XV საუკუნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

XV (მეთხუთმეტე) საუკუნე იულიუსის კალენდრის მიხედვით — საუკუნე 1401 წლის 1 იანვრიდან 1500 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის II ათასწლეულის მე-5 საუკუნე. დასრულდა 524 წლის წინ.

ევროპაში, მე-15 საუკუნე მოიცავს გვიანი შუა საუკუნეების, ადრეული რენესანსისა და ადრეული თანამედროვე პერიოდის მონაკვეთებს. ტექნოლოგიურ, საზოგადოებრივ და კულტურულ სფეროებში მე-15 საუკუნის უმთავრეს მიღწევათაგან, მრავალი შეიძლება ჩაითვალოს შემდგომი საუკუნეების ე.წ. „ევროპული სასწაულის“ (ინგლ. European miracle) მაუწყებლად. მაგ., სახვით ხელოვნებაში პერსპექტივის მეცნიერულ თეორიასა და საქმიანობის ისეთ თანამედროვე სფეროებს, რომლებიც დღეს საბანკო საქმისა და საბუღალტრო აღრიცხვის სახელითაა ცნობილი, იტალიაში ჩაეყარა საფუძველი.

დასრულდა ასწლიანი ომი, რომელიც ინგლისელებზე საფრანგეთის სრული გამარჯვებით დაგვირგვინდა კასტიიონის ბრძოლაში (ფრანგ. Bataille de Castillon) 1453 წლის 17 ივლისს. კონფლიქტის შემდგომმა ფინანსურმა სირთულეებმა ინგლისში გამოიწვია ვარდების ომი, — დინასტიური ომების სერია ინგლისის სამეფო ტახტის დაუფლებისათვის, რომელიც საბოლოოდ ლანკასტერელთა გამარჯვებით დასრულდა, როდესაც 1485 წლის 22 აგვისტოს რიჩმონდის გრაფმა ჰენრი ტიუდორმა ბაზვორთის ბრძოლაში დაამარცხა რიჩარდ III და ინგლისის მეფე გახდა, რითაც ტიუდორების 117-წლიან მმართველობას დაუდო საფუძველი. ომმა გამოიწვია უზარმაზარი ნგრევა და მანამდე არნახული დანაკარგი ინგლისის მოსახლეობაში. კონფლიქტის დროს ინგლისის ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი განადგურდა.

ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი, რომელიც ცნობილი იყო მსოფლიოს დედაქალაქის სახელით — 53-დღიანი ალყის შემდეგ დაეცა ოსმალეთის იმპერიის სულთან მეჰმედ II-ის ფერხთით 1453 წლის 29 მაისს, რასაც შედეგად მოჰყვა ბიზანტიის იმპერიის რუკიდან გაქრობა.

ათწლეულები და წლები


XIV საუკუნე - XV საუკუნე - XVI საუკუნე
1400-იანები: 1401 1402 1403 1404 1405 1406 1407 1408 1409 1410
1410-იანები: 1411 1412 1413 1414 1415 1416 1417 1418 1419 1420
1420-იანები: 1421 1422 1423 1424 1425 1426 1427 1428 1429 1430
1430-იანები: 1431 1432 1433 1434 1435 1436 1437 1438 1439 1440
1440-იანები: 1441 1442 1443 1444 1445 1446 1447 1448 1449 1450
1450-იანები: 1451 1452 1453 1454 1455 1456 1457 1458 1459 1460
1460-იანები: 1461 1462 1463 1464 1465 1466 1467 1468 1469 1470
1470-იანები: 1471 1472 1473 1474 1475 1476 1477 1478 1479 1480
1480-იანები: 1481 1482 1483 1484 1485 1486 1487 1488 1489 1490
1490-იანები: 1491 1492 1493 1494 1495 1496 1497 1498 1499 1500


საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები


...


საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი


...

გამოგონებები, აღმოჩენები და სხვა ეპოქალური მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კარაველა // საზღვაო ლექსიკონი
  2. კარაველა // ბიბლიოვიკი
  3. პერსპექტივა (სახვით ხელოვნებაში) // ბიბლიოვიკი
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.