ალექსი ვეფხვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეფხვაძე.

ალექსი ივანეს ძე ვეფხვაძე (დ. 1 ივნისი, 1921, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 1982, იქვე) — ქართველი საბჭოთა ფერმწერი, საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1965). ივანე ვეფხვაძის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძრვანელი უ. ჯაფარიძე), ხოლო 1948 წელს ი. რეპინის სახელობის ლენინგრადის სამხატვრო ინსტიტუტი. ვეფხვაძის ფერწერა მონოქრომულია.

ნამუშევრები:

  • „ბაგრატიონის დაჭრა ბოროდინოს ბრძოლაში“ (1948);
  • „ი. ბ. სტალინის გადასახლება ბათუმიდან 1903 წელს“ (1949; სსრკ სახელმწიფო პრემია 1951);
  • „კ. მარქსი და ნ. ნიკოლაძე“ (1957);

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]