ინგლისური ენა
ინგლისური English | |
გავრცელებულია | 67 ქვეყანა (იხ. ამავე სტატიაში ქვესათაური „ქვეყნები ოფიციალური სტატუსით“), სახელმწიფოთა საერთაშორისო გაერთიანებები და ორგანიზაციები,
|
მოლაპარაკეთა რაოდენობა | მშობლ. ენა: დაახლ. 360-400 მლნ (2006 წ.) მეორე ენა: დაახლ. 400 მლნ მთლიანობაში: დაახლ. 600-700 მლნ კაცი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური (ინგლისური ვარიანტი) |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-en}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ინგლისური |
ინგლისური ენა (თვითსახელწოდება ინგლ. English [ˈɪŋɡlɪʃ] — „ინგლისური“, ასევე English language) — ფრიზიულ ენათა ჯგუფს ეკუთვნის და ინდოევროპულ ენათა ქვეოჯახის, დასავლეთ გერმანიკული ენების შტოს წარმოადგენს.
ინგლისური ენა ყველაზე ახლოს ფრიზიულ ენასთანაა. ასევე ენათესავება ნიდერლანდურ ენასა და გერმანული ენის დიალექტებს. გარკვეულ სიახლოვეს ამჟღავნებს სალიტერატურო გერმანულ ენასთანაც.
V საუკუნეში დღევანდელი დანიისა და ჩრდილოეთ გერმანიის ტერიტორიიდან ინგლისში გადმოსახლდნენ ანგლები, საქსები და იუტები. ამ ტომთა ენების, ან დიალექტების საფუძველზე ჩამოყალიბდა შერეული ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურის ფუძე-ენას წარმოადგენს. ინდოგერმანულ ენათა საწყისი ენა — პროტო-ინდოგერმანული ენა კი, სავარაუდოდ, ჩვ. წ. V საუკუნის დადგომამდე ბევრად ადრე, დაახლოებით, 5 ათასი წლის წინათ უნდა არსებულიყო.
ინგლისური ენის გავრცელების არეალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა დღევანდელ მსოფლიოში და მას გლობალურ ან მსოფლიო ენასაც უწოდებენ. მართალია, მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდია ჩინური ენა, მაგრამ მას მშობლიურ ენად, უმთავრესად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები მიიჩნევენ.
სავარაუდოდ, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 380 მილიონს აღემატება. აქედან მოლაპარაკეთა ნახევარზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთის კუნძულებზე, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 360-370 მილიონ ადამიანზე მეტისთვის ინგლისური მეორე ენაა, რომლის შესწავლის აუცილებლობაც განპირობებულია ცალკეული ქვეყნების: ინდოეთის, პაკისტანის, ნიგერიის, კენიისა და სხვა სახელმწიფოების მრავალენოვნებით. ამ ქვეყნებში ინგლისური ზერეგიონალური კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს და, შესაბამისად, მეორე ოფიციალური ენაა.
მრავალი ქვეყნის სკოლებში, სადაც ინგლისური არც პირველი და არც მეორე სახელმწიფო ენა არაა, მას სწავლობენ პირველ უცხო ენად, მეორე ან მესამე უცხო ენის დაწყებამდნენ. მეორე და მესამე ენები, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს, მაგრამ ინგლისურს ყოველთვის სწავლობენ პირველი უცხო ენის სახით.
ინგლისური ენა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი ოფიციალური ენაა, ასევე — საერთაშორისო თემატური კონფერენციების სამუშაო ენაც.
ქვეყნები ოფიციალური სტატუსით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამერიკის შეერთებული შტატები (210 მლნ)
- დიდი ბრიტანეთი (55 მლნ)
- კანადა (17.1 მლნ) — ფრანგულთან ერთად
- ავსტრალია (15.7 მლნ)
- ახალი ზელანდია (3.2 მლნ) — მაორულთან ერთად
- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (3.5 მლნ) — სხვა 11 ენასთან ერთად
- ირლანდია (2.6 მლნ) — ირლანდიურთან ერთად
- ინდოეთი (მეორე ენა — 11 მლნ) — სხვა 15 ენასთან ერთად
- ბაჰამის კუნძულები
- ბელიზი — იამაიკურ-კრეოლურთან და ესპანურთან ერთად
- ბოცვანა
- გაიანა
- გამბია
- ზამბია
- კენია — სუაჰილისთან ერთად
- კირიბატი — კირიბატულ ენასთან ერთად
- ნიგერია — იგბო, იორუბასა და ჰაუსასთან ერთად
- პაკისტანი — ურდუსთან ერთად
- პაპუა-ახალი გვინეა — ტოკ-პისინსა და მოტუსთან ერთად
- სინგაპური — მალაიურთან, თამილურთან და ჩინურთან ერთად
- ფილიპინები — ფილიპინურთან ერთად
- ფიჯი — ფიჯისა და ჰინდისთან ერთად
ინგლისური ენის ზოგადი მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვათა მარაგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისურ ენას ძალიან მდიდარი სიტყვის მარაგი აქვს, რომელიც ენის განვითარების პერიოდში მნიშვნელოვნად განივრცო და გაფართოვდა.
ინგლისური ენის სრული ლექსიკონი, „ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონი“ (Oxford English Dictionary, 13 ტომი, 1933), „ახალი ინგლისური ენის ლექსიკონი“ (A New English Dictionary on Historical Principles, 10 ტომი, 1884-1933; შევსებული გამოცემა) 500 ათას სიტყვას შეიცავს.
ენათმეცნიერთა შეფასებით, თანამედროვე ინგლისური ენაში, დაახლოებით, ერთ მილიონზე მეტი სიტყვაა. ამას ემატება უამრავი გამოთქმა სლენგიდან თუ დიალექტებიდან; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნიკის სხვადასხვა სფეროდან შემოსული ცნებები და ტერმინები, რომელთა უმეტესი ნაწილი მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოიყენება.
ინგლისური ენის ლექსიკის დაახლოებით ერთი ნახევარი გერმანიკული (ძველი ინგლისური და სკანდინავიური), ხოლო მეორე ნახევარი – რომანული (ფრანგული და ლათინური) სიტყვებისაგან შედგება.
