ანტონ ფურცელაძის საფლავი
ანტონ ფურცელაძის საფლავი — ისტორიული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში სასაფლაოზე. გამოჩენილი ქართველი მწერლის საფლავი შემოღობილია ლითონის მესრით. საფლავზე დადგმულია მარმარილოს დაფა, რომელსაც მწერლის გვარი, სახელი, დაბადებისა და გარდაცვალების წლები (1 ნოემბერი 1839 წელი - 4 ნოემბერი 1913 წელი) და ეპიტაპია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყაზახიშვილი ლ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 79.