ბრისტოლის ბიზანტიური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარცვალსაცავი, ბრისტოლი

ბრისტოლის ბიზანტიური (ინგლ. Bristol Byzantine), ნეობიზანტიური არქიტექტურის ნაირსახეობა, რომელიც ქალაქ ბრისტოლში (ინგლისი) იყო პოპულარული 1850-80 წლებში. ამ სტილით ნაგებ შენობათა დიდი ნაწილი დანგრეულია, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვან გადარჩენილ ნაგებობათა შორისაა კოლსტონის ჰოლი, მარცვალსაცავი, კარეტების სახელოსნო და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ვიქტორიას ქუჩაზე. ასევე შემორჩენილია რამდენიმე საწყობის ნაგებობა ნავსადგურთან. მათ შორისაა არნოლფინი, რომელშიც ამჟამად სამხატვრო გალერეა არის განთავსებული.