ბოლო ორი-სამი საუკუნის განმავლობაში ინგლისურ ენაში გამუდმებით შემოდიოდა ნასესხები სიტყვები არა მარტო ევროპული (ლათინური, ბერძნული, ფრანგული, სკანდინავიური) და აღმოსავლური წამყვანი ენებიდან (არაბული და სპარსული), არამედ ნაკლებად ცნობილი ენებიდანაც. სწორედ ამით აიხსნება დღევანდელი ინგლისური ლექსიკის დიდი მოცულობა.
ძველი ინგლისური ენიდან შემორჩა რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები, პირის ნაცვალსახელები, მრავალი არსებითი და ზედსართავი სახელი. ფრანგული ენიდან ინგლისურში, ძირითადად, ინტელექტუალური, განყენებული ცნებები შევიდა. მაგალითად, ფრანგული წარმოშობისაა რანგისა და სტატუსის გამომხატველი სიტყვები: duke (ჰერცოგი), marquis (მარკიზი) და baron (ბარონი).
სიტყვათწარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრავალრიცხოვანი ახალი სიტყვების წარმოქმნასა და ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა სხვადსახვა ლინგვისტურმა პროცესმა:
- ონომატოპეა – სიტყვათწარმოება, რომელიც ხმაბაძვის შედეგად წარმოქმნის ახალ სიტყვებს (მაგ., burp და clink).
- აფიგირება – სიტყვათწარმოება სიტყვის ფუძეზე პრეფიქსებისა და სუფიქსების დამატებით. პრეფიქსები და სუფიქსები ხან ინგლისური წარმოშობისაა (როგორიცაა mis- და -ness), ხან ნასესხები თავსართები და ბოლოსართებია (როგორიცაა ex- და -ist).
- კომპოზიტების თავისუფალი წარმოება, მაგალითად, bonehead და downpour. უკუწარმოება (ინვერსიული/რეტროგრადული წარმოება); სიტყვათწარმოება უკვე არსებული სიტყვების მეშვეობით, როდესაც ერთი შეხედვითვე ცხადია, თუ რომელი სიტყვა რომლისგან მომდინარეობს (მაგ., to jell მომდინარეობს jelly-საგან).
- სიტყვა brunch შექმნილია breakfast-ისა და lunch-ის სიტყვათა ნაწილების კომბინაციით.
- სიტყვის ფუნქციის ისე შეცვლა, რომ გარკვეული ტიპის სიტყვას შეეცვალოს ფორმა და დაიწყოს მისი გამოიყენება სხვანაირი, მისთვის უჩვეულო სახით (მაგ., არსებითი სახელი shower გამოიყენება ზმნად – to shower).
ორთოგრაფია და ორთოეპია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისური ენის ორთოგრაფია მნიშვნელოვნად განსხვავდება ორთოეპიისგან. ეს აიხსნება ისტორიულად განპირობებული ორი მიზეზით:
- დროთა განმავლობაში სიტყვათა მართლწერა ნაკლებად იცვლება, ვიდრე ჟღერადობა. მაგალითად, დღეს არ წარმოითქმის ბგერა k სიტყვაში knife, ასევე – gh სიტყვაში right, მაგრამ თავდაპირველად წარმოითქმოდა (იხ. საშუალო ინგლისური ენის პერიოდის აღწერა).
- ნასესხები სიტყვების მართლწერაში იყენებენ ურთიერთგანსხვავებულ კონვენციებს. მაგალითად, ლათინური სიტყვის dubitare-ს მიხედვით შეცვალეს მანამდე არსებული სიტყვა doute, რომელშიც ჩაამატეს თანხმოვანი b და ასე მიიღეს doubt.
ორთოგრაფიასა და ორთოეპიას შორის არსებული განსხვავებები განსაკუთრებით თვალშისაცემია ექვსი სიტყვის მაგალითზე: bough, cough, thorough, thought, through და rough. მართლწერაში შემორჩენილი gh მომდინარეობს იმ დროიდან, როდესაც ეს ფონემა ჯერ კიდევ წარმოითქმოდა. ძველად gh-ს წამოთქვამდნენ ქართული ანბანის ასო-ბგერა ხარის მსგავსად. ცხადია, გერმანული და ინგლისური ენების მცოდნე იოლად გაავლებს პარალელს ინგლისურ daughter-სა და გერმანულ Tochter-ს შორის.
დანარჩენი შეუსაბამობები შეინიშნება ბგერა შ-ს დაწერის 14 ვარიანტში. მაგალითად, anxious, fission, fuchsia და ocean.
ფონემების როლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფონემა მნიშვნელობის განმასხვავებელი უმცირესი მჟღერი ერთეულია. თეორიის მიხედვით, ფონემათა წერილობითი ფიქსაციით მაქსიმალურად უნდა დაფიქსირდეს ენის ჟღერადობრივი თვისებები. სიტყვა enough-ს აქვს ოთხი ფონემა და ექვსი ასო-ნიშნით იწერება. მსგავსი სურათია სიტყვა breath-ის შემთხვევაშიც: გვაქვს ოთხი ფონემა და ექვსი ასო-ნიშანი (იხ. ფონოლოგია).
ინგლისური ენის მნიშვნელოვანი ხმოვანი ფონემები ნაჩვენებია მუქი შრიფტით: bit, beat, bet, bate, bat, but, botany, bought, boat, boot, book და burr. ამ ფონემებს ერთმანეთისაგან განასხვავებენ საარტიკულაციო ადგილის მიხედვით. ოთხი ინგლისური ხმოვანი ბგერა (დიფტონგები) წარმოიქმნება ერთი საარტიკულაციო ადგილიდან მეორე, უფრო მაღალ ადგილზე გადასვლის შედეგად.
