხმარებელი user:TGabunia სხვის "გამოჭერაზეა" და ხშირად უსაფუძვლო ბრალდებებსაც აყენებს, გთხოვთ, იმუშავეთ და შეეშვით ამ "საქმიანობას"! --მიხეილ (გ) 18:33, 18 იანვარი 2011 (UTC)
- რაღაც მეც ასევე ვფიქრობ. --გიორგი 18:34, 18 იანვარი 2011 (UTC)
- მეც ასე ვფიქრობ. და საერთოდ, მისი დესტრუქციული ქმედებების გამო რამდენი ხანია, მის ყველა გზით სამუდამო დაბლოკვას მოვითხოვთ და არავინ რეაგირებს. ან მოგვეცით საშუალება, რომ მშვიდად ვიმუშავოთ, ან მიეცით უკვე გაცვეთილი ’მე8676848648674 შანსი, გამოასწოროს იმიჯი’ (რასაც კიდეც ცდილობს ასეთი ვითომ შესწორებების შემოტანით). — BH განხილვაწვლილი 18:44, 18 იანვარი 2011 (UTC)
- მე რას ვიზამ ეგ ჩემი საქმეა და თუ გამოგიჭირეთ რატოღა გაქვთ პრეტენზია? — TGabunia განხილვაწვლილი 18:57, 18 იანვარი 2011 (UTC)
ე. ი. ადასტურებთ რომ აქ გამოჭერაზე ხართ? — ჯაბა ლაბაძე (გ) 19:00, 18 იანვარი 2011 (UTC)
- იმას ვადასტურებ, რომ თუ შეცდომას ვიპოვი, დავწერ აქ ან შევასწორებ. — TGabunia განხილვაწვლილი 19:00, 18 იანვარი 2011 (UTC)
რაღაც თქვენს ქმედებებს ეს არ ემჩნევა. — ჯაბა ლაბაძე (გ) 19:27, 18 იანვარი 2011 (UTC)
ჯერ ერთი, მეც სხვების აზრს ვიზიარებ და მეორე, მოეშვით ცრუ ბრალდებების წაყენებას. არავინ არ გამოგიჭერიათ ("თუ გამოგიჭირეთ რატოღა გაქვთ პრეტენზია?"), რაც სანდრომ მშვენივრად ახსნა. ყველა ბმული სათითაოდ მაქვს გადამოწმებული და, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯუმბერიც სწორედ ამ ბმულებზე დაყრდნობით წერდა (და კი არ თარგმნიდა სხვაენოვანი ვიკიდან), სრული ჭეშმარიტება წერია სტატიაში, ყოველშემთხვევაში, გადამოწმებადი ჭეშმარიტება. ბრჭყალების საკითხს კი კიდევ შევეხებით. — გიორგი განხილვაწვლილი 19:31, 18 იანვარი 2011 (UTC)
- ჩემი აზრით მომხმარებელი გამოჭერაზე არ არის. იგი სხვებზე უფრო ყურადღებით კითხულობს სტატიას და თავის შენიშვნებს წერს. გამოჭერის მაგივრად კი ჩვენ შევხედოთ სხვა თვალით მის შენიშვნებს და საბოლოოდ შეიძლება მადლობაც კი ვუთხრათ.--ცანგალა (გ) 19:46, 18 იანვარი 2011 (UTC)
- ერთი პროგრესი კი გვაქვს, განხილვის გვედებზე ისწავლა წერა, მაგრამ იმაში ვერ დაგეთანხმები, რომ "იგი სხვებზე უფრო ყურადღებით კითხულობს სტატიას." ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ზემოთ მოყვანილი განხილვა, თარგის განხილვა:ინფოდაფა მუსიკოსი და მისი არაერთი დესტრუქციული რედაქტირება მომხმარებელი:Taro-Gabunia-ს ანგარიშით.— გიორგი განხილვაწვლილი 20:02, 18 იანვარი 2011 (UTC)
- მე ასეთ პირობებში მუშაობა არ შემიძლია. ’მე რას ვიზამ, ეგ ჩემი საქმეა’ - ასეთი არასერიოზული ფრაზის ავტორთან გინდათ, ითანამშრომლოთ? და სადამდე უნდა ითმინოთ? რამდენჯერ დაწერილა და თქმულა, რომ მისი ქმედებების 90%-ზე მეტი უფრო აზიანებს ვიკიპედიას. ბრჭყალების შესწორების გამო აფასებთ თუ როგორ? ადამიანი დაბლოკეს და მაინც დაარეგისტრირა სხვა სახელი, ვინაიდან არ აქვს იმის აღქმა, რომ სამართლიანად იქნა დაბლოკილი. — BH განხილვაწვლილი 06:16, 19 იანვარი 2011 (UTC)
