ალექსანდრე ჩერეპნინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ჩერეპნინი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 იანვარი, 1899(1899-01-21)[1] [2]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2] [3]
გარდ. თარიღი 30 სექტემბერი, 1977(1977-09-30)[3] (78 წლის)
გარდ. ადგილი პარიზის VI რაიონი[3]
ალექსანდრე ჩერეპნინი ვიკისაწყობში

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩერეპნინი (რუს. Алекса́ндр Никола́евич Черепни́н; დ. 21 იანვარი, 1899, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი — გ. 29 სექტემბერი, 1977, პარიზი) — დაბადებით რუსი კომპოზიტორი და პიანისტი. მისი მამა ნიკოლოზ ჩერეპნინი (ნიკოლოზ რიმსკიკოსრსაკოვის მოსწავლე) აგრეთვე იყო კომპოზიტორი. ალექსანდრეს ორი შვილი, სერგო და ივანე ჩერეპნინები და შვილიშვილები (ივანეს შვილები) სერგო და სტეფანი აგრეთვე მამის გზას დაადგა. მისი დედა იყო მხატვრული ბენოისის ოჯახიდან (ალექსანდრე ბენოისის დისშვილი).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ჩერეპნინი დაიბადა 1899 წლის 21 იანვარს საქნტ-პეტერბურგში (რუსეთი). მან ფორტეპიანოზე დაკვრა და კომპოზიციების შექმნა ძალზედ ადრეულ ასაკში დაიწყო. მას სტიმული მისცა ოჯახში შექმნილმა სიტუაციამ: ოჯახის სახლში ბენოიას-დიაგილევის კავშირის წყალობით მრავალი ცნობილი ხელოვანი იკრიბებოდა ყოველდღიურად. იმ დროისთვის მან ოფიციალური თეორიისა და კომპოზიციის შესწავლა დაიწყო (გვიან მოზარდობაში), მას უკვე შეადგენილი ჰქონდა ასობით კომპოზიციის ნაწილი, მათ შორის ათზე მეტი საფორტეპიანო სონატა. რუსეთში მის მასწავლებლებს შორის შედიოდნენ: კომპოზიტორი ვიქტორ ბელაევი (ანატოლი ლიადოვისა და ალექსანდრე გლაზუნოვის მოსწავლე), რომელმაც იგი სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიისთვის მოამზადა; ლეოკადია კაშპეროვა (ცნობილი პიანისტი, ანტონ რუბინშტეინის პროტეჟი); და კონსერვატორიის პროფესორი ნიკოლოზ სოკოლოვი (ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის მოსწავლე). აღსანიშნავია, რომ ამ დროს ჩერეპნინის მენტორი იყო ცნობილი მუსიკოლოგი ალექსანდრე ოსოვსკი, რომელიც აგრეთვე ალექსანდრეს მამის მეგობარი იყო. მის ნამუშევრებზე გავლენა მოახდინა კომპოზიტორმა ალექსანდრე სპენდიარიოვმა.

