ბაია დვალიშვილი
ბაია დვალიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 აგვისტო, 1960 |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1978–დღემდე |
მეუღლე(ები) | რეზო ხატისკაცი |
შვილ(ებ)ი | მაკრინე ხატისკაცი |
მშობლები |
მამა: აკაკი დვალიშვილი დედა: მარინე თბილელი |
ბაია (ბარბარე) დვალიშვილი (დ. 21 აგვისტო, 1960) — ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი. ამჟამად „ფორმულაზე“ მიჰყავს გადაცემა „ბაიასთან“.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1960 წლის 21 აგვისტოს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1978: „კუჩხი ბედინერი“
- 1982: „ანდერძი“
- 1983: „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“
- 1983: „თუ გირტყამენ-გაიქეცი“
- 1985: „ნეილონის ნაძვის ხე“
- 1986: „ბებია ყველასათვის“
- 1986: „თემო“
- 1987: „ბილიკი“
- 1988: „აშუღ-ყარიბი“
- 1988: „დახატული წრე“
- 1989: „მდგმურები“
- 1989: „ტურანდოტი“
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“
- 1990: „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“
- 1991: „სახლი“
- 1991: „სიბრძნე სიცრუისა“
- 1991: „ელზა“
- 1995: „ნეილონის ნაძვის ხე“
- 1999: „მარტოობის ორდენის კავალერი“
- 2000: „ვინ არის მოჩვენება“
- 2000: „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“
- 2003: „მგლების ხორუმი“
- 2003: „6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე)“
- 2003: „როგორც ლურჯა ცხენები“
- 2005: „ფანჯარა“
- 2010: „ნაფიცი მსაჯული“
- 2010: „დეტექტივები“
- 2011–დღემდე: „ჩემი ცოლის დაქალები“