შინაარსზე გადასვლა

ალექტოროფობია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექტოროფობია (ბერძ. ἀλέκτωρ — „მამალი“) — ქათმებისა და წიწილების შიში[1][2].

ფობიის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექტოროფობიით არ იბადებიან, მას შემდეგ იძენენ. ნებისმიერი სხვა ფობიის მსგავსად, ალექტომოფობია გამოხატავს გარკვეულ ქმედებას, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნების ნერვულ სისტემაზე. ყველაფერს შეუძლია გამოიწვიოს მსგავსი ეფექტი - ფილმებს, მულტფილმებსა და რეკლამასაც კი[1][3].

გამოვლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექტოროფობიის გამოვლენა ხდება, ისევე, როგორც სხვა ფობიების დროს. ადამიანი თავს არაკომფორტულად გრძნობს შიშის ობიექტთან, შემდეგ ჩნდება ოფლიანობა, ხდება გულის აჩქარება, ადამიანი ვარდება პანიკაში, ხელები უკანკალებს, შესაძლებელია თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა.პანციენტები ხედავენ ქათამში ფარულ საფრთხეს. მათ ჰგონიათ, რომ ის შემოახტება მათ, უკბინოს ან რაიმე სახის მძიმე დაავადება გადასდოს. წყნარი ათმის დანახვისასაც კი შიშის გრძნობა ეუფლებათ, რადგან ჰგონიათ, რომ მას შეუძლია თავს დაესხას მას. მოცემული ფობია გამოიხატება რთული და ადვილი ფორმებით. ზოგ ადამინას ეშინია უბრალოდ ქათმებისა და წიწილების, სხვები თავს არიდებენ კვერცხებს, არის ისეთი კატეგორიაც, რომლებიც ვერ უყურებენ ქათმების სურათებსა თუ ფილმებს. მათ პანიკურად ეშინიათ მისი გამოსახულებისა ნებისმიერ ფორმაში[4].

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექტოროფობიის მკურნალობისას კარგი შედეგები მოჰყვება ნევროლინგვისტური პროგრამების გამოყენებას. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში ეს ფობია სრულყოფილად იკურნება ხსენებული ტექნიკით. ჰიპნოზი და კოგნიტიური თერაპია ასევე ეფექტური საშუალებებია. წამლის თერაპია გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა დაავადების სიმპტომების შეკავება[4].

ალექტოროფობიის მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს მხარს უჭერდნენ მისი საყვარელი ადამიანები და თავად პაციენტმა უნდა შეასრულოს ის ყველაფერი, რასაც ექიმი უნიშნავს[4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]