რიშარდ იურკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიშარდ იურკოვსკი
დაბადების თარიღი 28 მაისი 1945 (78 წლის)
სოსნოვეცი, პოლონეთი
მოქალაქეობა პოლონეთის დროშა პოლონეთი
პროფესია არქიტექტორი
ჯილდოები

პოლონეთის აღორძინების ორდენი

Honoris Gratia

რიშარდ იურკოვსკი ( პოლ. Ryszard Jurkowski, დ. 28 მაისი, 1945, სოსნოვეცი) — პოლონელი არქიტექტორი და ქალაქის დამგეგმარებელი. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი არქიტექტორი, რომელიც ცნობილია საცხოვრებელი, კომერციული, საგანმანათლებლო, სამრეწველო და სამოქალაქო ნაგებობების თანამედროვე და ინკლუზიური მინიმალისტური დიზაინით. იგი აქტიურად იბრძვის კომუნისტური ეპოქისთვის დამახასიათებელი ერთფეროვანი და მოსაწყენი არქიტექტურის წინააღმდეგ.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიშარდ იურკოვსკი დაიბადა 1945 წლის 28 მაისს სოსნოვეცში. დაწყებითი განათლება მიიღო ბოლესლავ პრუსის საშუალო სკოლაში.[1] 1969 წელს დაამთავრა კრაკოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არქიტექტურის მაგისტრის სპეციალობით. [1] [2] შემდგომში მიიღო პროფესიული კვალიფიკაცია არქიტექტურის პრაქტიკული სწავლებისთვის. [1]

1969 წელს შეუერთდა რეგიონალურ მუნიციპალურ სამშენებლო კომპანიას სოსნოვიეცში, მაგრამ ორი წლის შემდეგ დაიწყო მუშაობა კატოვიცეს დიდ არქიტექტურულ ფირმაში Investprojekt. 1990 წლიდან გახდა კომპანია AiR Jurkowscy Architekci-ის უფროსი პარტნიორი. [1] ხსენებული კომპანია მან არქიტექტორ მეუღლესთან ერთად დააარსა.

1991 წლიდან 1996 წლამდე იურკოვსკი იყო კრაკოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი, ხოლო 1992–1998 და 2003–2006 წლებში — კატოვიცის ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის რეგიონალური კომისიის თავმჯდომარე. [1] იგი ასევე დაინიშნა ვარშავაში ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის პოლონეთის გენერალური კომისიის წევრად [1] [3] და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2000 წლის 15 დეკემბრის კანონის შექმნაში არქიტექტორთა პროფესიული თვითმმართველობის ორგანოების შესახებ. [4]

ის იყო პროფესიონალი არქიტექტორების გარემოს მთავარი კოორდინატორი, [5] ხოლო 2000 წელს აირჩიეს პოლონელ არქიტექტორთა ასოციაციის (SARP) პრეზიდენტად. თანამდებობას 2006 წლამდე იკავებდა. [1] [6]

იურკოვსკი არის არქიტექტურისა და დიზაინის შესახებ წიგნების გამოცემის სპონსორი და პრომოუტერი. 2018 წელს ორგანიზება გაუწია გამოჩენილი ისტორიკოსისა და კრიტიკოსის პროფესორ ჯოზეფ რიკვერტის მიერ არქიტექტურის ისტორიასა და ფილოსოფიაზე დაწერილი წიგნის — "სამოთხეში ადამის სახლის შესახებ: პრიმიტიული ქოხის იდეა არქტიტექტურის ისტორიაში"— პირველ პოლონურ გამოცემას ( პოლ. O rajskim domu Adama: Idea pierwotnej chaty w historii architektury ). [7] წიგნი გამოქვეყნდა არქიტექტურისა და ქალაქების ეროვნული ინსტიტუტის (NIAIU), ასევე კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს პატრონაჟით. [8]

ირიშარდ იურკოვსკი ასევე პოლონეთის არქიტექტორთა საბჭოს წევრი და SARP კონკურსის მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლეა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიშარდ იურკოვსკი SARP - ის 1999 წლის საპატიო პრემიის, SARP - ის 1987 და 2010 წლების პრემიების ლაურეატია. [1] [9] [10] [11] მას მიღებული აქვს პოლონეთის მშენებლობის სამინისტროს (ამჟამად პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრო) 1-ლი და მე-2 ჯილდოს ხარისხის ჯილდოები.

2011 წელს გახდა Honoris Gratia -ს ლურეატი, მიიღო ვერცხლის და ოქროს ღირსების ჯვრები მიღწეული წარმატებებისთვის. [12] 2013 წელს იყო ნომინირებული ევროკავშირის პრემიაზე თანამედროვე არქიტექტურის სფეროში/Mies van der Rohe Prize-ზე კრაკოვის არმიის სამხარეო მუზეუმისთვის. ის ასევე არის Brick Award Polska 2013 წლის გამარჯვებული.[13]

2012 წელს პოლონეთის პრეზიდენტისგან მიიღო აღორძინების ორდენის ოფიცრის ჯვარი ( Polonia Restituta ) პოლონეთის არქიტექტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. [4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Who is who w Polsce. 
  2. NIFC. ციტირების თარიღი: 2019-05-28
  3. Meeting with the Master - Ryszard Jurkowski. ციტირების თარიღი: 2018-12-20
  4. 4.0 4.1 Sejm of Poland, Polish Monitor. Decision of the President of Poland of April 16, 2012 (M.P. z 2012 r. poz. 761). ციტირების თარიღი: 2018-12-17
  5. Biographies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-31. ციტირების თარიღი: 2019-06-03
  6. Association of Polish Architects, Presidents. ციტირების თარიღი: 2018-12-17
  7. Introducing On Adam's House in Paradise. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-29. ციტირების თარიღი: 2019-06-03
  8. NIAIU - On Adam's house in Paradise. ციტირების თარიღი: 2019-06-03
  9. SARP Honorary Award. ციტირების თარიღი: 2018-12-17
  10. SARP Award of the Year 2010. ციტირების თარიღი: 2019-05-23
  11. SARP Award of the Year 2010. ციტირების თარიღი: 2019-05-23
  12. (2001) Kto jest kim w Polsce. 
  13. Brick Award Polska 2013 (2013-04-19). ციტირების თარიღი: 2018-12-17