განხილვა:უეფა-ს თასების მფლობელთა თასი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახელი უნდა იყოს ან უეფას ბლაბლაბლა ან UEFA-ს ბლაბლაბლა— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 10:33, 25 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

დარწმუნებული არ ვარ, სწორად გავიგე თუ არა, მაგრამ „უეფა“ აბრევიატურაა და დეფისი უნდა. – BruTe () 11:02, 25 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
სწორად გაიგე. მაგრამ გაეროს გენერალური ასამბლეა , გაეროს უშიშროების საბჭო განვაგრძო?— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 11:17, 25 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ასე ვიცოდი აქამდე მე, ყოველ შემთხვევაში. მგონი მაგათ აქვთ არასწორი სათაურები და არა ამას. იქნებ უფრო კომპეტენტურებმა გაგვარკვიონ... – BruTe () 11:26, 25 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მეც ვიცი, რომ აბრევიატურებზე ბრუნვის ნიშნის დართვისას დეფისი გამოიყენება. მარტივი მაგალითი: ყველამ ვიცით, რომ სწორია აშშ-ის. ვფიქრობ, გაერო-ც ასე უნდა იყოს. Deu aw 16:22, 25 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემი დაკვირვებით ხმოვანზე დამთავრებული აკრონიმები სიტყვებად აღიქმება(აშშ ვერ იქნება ქართული სიტყვა) ამიტომ ყველა იმ წესს ემორჩილება რომელიც ჩვეულებრივ არსებით სახელს აქვს. დეუ, შენ თუ ხმოვანზე დაბოლოებულს მოიტან რომელზეც დეფისი გამოიყენება კაი.— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:53, 25 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გუშინ ჩავატარე პატარა დაკვირვება. აღმოვაჩინე აბრევიატურების ორი ტიპი: 1. სიტყვების პირველი ასოებით შედგენილი (აშშ, გდრ, გფრ...) და 2. სიტყვების პირველი რამდენიმე ასოებით შედგენილი (გაერო = გაერთიანებული ერების რგანიზაცია; ცესკო = ცენტრალური აარჩევნო კომისია). ქეგლის VII ტომში, პირველივე გვერდზე აღმოვაჩინე მშვენიერი საბჭოური სიტყვა: ფაბქარხკომი = ფაბრიკა-ქარხნების კომიტეტი. ნათეაობით ბრუნვაშ დართული აქვს ბრუნვის ნიშანი ყოველგვარი დეფისის გარეშე: ფაბქარხკომისა.
აქედან გამომდინარე, ვაკეთებ ერთ დასკვნას: მეორე ტიპის აბრევიატურები (შეიძლება ამათ სხვა სახელიც აქვთ) აღიქმებიან, როგორც ნორმალური სიტყვები და ჩვეულებრივად დაირთავენ ბრუნვის ნიშნებს და სხვა ბოლოსართებს. პირველი ტიპის აბრევიატურები კი მოითხოვენ დეფისს. ფიფა არის პირველი ტიპის აბრევიატურა და ამიტომ ალბათ დეფისი უნდა (ხმოვანზე დაბოლოება... არა მგონია ეს რამე შუაში იყოს). Deu aw 05:34, 27 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ფიფაც და უეფაც. Deu aw 05:35, 27 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
თუმცა, ერთი რამ მაფიქრებს: ფიფა, უეფა, ფიბა, ასევე ნატო... ეს ყველა შეიძლება კიდევ მესამე ტიპის აბრევიატურებად მივიჩნიოთ. ეს ყველა არის ინგლისური აბრევიატურის ქართული ვარიანტი (პირველი ასოები ინგლისური სიტყვების პირველ ასოებს ემთხვევა და არა ქართულს). სპეციალისტი გვჭირდება. Deu aw 05:39, 27 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]