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგიდან წავიდა და გარკვეული დროის განმავლობაში თბილისში, საქართველოში დასახლდა. ახალგაზრდა ჩერეპინის ბარგი იყო დაახლოებით 200 მოკლე ფორტეპიანოს ნაწილი, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მალევე დაიბეჭდა (აღსანიშნავია მისი Bagatelles, თხზულება 5). თბილისში ახალგაზრდა მუსიკოსმა სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო; მან კონცერტები ჩაატარა როგორც პიანისტმა, ისე დირიჟორმა; აგრეთვე დაწერა მუსიკები კამერნის თეატრისთვის (პალმერი 1980, 18:637; კორაბელნიკოვა 2008, გვ. 16–40). საქართველოს „გასაბჭოების“ შემმდეგ თბილისში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ჩერეპნიკმა რუსეთან საბოლოოდ ჩამოშორება გადაწყვიტა. 1921 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც სწავლა პარიზის კონსერვატორიის ფორტეპიანოს დეპარტამენტის უფროსებთან, ვიდალ და ისიდორ პილიპთან დაასრულა; აქ იგი დაუკავშირდა კომპოზიტორთა ჯგუფს, რომელშიც შედიოდა ბოჰუსლავ მარტინი, მარსელ მიჰალოვიჩი და კონრად ბეკი. ფილიპმა ჩერეპინის რუსეთში შექმნილი ფორტეპიანოს პატარ-პატარა ნაწილების გარკვეული ნაწილის გამოქვეყნებისს საკითხი უზრუნველყო. პარიზიდან ჩერეპნინმა, როგორც პიანისტმა და კომპოზიტორმა საერთაშორისო კარიერა წამოიწყო. 1925 წელს მოიგო სკოტის პრიზი კამერული კონცერტისთვის (თხზულება 33). 1926 წელს ადრეული სტუმრობები დაიწყო აშშ-ში, ხოლო მოგვიანებით გაემგზავრა შორეულ აღმოსავლეთში, სადაც ჩატარდა რამდენიმე ფართო ვიზიტი (1934 და 1937 წლებში ჩინეთსა და იაპონიაში). იგი ხელს უწყობდა კომპოზიტორებს იაპონიასა (ჰუმიო ჰაიასაკა, ჩიანგ უენ-ეჰი, კონრად ბეკი და სხვები) და ჩინეთში (ჰი ლუთინგი და სხვები); ამ მიზნით ჩერეპნინმა ტოკიოში საკუთარი გამომცემლობის სახლიც კი დააარსა. ჩინეთში ყოფნის დროს იგი შეხვდა ახალგაზრდა ჩინელ პიანისტ ლი სიენ მინგს (1915-1991) და ეს ორი მოგვიანებით ევროპაში დაქორწინდნენ. მათ ჰყავდათ სამი ვაჟი: პიტერი, სერგო და ივანე.

მეორე მსოფლიო ომის დროს იგი საფრანგეთში ცხოვრობდა. ომმა პრაქტიკულად შეაჩერა მისი მუსიკალური კარიერა. თუმცა, ომისშემდგომმა პერიოდმა მასში შემოქმედებითი ენერგიების აღორძინება გამოიწვია; შედეგი იყო არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, დაწყებული ნომერ 2 სიმფონიით (შეთხზა 1947, არაორკესტრული 1951 წლამდე). 1948 წელს წავიდა აშშ-ში; 1950 წელს ჩიკაგოში დასახლდა, ხოლო 1958 წელს მიენიჭა ამერიკის მოქალაქეობა. ჩერეპნინი და მისი ცოლი ასწავლიდნენ დეპაულის უნივერსიტეტში (ჩიკაგო). აქ მის მოსწავლეებში შედიოდნენ: ფილიპ რამეი, რობერტ მუჟუნსკი, გლორია ქოატესი და ჯონ ვ. დოუვნეი.

ალექსანდრე ჩერეპნინი გარდაიცვალა 1977 წელს პარიზში (პალმერი, 18:637).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Arias, Enrique Alberto. 1982–83. "Alexander Tcherepnin's Thoughts on Music". Perspectives of New Music 21:138–43.
  • Arias, Enrique Alberto. 1986. "The Symphonies of Alexander Tcherepnin". Tempo, new series, no.158:23–31.
  • Arias, Enrique Alberto. 1989. Alexander Tcherepnin: A Bio-Bibliography. New York: Greenwood Press. ISBN 0-313-25318-8
  • Arias, Enrique Alberto. 2001. "Tcherepnin, Alexander (Nikolayevich)". The New Grove Dictionary of Music and Musicians, ed. S. Sadie and J. Tyrrell. London: Macmillan.
  • Korabelnikova, Ludmila. 2008. "Alexander Tcherepnin: The Saga of a Russian Emigre Composer". Bloomington and Indianapolis: Indiana University Press. ISBN 978-0-253-34938-5
  • Palmer, Christopher. 1980. "Tcherepnin, Alexander (Nikolayevich)". New Grove Dictionary of Music and Musicians, ed. S. Sadie. London: Macmillan
  • Slonimsky, Nicolas. 1968. "Alexander Tcherepnin Septuagenarian". Tempo, new series, no. 87 (Winter): 16-23.
  • Tcherepnin, Alexander. 1979. "A Short Autobiography". Tempo, no.130:12–18.
  • Wender, Julius. 1999. Notes for, Alexander Tcherepnin: Symphonies Nos. 1 & 2, Piano Concerto No. 5. Noriko Ogawa, piano, with the Singapore Symphony Orchestra conducted by Lan Shui. BIS-CD-1017. Åkersberga, Sweden: BIS Records AB.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]