ბეჰრუზ ქანგარლის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეჰრუზ ქანგარლი

ბეჰრუზ ქანგარლის მუზეუმი (აზერ. Bəhruz Kəngərli muzeyi) — აზერბაიჯანელი მხატვრისა და გრაფიკული არტისტის, ბეჰრუზ ქანგარლის მემორიალური მუზეუმი. ბეჰრუზ ქანგარლის მუზეუმი მდებარეობს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ნახიჩევანის მახლობლად, ათათურქისა და იშთიგლალის ქუჩების კვეთაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეჰრუზ ქანგარლის მუზეუმი 2001 წლის 22 მაისს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი ასამბლეის თავმჯდომარის ბრძანებით, აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების გამოჩენილი ფიგურის სახელის უკვდავსაყოფად აიგო.[1] მუზეუმის გახსნის ცერემონია 2002 წლის 18 ივნისს გაიმართა. ცერემონიას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ჰეიდარ ალიევიც ესწრებოდა.[2] მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ხელახლა 2013 წლის 24 ივნისს გაიხსნა.[2]

მუზეუმის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეჰრუზ ქანგარლის გამოსახულება აზერბაიჯანულ მარკაზე (2012)

მუზეუმის შენობა ისტორულ-არქიტექტურული ძეგლია. იგი 1897 წელს აიგო და თავდაპირველად მასში ნახიჩევანის გოგონათა სკოლა იყო განთავსებული.

შენობას საერთო ჯამში 560 მ² ფართობი უკავია და აღმოსავლური და დასავლური არქიტექტურის სინთეზითაა აგებული. შენობა ორსართულიანია: პირველ სართულზე 7 ოთახია, მეორეზე კი 5. ორივე სართულზე ოთახებში შესასვლა დერეფნიდან შეიძლება. მეორე სართულზე დასავლეთით გამავალი აივანია. კლიმატიდან გამომდინარე, შენობა მშრლაი ქვითაა აგებული, ფასადი კი შეღებილი ქვითაა დაფარული. კედლების სიგანე 90 სმ-ია. შენობაში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა. მეოცე საუკუნეში შენობა საგანმანათლებლო დაწესებულებად გამოიყენებოდა: თავდაპირველად შენობაში პედაგოგიკური ტექნიკური სკოლა, შემდეგში კი ჰეირან ხანიმის სამედიცინო ტექნიკური სკოლა იყო განთავსებული.

გამოფენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეჰრზ ქანგარლის ნამუშევრების უმრავლესობა მის სახლ-მუზეუმსა და აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშია დაცული, მათ შორის ქანგარლის ალბომი, „ნახიჩევანის მოგონებები“. 2012 წლის 13 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბეჰრუზ ქარგილის დაბადებიდან 120 წლისთავის იუბილის აღნიშვნის ბრძანებას მოაწერა ხელი.[3] ბრძანების შესაბამისად, ნახიჩევანის უზენაესმა ასამბლეამ მოქმედებათა გეგმა შეიმუშავა. მოქმედებათა გეგმის შესაბამისად, აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში დაცული ხელოვანის 191 ნამუშევრის ასლი ბეჰრუზ ქარგილის მუზეუმში გადაიტანეს.[4]

დღეისთვის მუზეუმში 350-ზე მეტი კულტურული ნიმუშია დაცული და გამოფენილი. მათგან 58 ქანგარლის ორიგინალი ნამუშევარია, ხოლო 300 ფოტოასლი, მისი ოჯახის, ცხროვრებისა და შემოქმედების დოკუმენტი, საყოფაცხოვრებო ნივთი და სხვა ნიმუშია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bəhruz Kəngərli az. nrb.nakhchivan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 24 February 2018.
  2. 2.0 2.1 Bəhruz Kəngərli Muzeyində tədbir keçirilib az. serqqapisi.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 24 February 2018.
  3. Bəhruz Kəngərlinin 120 illik yubileyi haqqında დაარქივებული 2018-02-24 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული) Azərbaycan Respublikası Prezidentinin 13 aprel 2012-ci il tarixli, 2155 nömrəli Sərəncamı. e-qanun.az
  4. Bəhruz Kəngərli Muzeyinin binası istifadəyə verilmişdir az. serqqapisi.az. ციტირების თარიღი: 24 February 2018.[მკვდარი ბმული]