- ცანგალა, დაკვირვებით ნამდვილად არ მუშაობს ეს მომხმარებელი... ის შენიშვნა, რაც აქ დაწერა, არასამართლიანია და გამოწვეულია ან სწორედ მისი დაუკვირვებლობით, ან იმით, რომ მართლაც "გამოჭერაზეა" (მე ვფიქრობ, მეორე მიზეზია, სიჩქარეში კი პირველიც მოსდის...). სანდროს პასუხი წაიკითხე ზემოთ და მიხვდები, რომ გამოჭერაზეა. — დავით პასუხი 06:29, 19 იანვარი 2011 (UTC)
- http://www.time.com/time/photogallery/0,29307,1916544,00.html - აბა აქ მიპოვეთ ინგვი მალმსტინის სიწრაფეზე რამე. — TGabunia განხილვაწვლილი 08:06, 19 იანვარი 2011 (UTC)
- რა მნიშვნელობა აქვს მაგას ახლა? მითითებული წყაროებიც Time-ის არის და სტატიის ავტორი გასაგებად აღნიშნავს გიტარისტის სისწრაფეს. — BH განხილვაწვლილი 08:09, 19 იანვარი 2011 (UTC)
- სისწრაფეს არ აღნიშნავს და სხვა არაფერ შუაშია. — TGabunia განხილვაწვლილი 08:18, 19 იანვარი 2011 (UTC)
იცი რას გეტყვი, მოდი შენ შექმენი უნიკალური სტატია და მერე იმსჯელე სხვის წვლილზე. არ მოგბეზრდა? — ჯაბა ლაბაძე (გ) 08:24, 19 იანვარი 2011 (UTC)
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს აწ უკვე დაბლოკილი მომხმარებელი ტექსტებს არ კითხულობს: ა, ბატონო მაგის მოყვანილი სიიდან ამონაწერი: Yngwie Malmsteen The Swede's superfast "neoclassical" style — he credits Bach and Paganini as influences — is a blur of scales and technical precision. It almost makes you forget that the great bulk of his music is so fast that it's unlistenable... ამაზე მეტი რაღა უნდა თქვას კრიტიკოსმა, რომ გიტარისტის სისწრაფე იყოს მასში ხაზგასმული? გამოდის, რომ გაბუნიამ ან ინგლისური არ იცის, ან საერთოდ კითხვა. დამღალა უკვე.— გიორგი განხილვაწვლილი 09:11, 19 იანვარი 2011 (UTC)
- ძალიან რთულია ისეთ ხალხთან მუშაობა, რომელსაც კვირაში 7 პარასკევი აქვს. — BH განხილვაწვლილი 09:34, 19 იანვარი 2011 (UTC)
- - ეს ნუ დაგვავიწყდება. განხილვის გვერდებზე წერა ისწავლაო და მომავალში რჩეულ სტატიებსაც დაწერს. ვაცადოთ პატარა ხანი. --ცანგალა (გ) 19:38, 19 იანვარი 2011 (UTC)
2010 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა და აქამდე 5-ჯერ დაიბლოკა. იცით ვის არ ვუკბენთ ვინც არ იკბინება და ვინც აი ამ მომხმარებელივით მუშაობს. — ჯაბა ლაბაძე (გ) 19:44, 19 იანვარი 2011 (UTC)
ეს აღარ არის პატარა ხანი. აქაც დავწერ იმას, რაც სხვაგან დავწერე - ამ ადამიანს ვიკიპედიაში მუშაობის სწავლის სურვილი არ აქვს და ეს ჩანს მის ყველა ქმედებაში. ის რომ იყოს 1 კვირის მოსული - კიდევ გასაგებია, მაგრამ სექტემბრიდან შემოდის და 99 პროცენტით აფუჭებს ყველაფერს. — BH განხილვაწვლილი 19:46, 19 იანვარი 2011 (UTC)
ნეიტრალური თვალსაზრისი[წყაროს რედაქტირება]
მეჩვენება თუ ამ სტატიაში სერიოზულადაა დარღვეული ნეიტრალური თვალსაზრისი? — 50.17.21.1 03:53, 11 აგვისტო 2011 (UTC)
- გეჩვენებათ.—G.G. 05:35, 11 აგვისტო 2011 (UTC)