ინგლისური ენის ისტორიული განვითარების პერიოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისური ენა XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა ლონდონური დიალექტის საფუძველზე. დღემდე მან განვითარების სამი საფეხური გაიარა. ეს ეტაპებია:
- 1. ძველინგლისური ხანა (ინგლ. Old English) – ადრეულ ანგლო-საქსურად (ინგლ. Anglo-Saxon) წოდებული პერიოდი, რომელიც მოიცავს დროის მონაკვეთს 449-დან 1066-მდე და, შესაძლოა, ნაწილობრივ – 1100-მდეც კი;
- 2. საშუალო ინგლისური ხანა (ინგლ. Middle English) – მოიცავს 1066-1100 წლებიდან 1450 წლამდე პერიოდს და, ნაწილობრივ, 1500 წლამდეც;
- 3. თანამედროვე ინგლისური ხანა (ინგლ. Modern English) – მოიცავს პერიოდს 1450 წლიდან ან, შესაძლებელია, 1500 წლიდან დღემდე.
თანამედროვე ინგლისურის პერიოდი იყოფა ორ ქვეპერიოდად:
- 1. ადრეული ახალი ინგლისური ხანა (ინგლ. Early Modern English) – დაახლ. 1500-დან 1660 წლამდე;
- 2. ახალი ინგლისური ხანა (ინგლ. New Modern English) – დაახლ. 1660-დან დღემდე.
ინგლისურ ენაზე წერილობითი ძეგლები VII საუკუნიდან მოიპოვება.
ფლექსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე ინგლისურ ენაში ფლექსია ნაკლებადაა განვითარებული.
- არსებითი სახელი: არსებით სახელებს დაბოლოებები მხოლოდ მხოლობითი რიცხვის ნათესაობით ბრუნვაში დ მრავლობით რიცხვში აქვთ.
- ზმნა: ზმნები ორ ჯგუფად იყოფა. შედარებით ძველ ზმნებს ძლიერი უღლება ახასიათებს. ძლიერ ზმნებს ეცვლება ფუძისეული ხმოვანი (მაგ., sing, sang, sung). შედარებით ახალს ზმნებს სუსტი უღლება ახასიათებს. სუსტი ზმნები ნამყოში (წარსულ დროში) დაირთავს დენტალურ სუფიქსებს (მაგ., play, played). ძლიერი ზმნების რიცხვი 150-ს აღემატება, მაგრამ დღეს მხოლოდ 66 ძლიერი ზმნა გამოიყენება რეგულარულად. საერთოდ, ინგლისურ ზმნას, სხვა გერმანიკულ ენებთან შედარებით, უბრალო სტრუქტურა აქვს.
- ზედსართავი სახელი: შედარებითი ხარისხების წარმოებისას ერთმარცვლიანი და ზოგიერთი ორმარცვლიანი ზედსართავი სახელი ფლექსიას განიცდის (მაგ., larger ან happiest). დანარჩენი ზედსართავები more-სა და most-ს დაირთავს წინ.
- ნაცვალსახელი: ინგლისური ნაცვალსახელი განსაკუთრებით ძლიერად განიცდის ფლექსიას. ობიექტური ბრუნვისთვის მას აქვს ფორმები – me და her, სახელობითი ბრუნვისთვის – I, he, we, ხოლო კუთვინლებითი ფორმებისთვის – my, his, hers, our.
მეტყველების ნაწილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრამატიკის სახელმძღვანელოთა მრავალი ავტორი ინგლისური ენის სიტყვათა მარაგს 8 ნაწილად ჰყოფდა, ძველბერძნულ-ლათინური ტრადიციის შესაბამისად. ამის მიუხედავად, თანამედროვე გრამატიკოსებმა სცადეს ინგლისური ენის სხვაგვარად კლასიფიცირება. ამერიკელმა ლინგვისტმა ჩარლზ კარპენტერ ფრისმა (Charles Carpenter Fries) 1952 წელს თავის წიგნში „ინგლისური ენის სტრუქტურა“ (The Structure of English) სიტყვების უმეტესობა ოთხ დიდ კლასად დაყო.
ინგლისურ წინადადებაში სიტყვათა თანმიმდევრობა ფიქსირებულია. ორთოგრაფიაში მნიშვნელოვანწილად შენარჩუნებულია ტრადიციული ფორმები.
ინგლისური ენის მორფოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზმნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზმნის კლასები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა) ინგლისურ ენას აქვს ზმნის ორი კლასი:
- დამხმარე ზმნები (ასევე ცალკეულ პარადიგმებში): to be, to have, to do; can, could, may, might, must, ought, shall, should, will. აღსანიშნავია, რომ to be და to have ზმნებს არა მარტო დამხმარე ზმნის ფუნქცია აქვს, არამედ დამოუკიდებელ ზმნებადაც გამოიყენება.
- დამოუკიდებელი ზმნები: to work, to sign, to pray. დამხმარე ზმნების გარდა, ინგლისური ენის ყველა ზმნას მხოლოდ დამოუკიდებელი ფუნქცია აქვს.
ბ) ზმნებს be, have, need და dare სრული ზმნებივით აქვს ინფინიტური (განუსაზღვრელი) და პარტიციპული (მიმღეობითი) ფორმები; მაგრამ can, could, may, might, must, ought, shall, should, will და would ზმნებს არ გააჩნიათ აღნიშნული განუსაზღვრელი და მიმღეობითი ფორმები და მათ შეუძლიათ აწარმოონ ზმნის ფორმათა მხოლოდ გარკვეული, მეტად შეზღუდული რაოდენობა. სწორედ ინფინიტივის არქონის გამო, დასახელებისას ამგვარ ზმნებს წინ to-ს არ ურთავენ.
დამოუკიდებელი ზმნები (ordinary verbs)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფორმის სახელწოდება | თხრობითი ფორმა | უარყოფითი ფორმა | |
---|---|---|---|
ინფინიტივ-პრეზენსი (განუს. ფორმა, ახლ. დრო) |
to work | not to work | |
ინფინიტივ-პრეზენსის განგრძობითი ფორმა |
to be working | not to be working | |
ინფინიტივ-პერფექტი | to have worked | not to have worked | |
ინფინიტივ-პერფექტის განგრძობითი ფორმა |
to have been working | not to have been working | |
პარტიციპ-პრეზენსი და გერუნდივი |
working | not working | |
პარტიციპ-პერფექტი და გერუნდივი |
having worked | not having worked | |
პარტიციპ-პერფექტი (წარსული დროის მაწარმოებელი) |
worked | not worked |
დამოუკიდებელი და წესიერი ზმნები ნამყოსა და ნამყო მიმღეობით (პარტიციპ-პერფექტი) ფორმებს იწარმოებენ ინფინიტივზე -d-ს ან -ed-ის დართვით. ზმნის განუსაზღვრელი ფორმის ბოლო თანხმოვანი ზოგჯერ ორმაგდება (მაგ., ban, banned).
