შინაარსზე გადასვლა

არჩილ ბაქრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არჩილ ბაქრაძე (დ. 28 იანვარი, 1959, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1985–1987 წლებში იყო ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1988–1995 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო სექსოლოგიის კათედრის დამაარსებელი და გამგე. 1989–1996 წლებში სექსოპათოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი. 1996 წლიდან „ლიგა“–ს გენერალური დირექტორი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის სექსუალური მოშლილობის მკურნალობის პრობლემებზე. ექიმი–სექსოპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „არტერიული იმპოტენციის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდების ჰემოდინამიკური შეფასება.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 30–31

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]