ენაგეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენაგეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, სოფლის ჩრდილოეთით, 2 კილომეტრში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენაგეთის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. წყობა არეულია. ტაძრის დასავლეთი ნაწილი თითქმის საძირკველის დონეზეა დანგრეული. 0.8 მეტრის სიგანის შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. სარკმლებიდან ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთისაა შემორჩენილი, რომელიც შიგნიდანაც და გარედანაც სწორკუთხაა. გაშლილი ნახევარწრის ფორმის აფსიდა 30 სანტიმეტრის სიგანის მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. საკურთხეველში სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია გაკეთებული. საკურთხეველი სფერული კონქით სრულდება. საკმაოდ განიერი ეკლესიის კამარის ჩამოქცევის ერთ-ერთი მიზეზიც სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო. ტაძრის სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ კიდეში შერჩენილია მარტივად ნათალი ქვის ლავგარდანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 45674