აწმყო მიმღეობისა (პარტიციპ-პრეზენსი) და გერუნდივის ფორმები ერთი საერთო წესის მიხედვით იწარმოება. კერძოდ, ზმნის ინფინიტივი დაირთავს -ing დაბოლოებას. თანხმოვანთა გაორმაგების წესი ამ შემთხვევაშიც მოქმედებს.
ზმნის დროთა ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა) ინგლისურ ზმნას, სხვა ენების მსგავსად, სამი დრო აქვს – აწმყო (ახლანდელი), ნამყო (წარსული) და მყოფადი (მომავალი); მაგრამ ინგლისურში ეს სამი დრო დამატებით ფორმებად იყოფა, რომელთაც დროის ფორმებს უწოდებენ.
დრო | დროის ფორმა | ნიმუში | |
---|---|---|---|
აწმყო present |
განუსაზღვრელი simple განგრძობითი continuous სრული perfect სრული განგრძობითი perfect continuous |
he works he is working he has worked he has been working |
|
ნამყო past |
განუსაზღვრელი simple განგრძობითი continuous სრული perfect სრული განგრძობითი perfect continuous |
he worked he was working he had worked he had been working |
|
მყოფადი future |
განუსაზღვრელი simple განგრძობითი continuous სრული perfect სრული განგრძობითი perfect continuous |
he will work he will be working he will have worked he will have been working |
|
აწმყო present |
პირობითი conditional პირობითი განგრძობითი conditional continuous |
he would work he would be working |
|
ნამყო perfect |
პირობითი conditional პირობითი განგრძობითი conditional continuous |
he would have worked he would have been working |
'ბ) თხრობითი წინადადებების მოკლე ფორმები
დამხმარე ზმნებს be, have, will, would მოკლე ფორმებიც აქვთ:
am = 'm,
have = 've,
will = 'll,
is = 's,
has = 's,
would = 'd,
are = 're,
had = d.
ზმნა has ფორმის შესამოკლებლად s გამოიყენება, ხოლო had და would ფორმებისთვის – d:
- he's going = he is going.
- he's gone = he has gone.
- He'd paid = He had paid.
- He'd like a drink = He would like a drink.
მოკლე ფორმები გამოიყენება ნაცვალსახელების, here, there, ზოგიერთი კითხვითი სიტყვის პატარა არსებითი სახელების შემდეგ:
- Here's your pen.
- I've already got it.
თხრობითი წინადადების ბოლოში მოკლე ფორმა არ გამოიყენება:
- You aren't in a hurry, but I am.
ამ წინადადების ბოლოს შემოკლებული ფორმის – I'm გამოყენება სრულიად მიუღებელი იქნებოდა.
ზმნათა shall ან should, was და were ფორმებს არ გააჩნიათ შემოკლებები, მაგრამ სასაუბრო ენაში მათთვისაც არსებობს შემოკლებული ფორმები, რომლებიც ასე ისმის ზეპირ მეტყველებაში: [ʃl], [ʃəd], [wəs], [wə(r)].
გ) აქცენტირება, მახვილის დასმა
თავისი ფუნქციის შესრულებისას დამხმარე ზმნებს მახვილი არ დაესმის, ხოლო მთავარ (მნიშვნელობის მქონე) ზმნას მახვილს აქვს.
ზმნის დროთა უარყოფითი ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა) ახლანდელი დროის აწმყო განუსაზღვრელის (present simple) ფორმა: მხოლობითი რიცხვის მესამე პირში does not ან doesn't + ინფინიტივი: სხვა პირებში do not ან don't + ინფინიტივი.
- ნამყო განუსაზღვრელი (past simple) ფორმა: უარყოფის გამოსახატავად ყველა პირში გვაქვს did not/didn't + ინფინიტივი.
სასაუბრო ენაში ხშირია შემოკლებული ფორმების გამოყენება:
- He doesn't (does not) answer letters.
- They don't (do not) live here.
- I didn't (did not) phone her.
- She didn't (did not) wait for me.
უარყოფითი წინადადების მისაღებად, დამხმარე ზმნის შემდეგ not ემატება. სასაუბრო მეტყველებაში ხშირია შემოკლებები:
- He has not (hasn't) finished.
- He would not (wouldn't) come.
ბ) მოკლე ფორმები უარყოფით წინადადებებში.
დამხმარე ზმნები be, have, will, would, shall, should, do შემოკლდებიან შემდეგნაირად:
- am not = 'm not.
- is not = isn't ან 's not.
- are not = aren't ან 're not.
- am not, are not, is not = ain't (სასაუბრო ინგლისურის ფორმაა და მისი გამოყენება მხოლოდ არაფორმალურ სიტუაციაშია მიღებული!)
- I'm not going and Tom isn't going (ან Tom's not going).
- We aren't going (We're not going).
have not და has not ფორმების შემოკლებული ვარიანტებია haven't და hasn't, ხოლო სრული დროის (Perfect) მოკლე ფორმებია: 've not და 's not:
- We haven't seen him, ან We've not seen him.
- He hasn't, ან He's not come yet.
შემოკლებული will not ორიდან ერთ-ერთ ფორმას იღებს: won't ან 'll not.
გ) ინგლისურ ენაში უარყოფითი წინადადება შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ერთ უარყოფას. ინგლისურ წინადადებაში ორმაგი უარყოფა წინადადების აზრს ატრიალებს საპირისპირო მნიშვნელობით და დადებითი შინაარსის გამოდის: Nobody did nothing (სიტყვასიტყვით თარგმანში „არავინ აკეთებდა არაფერს“), ინგლისელი გულისხმობს, რომ „ყველა რაღაცას აკეთებდა“ ანუ „უსაქმოდ არავინ იყო“.
ასეთივე მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვები: never, no (ზედსართავი სახელი), none, nobody, no one, nothing, hardly, hardly ever და მისთ.:
- He didn't eat anything. = He ate nothing.
- He doesn't ever complain. = He never complains.
