ვარიაცია (მუსიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარიაცია.

ვარიაცია (ინგლ. variation) — მუსიკალური ფორმა, რომელიც აგებულია ძირითადი მუსიკალური თემის და მისი შემდგომი სახეცვლილებების საშუალებით. ვარიაციის ფორმით შეიძლება შეიქმნას როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები, ასევე დიდი მუსიკალური ფორმის რომელიმე ნაწილი. ასეთია მაგალითად, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 32 ვარიაცია ფორტეფიანოსათვის, გლინკას სიმფონიური ნაწარმოები „კამარინსკაია“, აგებული ორი რუსული სიმღერის ვარიაციებზე და სხვა. კომპოზიტორ იოზეფ ჰაიდნის მთელი რიგი სიმფონიების მეორე ნაწილებიც ვარიაციული ფორმით ვითარდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]