ბიძინა მაზიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაზიაშვილი.

ბიძინა დიმიტრის ძე მაზიაშვილი (დ. 9 მაისი, 1928, ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 14 ოქტომბერი, 2004, იქვე) — ქართველი სპორტსმენი (ძიუდო, სამბო). სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში (1970), სსრკ-ის სპორტის ოსტატი სამბოში, საქართველოს ფიზიკური კულტურის დამსახურებული მუშაკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. იყო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი (1964-1982 და 1993-1995) და სსრკ-ის ნაკრების (1970-1981) მწვრთნელი. 1990 წელს მიწვეული იყო იაპონიაში ქართული ჭიდაობის გაკვეთილების ჩასატარებლად. მისი აღზრდილები არიან გ. გოგოლაური, ა. მარტყოფლიშვილი, ა. მუზაევი, ჯ. ნიჟარაძე, გ. ონაშვილი, რ. ხარშილაძე, ფ. ჩიკვილაძე (ძიუდო), გ. გიორგაძე, მ. ბერუაშვილი (სამბო).

მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1997).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]