- He hasn't seen anyone. = He has seen no one.
- They didn't speak much. = They hardly spoke at all (ანდა – They hardly ever spoke).
კითხვითი ფორმები – შეკითხვა და თხოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა) აწმყო განსუზღვრელი დროის კითხვითი ფორმა: does he (she, it) + ინფინიტივი; do I (you, we, they) + ინფინიტივი.
ნამყო განსუზღვრელი დროის კითხვითი ფორმა: did + ქვემდებარე (არსებითი სახელი) + ინფინიტივი.
- do I (you, we, they) + ინფინიტივი.
მაგ.:
- Does Peter enjoy parties?
- Did he enjoy Ann's party?
ყველა სხვა დანარჩენ დროში კითხვითი ფორმები იწარმოება დამხმარე ზმნის შემდეგ ქვემდებარის (არსებითი სახელის) მოთავსებით:
- Have you finished?
- Are you coming?
ბ) დამხმარე ზმნების შემოკლებული ფორმები კითხვით წინადადებებში
კითხვითი სიტყვების შემდეგ: how, what, who, where და why, შეიძლება გამოვიყენოთ am, is, are, have, had, will და would-ის მოკლე ფორმები:
- How will he get there? = How'll he get there?
- What has happened? = What's happened?
- is და will შეიძლება when-ის შემდეგ შემოკლდეს:
- When is he coming? = When's he coming?
სიტყვა where-ის შემდეგ დამხმარე ზმნა will შეიძლება ასე შემოკლდეს:
- Where will you go? = Where'll you go?
თუ ზმნა პირველ ადგილზეა წინადადებაში, მაშინ დაწერისას არ გამოვიყენებთ მოკლე ფორმას. გამონაკლისია მხოლოდ უარყოფით-კითხვითი ფორმები. მეტყველებაში შემოკლებები უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ნაწერში.
Shall, should, do და did ფორმებს შემოკლებები არ გააჩნია. თუმცა აქაც არის მცირე გამონაკლისი do-ს სახით: do you ზოგჯერ d'you ფორმით გვხვდება. ზეპირ მეტყველებაში shall, shoud და do you ფორმები შეიძლება ასე შეამოკლონ ხოლმე: [ʃl, ʃəd, dju:].
გ) კითხვითი ფორმები გამოიყენება შეკითხვის დასასმელად. გამონაკლისი შემთხვევებია:
- 1
- თუ შეკითხვა ქვემდებარულია ანუ კითხვითი წინადადებით ქვემდებარის დაზუსტებას მოითხოვენ:
- Who told you?
- What happened?
- 2
- ირიბ წინადადებაში:
He asked: "Where does she live?" = He asked where she lived. - 3
- თუ შეკითხვის წინ დგას გამონათქვამები: Do you know, Can you tell me, I want to know, I'd like to know, I wonder, I was wondering, Have you any idea, Do you think:
- When does it start?
- მაგრამ: Have you any idea what time it starts?
- Where does Peter live?
- მაგრამ: I wonder where Peter lives?
- Will I have to pay duty on this?
- მაგრამ: Do you think I'll have to pay duty?
- Do you know if I have to pay duty?
დ) თხოვნა ასევე გამოიხატება კითხვითი ფორმით:
- Can you help me? Could you help me?
- Will you pay at the desk? Would you pay at the desk?
- Would you like to come this way?
- Would you mind moving your car?
ზმნის კითხვითი ფორმა თხოვნის მტკიცებით ფორმად გარდაიქმნება იმ შემთხვევაშიც, თუ ეს თხოვნა I wonder, I was wondering ანდა Do you think ფრაზით იწყება:
- Could you give me a hand with this?
მაგრამ: I wonder if you could give me a hand. I was wondering if you could give me a hand. I wondered if you could give me a hand.
ანდა: Do you think you could give me a hand?
ირიბად თქმისას ეს პრობლემა არ არსებობს, რადგან ირიბი თხოვნა შეიძლება გამოვხატოთ ზმნაზე ask ობიექტისა და ინფინიტივის დართვით:
ask + ობიექტი + ზმნის განუსაზღვრელი ფორმა.
- He asked me to give him a hand.
ე) კითხვითი ფორმა გამოიყენება question tags-ში ნეგირებული ზნის შემდეგ:
- You didn't see him, did you? (დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ თავში Question tags)
ვ) თუ წინადადების თავშია ისეთი სიტყვები ან გამოთქმები, როგორიცაა: never, rarely, seldom, only when, only by, not only, not till, განსაკუთრებული აზრობრივი აქცენტის დასასმელად, მაშინ მომდევნო სრული ზმნა ინვერტირებულ (კითხვით) ფორმაში გამოიყენება:
- Only when we landed did we see how badly the plane had been damaged.
უარყოფით-კითხვითი ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა) ეს ფორმა იწარმოება not-ის დასმით კითხვითი ფორმის შემდეგ:
- Did you not see her?
- Is he not coming?
ამ ფორმას, თითქმის, ყოველთვის შემოკლებული სახით გამოიყენებენ:
- Didn't you see her?
- Isn't he coming?
not დგას ამჯერად სუბიექტის წინ.
ფორმას am I not? გააჩნია არაწესიერი (უწესო) შემოკლებული ფორმა aren't I?
ბ) უარყოფით-კითხვითი ფორმების გამოყენება შეიძლება, თუ მოსაუბრე დადებით პასუხს ელის:
- Haven't you finished yet?
- Don't you like my new dress?
- Child: Can't I stay up till the end of the programme?
- "I could wait ten minutes." "Couldn't you wait any longer?"
გ) უარყოფით-კითხვითი ფორმები გამოიყენება აგრეთვე (question tags-ში) დადებითი წინადადების შემდეგ:
- You paid him, didn't you?
- She would like to come, wouldn't she?
დამხმარე ზმნები (auxiliary verbs)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისური ენა განასხვავებს დამხმარე ზმნებს. ესენია:
- 1. ძირითადი ანუ მთავარი დამხმარე ზმნები;
- 2. მოდალური დამხმარე ზმნები;
- 3. ნახევრადმოდალური დამხმარე ზმნები.
