იაპონური თუიოფსისი[1] (ლათ.Thujopsis dolabrata) — მცენარეკვიპაროზისებრთაოჯახისა. მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მისი სამშობლოა ცენტრალური იაპონია, სადაც იგი გავრცელებულია მთისტყეებში ტენიან ნიადაგებზე, ზღვის დონიდან 400-დან 1000 მ-მდე.[2] სიმაღლეში აღწევს 35 მეტრს.[3] იზრდება ნელა, იტანს დაჩრდილვას, ტენის მოყვარულია, ვერ იტანს ჰაერისა და ნიადაგის სიმშრალეს. კარგად ხარობს ტენიან, თიხიან ნიადაგებზე. ყინვაგამძლეობით ხასიათდება. მრავლდება თესლით, კალმითა და მყნობით. იძლევა ძვირფას მერქანს.[2]