ტრიქინელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიქინელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ნემატოდები
კლასი:  Adenophorea
რიგი:  Trichocephalida
ოჯახი:  Trichinellidae
ლათინური სახელი
Trichinella

ტრიქინელა (ლათ. Trichinella) — მრგვალი ჭიების წარმომადგენელი საშიში პარაზიტული ჭია. ის პარაზიტობს ღორის, დათვის და სხვა ცხოველთა კუნთებში. თუ ადამიანმა დაავადებული ხორცი შეჭამა, მას კუნთებში გაუჩნდება ეს ჭია, რაც იწვევს დაავადებას — ტრიქინელოზს. ამ დაავადების დროს ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი ფაღარათი, პირღებინება, მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ქუთუთოებისა და სახის შეშუპება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკროსკოპი ტრიქინელას აღმოჩენისათვის (1847 წლიდან)
  • Зоология беспозвоночных/под ред. В. Вестхайде и Р. Ригера. М.: Т-во научных изданий КМК, 2008.