ცნება „დამხმარე ზმნა“ დამკვიდრდა იმის გამო, რომ ამ ზმნების მეშვეობით წინადადებაში შესაძლებელია რთული შედგენილი დროების წარმოება. დამხმარე ზმნა ერთვის ძირითადი საუღლებელი ზმნის პირველ, მეორე ანდა მესამე ფორმებს (infinitive, present participle და present perfect):
- I am coming.
- He has finished.
- I didn't see them.
როდესაც დამხმარე ზმნა დაერთვის ძირითადი საუღლებელი ზმნის საწყის ფორმას, იგი გამოხატავს ნებართვას, შესაძლებლობას, ვალდებულებასა და ა.შ.
ძირითადი დამხმარე ზმნებია:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- to be
- to have
- to do
მოდალური დამხმარე ზმნებია:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- can, could
- may, might
- must, have to
- ought to
- shall, should
- will, would
მოდალური დამხმარე ზმნების ცალკე დასახელებისას მათ to-ს არ დაურთავენ.
ნახევრადმოდალური დამხმარე ზმნებია:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- to need
- to dare
- used
ენათმეცნიერული კონვენციის თანახმად, ცალკე დასახელებისას ნახევრადმოდალური used არ დაირთავს to-ს. ეს წესი არ შეეხება ამ ზმნის ინფინიტიურ ფორმას.
დამხმარე ზმნები: ფორმები და ნიმუშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა) to be, to have და to do დამოუკიდებელ ზმნებადაც არსებობენ წინადადებაში. თუმცა ძალიან ხშირად მათ დამხმარე ზმნის ფუნქცია აკისრიათ.
მთავარი დამხმარე ზმნები |
ინფინიტივი | პრეზენსი | პრეტერიტუმი | პარტიციპ-პრეზენსი (წარსულის მეშველი სიტყვა) |
|
---|---|---|---|---|---|
ყოფნა | to be | am, is, are | was, were | been | |
ქონა, ყოლა | to have | have, has | had | had | |
ქმნა, კეთება, ჩადენა | to do | do, does | did | done |
მოცემულ ზმნათა მნიშვნელობების თარგმნა შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, როცა მათ დამოუკიდებელი ფუნქცია აკისრიათ. თუკი ისინი მხოლოდ მორფოლოგიურ ფუნქციას ასრულებენ, მაშინ მთავარი საუღლებელი ზმნის მნიშვნელობას განავრცობენ ან აზუსტებენ დროის, პირისა თუ რიცხვის შესაბამისად. სწორედ ამ თვისების გამო უწოდებენ მათ დამხმარე ზმნებს.
- 1
be და do დამხმარე ზმნები უარყოფითსა და კითხვით ფორმებში შემდეგ სქემას ემორჩილებიან:
უარყოფითი ფორმა, ზმნა + not:
- He isn't coming.
- It did not matter.
კითხვითი ფორმა, სუბიექტი + ზმნა:
- Was he waiting?
- Does she see us?
- 2
Have დამხმარე ზმნების ასეთ წყობას მისდევს:
- Has he to go?
- Has he got to go?
ზოგჯერ გამოიყენება do/did ფორმებიც:
- Does he have to go?
- 3
be მოითხოვს სრულ ინფინიტურ ფორმას (to + ინფინიტივი):
- They are to wait for us at the station.
have მოითხოვს აგრეთვე სრულ ინფინიტურ ფორმას, გარდა ორი კონსტრუქციისა (იხ. თავი „have+ობიექტი+პარტიციპ-პერფექტი“, „have+ობიექტი+პარტიციპ-პრეზენსი“).
do ინფინიტივს უკავშირდება to-ს დაურთველად:
- Did he write?
- 4
თუ be, have და do დამხმარე ზმნებადაა გამოიყენებული, საჭიროა ზმნის პირველი (infinitive) ანდა მესამე (participle) ფორმა იმის მიუხედავად, რომ ეს ფორმები პასუხებსა და კომენტარებში იგულისხმება:
- Have you seen it?
- Yes, I have (seen it).
- 5
be, have და do ზმნების გამოყენება შეიძლება სრული (დამოუკიდებელი) ზმნების სახით. ამ შემთხვევაში, მათ საკუთრივი მნიშვნელობა უნარჩუნდება:
- ზმნა have შეიძლება აღნიშნავდეს (possess) მფლობელობას (ქონა, ყოლა).
- ზმნა do შეიძლება აღნიშნავდეს (perform, occupy oneself) რამეს კეთებას, ქმნას, რაიმეთი დაკვებას.
ამ შემთხვევაში be, have, do ზმნები ცალკე უნდა იდგნენ:
- He is lazy.
- He has no job.
- He does nothing.
თვითონ do იუღლება do-სავე მეშვეობით:
- What do you do in the evenings?
ხოლო ზმნა have შეიძლება ორნაირად ვაუღლოთ:
- Have you got time?
- Do you have time?
ბ) Can, could, may, might, must, ought, will, would, shall და should (დამხმარე მოდალური ზმნები)
დამხმარე მოდალური ზმნები მხოლობითი რიცხვის მესამე პირში დაბოლოება s-ს არ დაირთავს:
I must, he must, I can, he can
ისინი უარყოფით და კითხვით ფორმებს შემდეგი ნიმუშის მიხედვით აწარმოებენ:
Will not he...? Will he...?
Ought not he...? Ought he...?
საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოდალურ ზმნებს არ გააჩნია წარსულის ფორმები; მიუხედავად იმისა, რომ could, might, should, would ფორმები არსებობს, მათი გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდულია.
მოდალურ ზმნებს არ გააჩნია ინფინიტური ფორმები, მიმღეობები და ამ მიზეზის გამო, შეუძლებელია მათი განგრძობით ფორმაში (contnuous form) ჩასმა და გამოყენება. Ought-ის გარდა, ყველა მოდალურ ზმნას მხოლოდ ინფინიტივი მოსდევს:
- You should pay.
მაგრამ:
- You ought to pay.
მოდალური ზმნა ყოველთვის მოითხოვს ინფინიტივს, რომელიც ზოგჯერ იგულისხმება.
- Can you understand?
- Yes, I can (understand).
