ირინა ბეზრუკოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინა ბეზრუკოვა
რუს. Ирина Владимировна Безрукова
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1965(1965-04-11)[1] (59 წლის)
დაბადების ადგილი დონის როსტოვი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
განათლება Rostov College of Arts
მეუღლე/ები Sergey Bezrukov და Igor Livanov
ჯილდოები Q18408182?

ირინა ბეზრუკოვა (რუს. Ири́на Безру́кова, დ. 11 აპრილი, 1965, დონის როსტოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსული თეატრის, კინოსა და გახმოვანების მსახიობი, ტელეწამყვანი, საზოგადო მოღვაწე, უმაღლესი კატეგორიის ტიფლოკომენტატორი. მოსკოვის ოლქის საზოგადოებრივი პალატის წევრი.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1965 წლის 11 აპრილს დონის როსტოვში. მამა — ვლადიმერ ბახტურა — ჰობოისტი მუსიკოსი, უკრავდა ჰობოიზე როსტოვის სიმფონიურ ორკესტრში, ასევე — მუს კომედიის თეატრში. მამის ალკოჰოლისადმი სიყვარულის გამო, მისი მშობლები განქორწინდნენ და ის გაემგზავრა მშობლიურ ქალაქ არტიომოვსკში.

დედა — ლუდმილა ბახტურა — სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ სწავლა არ დაუსრულებია. მუშაობდა ფარმაცევტად აფთიაქში, პარამედიკოსად და საოპერაციო მედდად. 1977 წლის 3 მარტს, მიუხედავად ორი ოპერაციისა, გარდაიცვალა თავის ტვინის სიმსივნით, როდესაც ირინა 11 წლის იყო.

ბებია, დედის მხრიდან — ანა სტუპაკოვა, მუშაობდა დამლაგებლად და ზრდიდა ირინას და მის დას დედის გარდაცვალების შემდეგ.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირინამ 1988 წელს დაამთავრა როსტოვის სამხატვრო კოლეჯი თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით, ა. მალიშევისა და ვ. შაპიროს კურსი (1984-1988). კოლეჯის მეორე კურსიდან აქტიურად იყო ჩართული მაქსიმ გორკის სახელობის როსტოვის აკადემიური დრამატული თეატრის რეპერტუარში და სწავლის დასრულებისას მან მონაწილეობა მიიღო ორას ორმოცდაათზე მეტ სპექტაკლში.

1988 წლიდან 1989 წლამდე მუშაობდა ტულას სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ირინა პარალელურად მუშაობდა ტელევიზებში და მიყავდა ტელე გადაცემები: ორი წლის განმავლობაში (1999-2001) იგი უძღვებოდა გადაცემას „მაღაზია დივანზე“ ტელეარხ RTR-ზე და გადაცემა „საუკეთესო“ STS-ზე. ორი წლის განმავლობაში მუშაობდა მოდელად Wella-ს გუნდში (სერგეი ზვერევი, ს. რიჟკოვა). ირინა ბეზრუკოვამ მონაწილეობა მიიღო ათენში, 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ცეცხლის მსოფლიო ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მოსკოვის ეტაპზე, როგორც ჩირაღდნის მატარებელმა. 2008 წლის 8 ივლისს, სერგეი ბეზრუკოვთან ერთად, წაიყვანა რუსეთის ისტორიაში პირველად საზეიმო დღესასწაულის „ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღის“ არსანიშნავად ჩატარებული ღონისძიება.

2009 წლის სექტემბერში იგი შეუერთდა რეგიონთაშორისი საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს, რომელიც ეხმარება რევმატიზმით დაავადებულ ბავშვებს.[4] 2010 წელს იგი გახდა „დედამიწის საათის“ ელჩი რუსეთში — ველური ბუნების დაცვისთვის მიზნით მსოფლიო ფონდის (WWF) ღონისძიება.[4][5]

2013 წელს მან დაამთავრა Reacomp ინსტიტუტი, სპეციალობით — უმაღლესი კატეგორიის ტიფლოკომენტატორი. 2013 წლიდან არის სერგეი ბეზრუკოვის ფონდის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი სოციოკულტურული პროექტების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის.

2015 წლის 11 ივნისს, მას მიენიჭა რადონეჟის წმინდა სერგეის სამკერდე ნიშანი — მოსკოვის რეგიონის საპატიო ჯილდო — ნაყოფიერი სოციალური და საქველმოქმედო საქმიანობისთვის და მოსკოვის რეგიონის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.[6][7] მას ასევე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ქველმოქმედებისთვის. 2015 წლის 6 ივლისს იგი გახდა მოსკოვის რეგიონის საზოგადოებრივი პალატის შემადგენლობის წევრი, სადაც ხელმძღვანელობდა მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კომისიას.

