განხილვა:დოლისყანა
ფასადისა წარწერების სექციაში წარწერები ახლა როგორცაა, მოგწონთ? სხვანაირად ვერ ვფიიქრობ, როგორ გავაკეთო. დამეხმარეთ, ვისაც შეგიძლიათ. — დათო პასუხი 15:07, 26 სექტემბერი 2010 (UTC)
არამარტო მომწონს არამედ მასეც უნდა იყოს. ერთი თხოვნა აქ შეიხედე და არაბულწარწერებიანი სურათიდან სიტყვა ერთადერთი ამოიღე. — ჯაბა ლაბაძე (გ) 15:13, 26 სექტემბერი 2010 (UTC)
- მადლობა, სტატიიდანაც ამოვშლი სურათქვეშა წარწერას მაგის შესახებ. — დათო პასუხი 15:17, 26 სექტემბერი 2010 (UTC)
არაფრის, ჩემი ერთი ხმა უკვე აქვს მომავალ რჩეულს. — ჯაბა ლაბაძე (გ) 15:29, 26 სექტემბერი 2010 (UTC)
მცირედი[წყაროს რედაქტირება]
- "ნაწილობრივ განსხვავებული აზრი გამოთქვა ნ. შოშიაშვილმა, რომელიც თვლის, რომ სამხრეთ–დასავლეთი |სათავსოს აღმოსავლეთი კედლის წარწერაში დაკარგულ ფილაზე სუმბატთან ერთად მისი უფროსი ძმა – ბაგრატიც (937–945)". – წინადადება არ არის დამთავრებული.
- 1999 წელს ეკლესიიდან მეჩეთი გამოიტანეს – რას ნიშნავს მეჩეთი გამოიტანეს?
- გუმბათქვეშა თაღები სადა პროფილის იმპოსტებს. – დაუმთავრებელი წინადადება.
- "მარაო" აქაც თერთმეტი ქვისგანაა შედგენილი, ანალოგიური განლაგებითდავით – განლაგებითდავით რას ნიშნავს?
--Zolokin განხილვაწვლილი 15:05, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)
- მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ სტატია წაიკითხეთ და ისე შეაფასეთ! :) გავასწორებ ამ წინადადებებს. რაც შეეხება მეჩეთის გამოტანას, ეს ნიშნავს, რომ ტაძარში ამოქმედებული მეჩეთი გააუქმეს. ასე ამბობენ ხოლმე. ასე რომდავწერო (ტაძარში ამოქმედებული მეჩეთი გააუქმეს)? — დათო პასუხი 16:03, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)
- არაფერს, მართლა კარგი სტატიაა. ალბათ მეჩეთი გააუქმეს ჯობია. მეჩეთი გაიტანეს – მეხამუშა, უცბათ წარმოვიდგინე, იგივე ეკლესიაზე – ეკლესია გაიტანეს. მე ასე დავწერდი: ტაძრის შენობაში არსებული (ან მოქმედი) მეჩეთი გააუქმეს. მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ.--Zolokin განხილვაწვლილი 16:10, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)
- გაკეთდა, ყველა შენიშვნა შევასწორე. დავწერე ტაძარში მოქმედი მეცეთი გააუქმეს. — დათო პასუხი 16:11, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)