გ) need, dare და used (ნახევრადმოდალური ზმნები)
- 1
თუ used და dare ზმნები დამხმარე ზმნების ფუნქციას ასრულებენ, მაშინ ისინი მხოლოდ ინფინიტივს შეერწყმიან წინადადებაში.
He need not wait.
Need და dare შეიძლება გამოვიყენოთ დამოუკიდებელ ზმნებად:
- He needs help.
- They dared me to jump.
- 2
Used (ზოგჯერ used to) წარსულის საწარმოებლად გამოიყენება. უარყოფითი ანდა კითხვითი ფორმა ასეთია:
- I used not
მიუხედავად იმისა, რომ ზმნა used-ს არა აქვს ინფინიტივი, მაინც გაიგონებთ ასეთი სახით:
Didn't he use to?
Did she use to?
დამხმარე ზმნების გამოყენება მოკლე პასუხებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოკლე კითხვა-პასუხით მიმდინარე საუბარში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დამხმარე ზმნების გამოყენება შესაბამისი ფორმებით. თანამოსაუბრის მიერ ნახსენები ზმნის გამეორების თავიდან ასაცილებლად, როდესაც საჭიროა დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა (დათანხმება, არდათანხმება, შენიშვნის უარყოფა ან განვრცობა და ა.შ.), გამოიყენება დამხმარე ზმნა.
მოკლე პასუხი დამხმარე ზმნის მეშვეობით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კითხვები, რომლებიც პასუხად „დიახ“ ან „არა“-ს მოითხოვენ (შემდეგი სახის შეკითხვებია: Do you smoke? Can you ride a bicycle?), საჭიროებენ სიტყვებზე yes ანდა no + დამხმარე ზმნით პასუხის გაცემას. არსებითი სახელით გამოხატულ სახელს შეცვლის ნაცვალსახელი. ნაცვალსახელით გამოხატული ქვემდებარეები შეიძლება შეიცვალონ ისე, როგორც მაგალითებშია მოცემული:
- "Do you smoke?" "Yes, I do." (და არა "Yes, I smoke")
- "Is that Ann?" "Yes, it is." / "No, it isn't."
- "Did the twins go?" "Yes, they did." / "No, they didn't."
- "Will there be an exam?" "Yes, there will (be)." / "No, there won't (be)."
თუ კითხვით წინადადებაში ერთზე მეტი დამხმარე ზმნაა, პასუხში გამოიყენება პირველი დამხმარე ზმნა:
"Should he have gone?" "Yes, he should (have (done))."
ისეთი დამხმარე ზმნების შემცველი კითხვითი წინადადებები, როგორიცაა must I / he და ა.შ. ან need I / he და ა.შ. ასეთ პასუხს მოითხოვენ:
Yes, you (he, she და ა.შ.) must.
ანდა:
No, you (he, she და ა.შ.) needn't:
"Must I take all these pills?" "Yes, you must."
"Need I take all these pills?" "No, you needn't."
პასუხად მხოლოდ yes-ის ან no-ს თქმა არათავაზიანად ჟღერს და ინგლისელის ყურისთვის ძალიან უხეშ პასუხად აღიქმება.
დადებითი და უარყოფითი პასუხის გაცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა) დადებითი (affirmative) შინაარსის თხრობით წინადადებაზე პასუხის გაცემა შეიძლება ამგვარად: yes / so / of course + დამხმარე ზმნის თანხმობის გამომხატველი ფორმა. წინადადებაში ნახსენები დამხმარე ზმნა პასუხში მეორდება. თუ წინადადება არ შეიცავდა დამხმარე ზმნას, მაშინ პასუხში დამხმარე ზმნის ის ფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც მოითხოვს პირველ წინადადებაში არსებული დამოუკიდებელი ზმნა (do, does ან did):
- "He works too hard." "Yes, he does."
- "There may be a strike." "Yes, there may."
- "Living in London will be expensive." "(Yes,) of course, it will."
- "That's Ann!" "Oh, so is it."
ბ) უარყოფითი შინაარსის წინადადებაზე შედავება, შეკამათება ან საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა ასე შეიძლება: yes, oh yes + დამხმარე ზმნის თანხმობის გამომხატველი ფორმა. ამ დროს დამხმარე ზმნა განსაკუთრებულად ხაზგასმით წარმოითქმის აქცენტირების საშუალებით:
- "I won't have to pay." "Oh yes, you `will!"
- "My alarm didn't ring." "Oh yes, it `did!"
- "There isn't any salt in this." "Yes, there ìs."
- "Bread won't make me fat." "Oh yes, it `will."
გ) უარყოფითი (negative) შინაარსის წინადადებისთვის იწარმოება no + დამხმარე ზმნის უარის გამომხატველი ფორმა, რომელიც დასტურს გამოხატავს (თუ პასუხის გაცემისას დამხმარე ზმნის თანხმობის გამომხატველი ფორმა გამოვიყენებთ, შინაარსობრივად გამოგვივა, რომ არ ვეთანხმებით თანამოსაუბრეს):
- "It wouldn't take long to get there." "No, it wouldn't."
- "I haven't paid you yet." "No, you haven't.“
- "The boys mustn't be late." "No, they mustn't."
- "The door can't have been locked." "No, it can't."
დ) დადებითი (affirmative) შინაარსის თხრობითი წინადადება შეგვიძლია უარვყოთ no/oh no + დამხმარე ზმნის უარის გამომხატველი ფორმის მეშვეობით:
- "Ann'll lend it to you." "Oh no, she won't."
- "Peter gets up too late." "No, he doesn't."
- "There is plenty of time." "No, there isn't."
- "Prices are coming down." "Oh no, they aren't."
კავშირის but გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც თანამოსაუბრე არ ეთანხმება კითხვითი წინადადებით გამოთქმულ აზრს:
- "Why did you travel first class?" "But I didn't."
question tags
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Question tag ეწოდება ყოველთვის წინადადების ბოლოს მოთავსებულ მოკლე კითხვით ფრაზას. თმცა ინგლისურად question tag-ის იმდენი ვარიანტი არსებობს, რამდენიც დამხმარე ზმნაა, ქართულში მათი ზუსტი თარგმანი სიტუაციურად შეიძლება იყოს: „განა არა?“ ან უბრალოდ „არა?“ ზოგჯერ კი „ხომ“. ინგლისურში ამ მოკლე კითხვითი ფრაზის ფუნქციაა მოსაუბრისგან დასტურის მიღება გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით.