2015 წლის 31 ივლისს ტელევიზიის 360° tv. ru ეთერში გავიდა საავტორო გადაცემა "საუბარი სცენაზე", რომლის პირველი სტუმარი იყო მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი. წამყვანის თანამოსაუბრეები და სტუმრები შემდეგ გადაცემებში ასევე იყვნენ: კომპოზიტორი მაქსიმ დუნაევსკი, სატირიკოსი მიხაილ ზადორნოვი (იუმორისტის ბოლო ინტერვიუ), პიანისტი დენის მატუევი, მხატვრები დიმიტრი ხარატიანი, დიმიტრი დიუჟევი და სხვა ცნობილი ადამიანები.[8]

2016 წლის 7 მარტს ტელეკომპანია Rossiya-1 არხზე[14][15][16], რუსეთის სპორტის ოსტატთან და საერთაშორისო საცეკვაო ტურნირების გამარჯვებულთან მაქსიმ პეტროვთან ერთად მონაწილეობა მიიღო რუსული გასართობი სატელევიზიო შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეათე საიუბილეო სეზონში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირინა ბეზრუკოვა ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი ქმარი (1989-2000)[9] — იგორ ლივანოვი (დ. 15 ნოემბერი, 1953), საბჭოთა და რუსული თეატრისა და კინოს მსახიობი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (2004 წლიდან). მისი ვაჟი — ანდრეი ლივანოვი (დ. 6 დეკემბერი, 1989 — გ. 14 მარტი, 2015). თეატრის არსებობის პირველივე დღეებიდან მსახურობდა მოსკოვის პროვინციულ დრამატულ თეატრში უფროს ადმინისტრატორად. სამწუხაროდ ის გარდაიცვალა ავარიის შედეგად და მისი ფერფლი კარელიის ერთ-ერთ ტბაზეა მიმოფანტული.

მეორე ქმარი (2000-2015) — სერგეი ბეზრუკოვი (დ. 18 ოქტომბერი, 1973), თეატრისა და კინოს მსახიობი, მოსკოვის პროვინციული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (2008 წლიდან).[10][11][12]

ირინა ბეზრუკოვა ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ იღებს არანაირ ალკოჰოლს და ნიკოტინს.[13]

ის მეგობრობს მომღერალ როდიონ გაზმანოვთან (დ. 3 ივლისი, 1981, კალინინგრადი), რომელიც ბავშვობაში დახრჩობისგან გადაარჩინა.[14]

სქოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Губернатор утвердил треть членов нового состава Общественной палаты Московской области.
  3. «Хочу чувствовать себя свободной». ციტირების თარიღი: 2019-05-20
  4. 4.0 4.1 Наши друзья. დაარქივებული 2016-02-28 საიტზე Wayback Machine. Официальный сайт МБОО «Возрождение» // childhope.ru
  5. Актриса Ирина Безрукова стала послом акции «Час Земли». დაარქივებული 2016-03-07 საიტზე Wayback Machine. «РИА Новости» // ria.ru (18 марта 2010 года)
  6. Андрей Воробьёв вручил государственные и областные награды выдающимся жителям Подмосковья накануне Дня России. დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. Официальный сайт Правительства Московской области // mosreg.ru (11 июня 2015 года)
  7. Актриса Ирина Безрукова награждена высокой наградой Московской области. დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. // rf-smi.ru (11 июня 2015 года)
  8. Заседание нового состава Общественной палаты Подмосковья состоялось в областном Доме Правительства. დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. Официальный сайт Правительства Московской области // mosreg.ru (9 сентября 2015 года)
  9. Ливанов Игорь. Биография. დაარქივებული 2012-01-20 საიტზე Wayback Machine. Сайт «Актёры советского и российского кино» // rusactors.ru
  10. Ирина Безрукова рассказала «HELLO!» о потерях и любви, которая никогда не кончается. დაარქივებული 2015-09-18 საიტზე Wayback Machine. Журнал «HELLO!» // ru.hellomagazine.com (11 сентября 2015 года)
  11. Ася Зуб. Ирина Безрукова — о разводе с мужем: «Я дала ему возможность жить с чистого листа». დაარქივებული 2016-01-17 საიტზე Wayback Machine. Газета «Комсомольская правда» // kp.ru (14 сентября 2015 года)
  12. Анна Велигжанина. Почему Сергей Безруков ушёл от жены. დაარქივებული 2016-03-08 საიტზე Wayback Machine. Газета «Комсомольская правда» // kp.ru (23 сентября 2015 года)
  13. Мария Сперанская. Ирина Безрукова: «История гадкого утёнка – это про меня» (интервью Ирины Безруковой журналу «Лилит» («Lilit», Латвия), № 8, 2012 год). // sergeybezrukov.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-12. ციტირების თარიღი: 2015-01-23
  14. Жена Безрукова спасла жизнь Газманову. ციტირების თარიღი: 2019-10-09