შინაარსზე გადასვლა

სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია
სომხ. Հայաստանի Ֆուտբոլի Ֆեդերացիա
შეიქმნა 1992 წლის 18 იანვარს
ტიპი association football federation
შტაბ-ბინა ერევანი, სომხეთი
პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი
ქვეყანა სომხეთი
თავმჯდომარე Arthur Vanetsyan
კავშირები ფიფა და უეფა
https://www.ffa.am/

სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია (სომხურად: Հայաստանի Ֆուտբոլի Ֆեդերացիա) — ფეხბურთის ასოციაციის მმართველი ორგანო სომხეთში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ერევანში.

ის ორგანიზებას უწევს სომხეთის პრემიერ ლიგას, სომხეთის პირველ ლიგას, სომხეთის დამოუკიდებლობის თასს და სომხეთის ფუტსალის პრემიერ ლიგას. იგი ასევე პასუხისმგებელია სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და სომხეთის ქალთა ფეხბურთის ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობის დანიშვნაზე. ფედერაციას ეკუთვნის ფუტსალის სომხეთის ეროვნული ნაკრებიც.

სომხეთის ფეხბურთის ისტორია ოფიციალურად 1990-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მისი ტრადიციები კიდევ უფრო ძველია.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლა და სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს ძალიან მნიშვნელობანი მომენტები იყო სომხური ფეხბურთისთვისაც.

ფეხბურთის თვალსაზრისით, ამ მოვლენებმა 1992 წლის 18 იანვარს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დაარსება გამოიწვია.

მარიამ სტეფანიანი, პროფესიონალი სომეხი ფეხბურთელი

1992 წელს სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია სათანადო წესით გახდა თამაშის მსოფლიო და ევროპის მმართველი ორგანოების ფიფასა და უეფას წევრი.[1][2][3] სომხეთის ეროვნული ნაკრების დებიუტი შედგა 1996 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. სომხეთმა პირველი მატჩი ბელგიის წინააღმდეგ 2–0 დათმო 1994 წლის 7 სექტემბერს. გუნდის პირველი გამარჯვება კი- 1995 წლის 6 სექტემბერს შედგა, როდესაც სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია (მაშინდელი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია) 2 –1 დაამარცხა. მას შემდეგ, სომხეთი მუდმივი მონაწილეობაა ევროსა და მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირებში. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის უეფას ევრო 2012-ში მესამე ადგილზე გასვლის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა ჰენრიხ მხიტარიანი, რომელიც შემდეგ დონეცკის შახტარში თამაშობდა. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სომხური ფეხბურთის განვითარებაში და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო მიღწევებში.

ინფრასტრუქტურის განვითარების დონეზე, 2007 წელს დაიწყო მუშაობა ეროვნული გუნდის სასწავლო ცენტრსა და აკადემიაში, რაც ითვალისწინებდა აკადემიის მოწყობას საცხოვრებელი ობიექტებით. ცენტრის გაიხსნა 2010 წლის სექტემბერში. ერევნის რესპუბლიკური სტადიონი ასევე ნაწილობრივ განახლდა. სწორედ ამ ინიციატივის მეშვეობით შეიცვალა სტადიონის ზედაპირი და ახლა უფრო კარგი ხარისხისაა.[4]

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ძირითადი ამოცანებია ქვეყანაში ფეხბურთის გავრცელება და განვითარება, მასობრივი ახალგაზრდული ფეხბურთის უზრუნველყოფა, ფეხბურთელთა უნარების გაუმჯობესება, მსაჯების, მწვრთნელებისა და სპორტსმენების მომზადება, ეროვნული შეჯიბრებების ორგანიზება და ჩატარება, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და განვითარება.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ეიმუშავებს მიმდინარე და პერსპექტიულ პროგრამებს რესპუბლიკაში ფეხბურთის განვითარებისათვის, ორგანიზებას უწევს რესპუბლიკის ეროვნული გუნდების მომზადებას სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია აერთიანებს რეგიონულ ფედერაციებს, საფეხბურთო კლუბებს, სპორტულ სკოლებს, სპორტულ ცენტრებს, განყოფილებებს, თანამშრომლობს სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტი მართავს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები იყვნენ:

ნიკოლაი ღაზარიანი (1992–1994)

არმენ სარქისიანი (1994–1998)

სურენ აბრაამიანი (1998–2002)

რუბენ ჰაირაპეტიანი (2002–2018)

არტურ ვანეციანი (2018-2019)

არმენ მელიქბეკიანი (2019-)

  1. "Goal supporting Armenia". FIFA. Retrieved 3 March 2014.
  2. "About FFA". Football Federation of Armenia. Retrieved 3 March 2014.
  3. "Armenia always a football hotbed". UEFA. Retrieved 8 November 2015.
  4. "Soccer: Armenia fans gear for home match after Havakakan's two away wins". დაარქივებული 2020-08-08 საიტზე Wayback Machine. ArmeniaNow. Retrieved 3 March 2014.