კითხვითი ფრაზა იმავე დამხმარე ზმნით იწარმოება, რომელიც გამოყენებულია მთავარ წინადადებაში. თუ მთავარი წინადადება მტკიცებითი (დადებითი) შინაარსისაა, მაშინ კითხვითი ფრაზა უარყოფითი უნდა იყოს. თუ მთავარი წინადადება უარყოფითი შინაარსისაა, მაშინ კითხვითი ფრაზა მტკიცებითი (დადებითი) შინაარსის უნდა იყოს. მაგალითად:
- It's a nice day, isn't it? — მშვენიერი დღეა, განა არა?
- She teaches English, doesn't she? — ის ინგლისურს ასწავლის, არა?
- They enjoyed the party, didn't they? — მათ წვეულება მოეწონათ, არა?
- Tom can sing, can't he? — ტომს სიმღერა შეუძლია, განა არა?
- Ann will come soon, won't she? — ანა მალე მოვა, არა?
- David hasn't got a car, has he? — დავითს ხომ მანქანა არა ჰყავს?
- He isn't a doctor, is he? — ის ხომ ექიმი არაა?
- Sarah can't cook, can she? — სარამ ხომ საჭმლის მომზადება არ იცის?
- They didn't come home, did they? — ისინი შინ არ დაბრუნებულან, არა?
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიცხვითი სახელი: წელი და თარიღი, წონა, ზომის ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიცხვი | რაოდენობითი რიცხვითი სახელი |
რიგობითი რიცხვითი სახელი |
რიცხვი | რაოდენობითი რიცხვითი სახელი |
რიგობითი რიცხვითი სახელი |
რიცხვი | რაოდენობითი რიცხვითი სახელი |
რიგობითი რიცხვითი სახელი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | one | 1st — first | 20 | twenty | 20th — twentieth | 110 | (one) hundred-(and)-ten | (one) hundred-(and)-tenth |
2 | two | 2nd — second | 21 | twenty-one | 21st — twenty-first | 120 | (one) hundred-(and)-twenty | (one) hundred-(and)-twentieth |
3 | three | 3rd — third | 30 | thirty | thirtieth | 130 | (one) hundred-(and)-thirty | (one) hundred-(and)-thirtieth |
4 | four | 4th —fourth | 40 | forty | fortieth | 140 | (one) hundred-(and)-forty | (one) hundred-(and)-fortieth |
5 | five | 5th — fifth | 50 | fifty | fiftieth | 150 | (one) hundred-(and)-fifty | (one) hundred-(and)-fiftieth |
6 | six | 6th — sixth | 60 | sixty | sixtieth | 160 | (one) hundred-(and)-sixty | (one) hundred-(and)-sixtieth |
7 | seven | 7th — seventh | 70 | seventy | seventieth | 170 | (one) hundred-(and)-seventieth | (one) hundred-(and)-seventieth |
8 | eight | 8th — eighth | 80 | eighty | eightieth | 180 | (one) hundred-(and)-eighty | (one) hundred-(and)-eightieth |
9 | nine | 9th — ninth | 90 | ninety | ninetieth | 190 | (one) hundred-(and)-ninety | (one) hundred-(and)-ninetieth |
10 | ten | 10th — tenth | 100 | (one) hundred | hundredth | 200 | two hundred | two hundredth |
11 | eleven | 11th — eleventh | 101 | (one) hundred-(and)-one | (one) hundred-(and)-first | 210 | two hundred-(and)-ten | two hundred-(and)-tenth |
12 | twelve | 12th — twelfth | 102 | (one) hundred-(and)-two | (one) hundred-(and)-second | 220 | two hundred-(and)-twenty | two hundred-(and)-twenty |
13 | thirteen | 13th — thirteenth | 103 | (one) hundred-(and)-three | (one) hundred-(and)-third | 300 | three hundred | three hundredth |
ინგლისური სიტყვები და ფრაზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გამარჯობა — Hello / Hi
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება(...) — Welcome (to...)!
- გმადლობთ — Thank you
- ძალიან დიდი მადლობა — Thank you so much
- არაფრის — You are welcome / No problem
- დიახ — Yes
- არა — No
- გთხოვ(თ) / თუ შეიძლება) — Please
- რა გქვია(თ)? — What's your name?
- მე მქვია... — My name is...
- საიდან ბრძანდებით? სადაური ხარ? — Where are you from?
- როგორ ბრძანდებით? როგორა ხარ? — How are you?
- მოგწონთ აქ? მოგწონს აქ? — How do you like it here?
- ხომ არ გინდათ, რომ...? იქნებ გაინტერესებთ...? — Would you be interested in...?
- რას აკეთებ(თ)? — What are you doing?
- არ ვიცი — I don't know
- ვიცი — I know
- ზუსტად ვიცი — I know so
- მოიცა, დავფიქრდე — Let me see
- რას გულისხმობ(თ)? — What do you mean?
- თქვენ რას ფიქრობთ? როგორ გგონია? — What do you think?
- ნახვამდის / დროებით! — Goodbye / See you / See you soon / See you later
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Crystal, D. [1997]: The Cambridge encyclopedia of the English language. 2-ე გამოცემა. Cambridge.
- McArthur, T., ed. [1992]: The Oxford companion to the English language. Oxford.
- Cambridge History [1992-დან]: The Cambridge History of the English language. 6 ტომად. Cambridge.
- Cobuild, C. [1990]: English grammar. London.
- Huddleston, R. [1984]: Introduction to the grammar of English. Cambridge.
- Jespersen, O. [1909-1949]: A modern English grammar on historical principles. 7 ტომად. London.
- Mitchell, B. [1995]: An invitation to Old English and Anglo-Saxon England. Oxford.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ლექსიკონი
- ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ლექსიკონი გამოთქმებით
- ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ლექსიკონი (iPhone)
- More than 20 000 English words recorded by a native speaker
- Geoffrey Neil Leech (1936-2014): Current Changes in English Grammar in Relation to Society (სამეცნიერო მოხსენება მიმდინარე ცვლილებების შესახებ თანადროულ ინგლისურში)