ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1992 წლიდან არსებობს ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (დირექტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი - ტარიელ ფუტკარაძე), რომლის მიზანია ქართველური დიალექტების, ქართველური ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული მონაცემების, აგრეთვე, საქართველოში მცხოვრები არაქართველური ეთნიკური ჯგუფების მეტყველების, წეს-ჩვეულებებისა თუ ფოლკლორის შესწავლა; ქართველური მასალის კომპიუტერული ბანკის შექმნა; მოძიებული მასალის გამოცემა თარგმანითა და სამეცნიერო აპარატურით; განმაზოგადებელი ხასიათის სამეცნიერო ნაშრომების შექმნა; უმაღლესი სასწავლებლებისთვის ქართველური ენათმეცნიერების, ფოლკლორისა და ეთნოლიგიის დარგებში მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება.

მასალის მოძიება-ჩაწერა ხდება ველზე: ენათმეცნიერის, ფოლკლორისტისა და ეთნოგრაფის შემადგენლობით შექმნილი მომძიებლთა სამკაციანი ჯგუფები წინასწარ შერჩეულ დასახლებულ პუნქტებში, ინსტიტუტში შემუშავებული სპეციალური პროგრამა-ინსტრუქციისმიხედვით, უწყვეტად მუშაობენ სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში მაინც; ამგვარი "შეკრული წრის" პრინციპითა და კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდით მუშაობა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად აღიწეროს მოცემული დასახლებული პუნქტის მეტყველება, ფოლკლორი, წეს-ჩვეულებანი, წელიწადის სხვადასხვა დროისათვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრებისა და ბუნებრივი მოვლენების ყველა ასპექტი. რამდენადაც მეცნიერებისათვის საინტერესოა სამეტყველო კოდების შერევის (დიალექტთა შერევის, წიგნის ენის გავლენის...) საკითხები და ენობრივი ხედვის სხვადასხვა ასპექტების (ათვლის სისტემების) შეპირისპირება, წლის განმავლობაში ერთი და იმავე მასალის ჩაწერა ხდება სხვადასხვა ასაკის, განათლების, სქესის, პროფესიის, ცხოვრების წესის, მსოფლმხედველობის... მქონე პირისაგან. მეტყველებაში (ზეპირსიტყვიერებაში, წეს-ჩვეეულებაში...) დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ხასიათის დადგენის მიზნით, ერთსა და იმავე სოფელში (რეგიონში) იმავე მასალის ჩაწერა მოხდება ათი-თხუთმეტი წლის შემდეგაც.

პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 1993-2006 წლებში ფუნქციონირებდა მომძიებელთა შემდეგი ჯგუფები: ორპირის, კურსების, მათხოჯის, კუხის, ლენჯერის, ლატალის, ქვალონის, დიდი ჭყონის, ღების, სავანის, ქუთაისის. აწსუ ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერული კვლევა-ძიება ძირითადად ქართველური დიალექტოლოგიის, ფოლკლორისა და ეთნოლოგიის პროფილით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მუშაობა წარმოებს საქართველოს ისტორიისა და ქართველი ერის ეთნოგენეზისის საკითხებზე. ამავე დროს, ინსტიტუტის დირექცია ხელს უწყობს მეცნიერების სხვა სფეროებში ( სოციოლინგვისტიკაში, ფსიქოლინგვისტიკაში, ნეიროლინგვისტიკაში, [[კულტუროლოგია|კულტუროლოგიაში, ანთროპოლოგიაში, არქეოლოგიაში...) მომუშავე თანამშრომლებს. დიალექტოლოგიის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის, ქართული ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და სიძველეთმცოდნეობის დეპარტამენტებტანთან, საქართველოს თუ უცხოეთის სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრებთან.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტში მომზადებულია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.

ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის ფონდში არსებულ მასალებზე დაყრდნობით თანამშრომლებმა (ეკა დადიანი,დავით შავიანიძე,ლუიზა ხაჭაპურიძე,ლელა ავალიანი,რამაზ ხაჭაპურიძე,გიგა ქამუშაძე,სოფიო ტყეშელაშვილი,მაია მიქაუტაძე)დაიცვეს საკანდიდატო დისერტაციები: "კავშირებითის ნაკვთები მეგრულში (სხვა ქართველურ ქვესისტემებთან მიმართებით)","ოკრიბული გვარსახელები", “მართლმადიდებელი მრევლის მეტყველება", “არაბული წარმოშობის პროფესიის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულ სალიტერატურო ენასა და ქართველურ დიალექტებში","მაგიურ-რელიგიური მკურნალობის ისტორიიდან(იმერეთის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)",“თურქული ენის გავლენისათვის განაპირა ქართველურ დიალექტთა პერცეფციულ ბაზისზე", “სპარსული ენის გავლენა ფერეიდნულის ფონემატურ სტრუქტურაზე".

განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მომძიებელთა ჯგუფების ბაზაზე ბოლო ხუთი წლის მანძილზე შეიქმნა შემდეგი განყოფილებები: მეგრულ-ლაზური დიალექტური ტექსტების განყოფილება, სვანური დიალექტური ტექსტების განყოფილება, იმერული დიალექტური ტექსტების განყოფილება, რაჭული დიალექტური ტექსტების განყოფილება, ქალაქური სოციალური დიალექტური ტექსტების განყოფილება, დიალექტური ტექსტების საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილება და ქართველური დიალექტებისა და კულტურის შესახებ უცხოენოვანი პუბლიკაციების შემსწავლელი განყოფილება.

ინსტიტუტში ფუნქციონირებს:

  • სტამბოლის ქართული სავანის შემსწავლელი ცენტრი _ პავლე და სიმონ ზაზაძეების სახელობის კაბინეტი;
  • ამბროსი ხელაიას სახელობის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი _ ამბროსი ხელაიას სახელობის კაბინეტი;
  • სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 2000-მდე წიგნს (ძირითადად ლექსიკონები, ენათმეცნიერული, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული, ისტორიული ხასიათის სპეციალური ლიტერატურა);
  • საზაფხულო ქართველოლოგიური სკოლა.

კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლიდან დღემდე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის მომძიებელთა ჯგუფების მიერ ჩაწერილია 300 აუდიო კასეტა, რომელიც მოიცავს დაახლოებით 8000 ელექტრონულ გვერდს. მასალა შემოწმებულია ფონეტიკურად და დაყოფილია თემატურ ფაილებად. იგი მდიდარია ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ტექსტებითა და დარგობრივი ლექსიკით: სოფლის, ქალაქის ისტორია, მცხოვრებთა გვარები და გვარზემეტები, ონომასტიკური ერთეულები (ტოპონიმები, ანთროპონიმები...), სხეულის ნაწილები, ნათესაური ურთიერთობები, სხვადასხვა პროფესიული მასალა, ხალხური მედიცინა, ჩაცმა-დახურვა, კულინარია, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები, დღესასწაულები, მკითხაობა-მაგია, ღვთისმსახურება,რელიგიური დღესასწაულები, გადმოცემები, ბიბლიური ამბები, საყოფაცხოვრებო ამბები, შელოცვები, წყევლა-დალოცვა, ანეკდოტები, ფინველები და ცხოველები, მათი სახელები, მოვლა-მკურნალობა, მცენარეები,მეურნეობა,თამაშობები,სიმღერები,ძველი და ახალი ამბები,რეგიონისათვის დამახასიათებელი ტიპური დიალოგები...

ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტიში შეიქმნა ქართველური დიალექტებიდან სალიტერატურო ენაში დასამკვიდრებლად რეკომენდებულ სიტყვა-გამქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტიოთქმათა კომისია. ჯგუფი გამოწვლილვით შეისწავლის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოპოვებულ დიალექტურ მასალას, ასევე, დიალექტურ ლექსიკონებს და მათი განმარტებით ლექსიკონებთან შეჯერების შემდეგ შეადგენს სპეციალურ სიტყვას, იმ ლექსიკურ ერთეულთა ჩამონათავლს, რომელთა დამკვიდრება სასურველია, სალიტერატურო ენაში. დიალექტური ტექსტების სარედაქციო განყოფილება მუშაობს ქართული ჯგუფების მიერ მოძიებული მასალების რედაქტირებაზე. უცხოენოვანი პუბლიკაციების განყოფილება ინტერნეტში იძიებს, თარგმნის და ადეკვატურად პასუხობს უცხოენოვან პუბლიკაციებს საქართველოს შესახებ. სწავლობს იანეთში მცხოვრები რეპატრირებული მოსახლეობის თურქულ მეტყველებას.

დიალექტოლოგიის ინსტიტუტში მუშავდება კონკრეტული სამეცნიერო თემატიკა: ქართველური ხმოვანთა სისტემა, ქართველური დიალექტოლოგიის პრობლემები, მეურნეობის სხვადასხვა დარგი და მასთან დაკავშირებული ლექსიკა, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფთა (ებრაელთა, ასირიელთა) ყოფაცხოვრება, ქართველური ფოლკლორისა და ეთნოსის ისტორიის საკითხები და სხვა.

აწსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის მიერ წარდგენილი საგრანტო პროექტები: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - "დასავლეთ საქართველოში არსებული თანამედროვე ქართველური ენა-კილოების (მეგრული, ლაზური, სვანური, იმერული, რაჭული, ქალაქური...), ზეპირსიტყვიერებისა და ეთნოგრაფიის მონაცემთა ელექტრონული ბანკის შექმნა (ტექსტები, ლექსიკონები, პრობლემური კვლევის შედეგები...)"(დაფინანსებულ იქნა); “თანამედროვე ქართული ენა-კილოების (მეგრული, ლაზური, სვანური, იმერული, რაჭული, ქალაქური...), ზეპირსიტყვიერებისა და ეთნოგრაფიის მონაცემთა (ტექსტები, ლექსიკონები, პრობლემური კვლკევის შედეგები...) ელექტრონული ბანკის შექმნა” (დაფინანსებულ იქნა). საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი - “ქართველური დიალექტოლოგიური, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მემკვიდრეობის ელექტრონული კორპუსი -I”; “სტამბოლის ქართული სავანე”; "ბიბლიური ფრაზოელოგიზმები საქართველოსა (იმერეთი) და სირიაში (მალულა, ჯუბადდინი, ბახა) მცხოვრებ მართლმადიდებელთა მეტყველებაში"; "იმერეთის, ტრადიციული გვარების მიერ შემონახული ხალხური მკურნალობის საშუალებები და მათთან დაკავშირებული ლექსიკა (იმერული, რაჭული და ლეჩხუმური მასალების მიხედვით)"; "ქართველური დიალექტური ლიქსიკა სამწიგნობრო ენისათვის"; "ფერეიდან ქართველთა ზეპირი მეტყველების ელექტრონული ბაზა"; "XX საუკუნის 20-30-იან წლებში ქართული ენის შესახებ გამოქვეყნებულ ენათმეცნიერულ ნაშრომთა (ბიბლიოგრაფიულ იშვიათობათა) სისტემატიზაცია და გამოცემა"

ბაზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აწსუ ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში საშტატო კონტრაქტითა და ხელშეკრულებით სულ მუშაობს 19 თანამშრომელი: აწსუ ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის საველე ბაზები გამოიყენება საზღვარგარეთ მომუშავე მეცნიერთათვის; კერძოდ, მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ქართველური დიალექტები და მუშაობს ქართველოლოგიის პრობლემებზე (დიალექტოლოგიაში, ფოლკლორში, ეთნოგრაფიაში...).

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თანამშრომლობს ფრანკფურტის, იენის, ლუნდის, მონრეალის და სხვ.. სამეცნიერო ცენტრთან.

1994 წლიდან აწსუ ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი პერიოდულად ატარებს საერთაშორისო სიმპოზიუმს "ქუთაისური საუბრები" თემაზე: "ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები"; მასში მონაწილეობას იღებენ ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები.

აწსუ ქართველოლოგიის ინსტიტუტს 1995 წლიდან აქვს თავისი სამეცნიერო ორგანო "ქართველური მემკვიდრეობა"; დღეისათვის გამოცემულია 12 ტომი.

ჟურნალი ”ქართველური მემკვიდრეობა” რეიტინგული ქართველოლოგიური პერიოდული გამოცემაა. იგი შესულია ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა აკადემიური სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ფილოლოგიისა და ისტორია-ეთნოლოგიის დარგების სადისერტაციო საბჭოების (ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, ფოლკლორი, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია) მიერ შედგენილ რეიტინგულ ჟურნალთა ჩამონათვალში. 1998 წლიდან ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მომძიებელთა ჯგუფების ბაზებზე პროფ. ტ.ფუტკარაძის საერთო ხელმძღვანელობით დიალექტოლოგიაში, ფოლკლორსა და ეთნოლოგიაში საველე პრაქტიკას გადიან ქუთაისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის და ისტორიის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

2007 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ყოველწლიურად ეწყობა სტუდენტთა სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]