საჭადრაკო ოლიმპიადა 1968

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

17 ოქტომბერი - 7 ნოემბერი 1968 ლუგანო, შვეიცარია

ლუგანოში გუნდების რაოდენობა კიდევ გაიზარდა. ამჟამად უკვე 53 გუნდი იბრძოდა ჰამელტონ-რასელის თასისათვის.

ბოლო ხანებში რობერტ ფიშერის, ბენტ ლარსენის, ლაიოშ პორტიშის, ვლასტიმილ ჰორტის, სვეტოზარ გლიგორიჩის და სხვათა მიღწევებმა ზოგიერთ საჭადრაკო მიმომხილველს აფიქრებინა რომ, ლუგანოში საბჭოთა ნაკრების ჰეგემონიას ოლიმპიადებზე შეიძლებოდა ბოლო მოღებოდა. განსაკუთრებით დიდი იმედები ჰქონდათ ამერიკელებს. მათ თითქმის დაითნხმეს ფიშერი და რეშევსკი ერთად ეთამაშათ გუნდში. ფიშერი ლუგანოში ჩამოვიდა კიდეც და სატურნირო დარბაზის (ისე ეს დარბაზი იმდენად პატარა იყო, რომ ზოგიერთი გუნდის წარმომადგენელმა წინადადებაც კი წამოაყენა ორ ცვლაში ეთამაშათ) დათვალიერების შემდეგ მთელი რიგი პრეტენზიები წაუყენა ორგკომიტეტს. პასუხს არ დალოდებია ფიშერი ლუგანოდან გაემგზავრა და მერე აღარც გამოჩენილა.

მთავარი ფავორიტები ისევ საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ. სხვადასხვა გუნდებში გამოჩნდნენ ახალგაზდრა მოჭადრაკეები, რომლებიც მომავალში თავისი სიტყვა თქვეს მსოფლიოს ჭადრაკში. ასე მაგალითად, გერმანელთა გუნდში სათადარიგოდ თამაშობდა ახალგაზრდა რობერტ ჰიუბნერი. ასევე დებიუტი ჰონდათ იან სმეიკალს ჩეხოსლოვაკიის და ენრიკო მეკინგს ბრაზილიის გუნდებში. როგორც ყოველთვის კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავდათ უნგრელებს და იუგოსლავიელებს. ოლიმპიადამ მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ტურნირზე ევროპაში საქორწინო მოგზაურობაში მყოფმა არისტოტელე ონასისმა და ჟაკლინ კენედიმაც კი შემოიარეს.

პირველ ეტაპზე სენსაციური არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პირველ ჯგუფში ფილიპინელებმა აჯობეს ინგლისელთა გამოცდილ გუნდს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აზიური გუნდი მთავარ ფინალში მოხვდა. ფინალური ტურნირი ერთი ქვეჯგუფიდან გამოსულმა გუნდებმა იმ ქულებით დაიწყეს, რომელიც მათ პირველ ეტაპზე ერთმანეთთან მატჩში მოაგროვეს. ასე რომ გუნდებმა ფინალური ტურნირი პირდაპირ მეორე ტურიდან დაიწყეს. საბჭოთა მოჭადრაკეებმა ფინალი მძლავრად დაიწყეს. უკვე ხუთი ტურის შემდეგ უახლოესი მდევარი, იუგოსლავიის გუნდი საბჭოელებს სამი ქულით ჩამორჩებოდა. მეცხრე ტურის შემდეგ სხვაობამ უკვე რვა ქულას მიაღწია, საბოლოოდ კი მან 8,5 ქულა შეადგინა. საბჭოთა მოჭადრაკეებმა მოიგეს ყველა მატჩი და მხოლოდ ბოლო ორ ტურში, როდესაც ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდათ, სწრაფად გააფორმეს ოთხ-ოთხი ყაიმი დასავლეთ გერმანელებთან და კანადელებთან. საბჭოთა მოჭადრაკეებმა დაამყარეს რეკორდიც, რომლის მხოლოდ განმეორებაღა თუ შეიძლება და არა გაუმჯობესება - მათ არ წაუგიათ არც ერთი პარტია.

სამაგიეროდ საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა მეორე - მესამე ადგილებისათვის. მედლების ტრადიციულ მაძიებლებს (უნგრელებს, იუგოსლავიელებს, ამერიკელებს და გერმანელებს) დაემატათ ბულგარელებიც. თავდაპირველად ამ ბრძოლაში იუგოსლავიის და აშშ-ს გუნდები დაწინაურდნენ. მეექვსე ტურიდან იუგოსლავიელებმა გაქცევა მოაწყვეს და 2-2,5 ქულით დაწინურდნენ. საბრძოლველი მესამე ადგილიღა დარჩა. იგი თითქოს ამერიკელებს უნდა დარჩენოდათ, რომლებიც ბოლო ტურის წინ ქულანახევრით უსწრებდნენ ბულგარელებს, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკელები მოულოდნელად დამარცხდნენ აღმოსავლეთ გერმანელებთნ. ამით კარგად ისარგებლეს ბულგარელებმა. მათ ბოლო ტურში საჭირო ანგარიშით (3,5-0,5) დაამარცხეს ფილიპინელები და პირველად დაუეფლნენ ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლებს. ამერიკელები მეოთხეზე დარჩნენ. მათ ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ გერმანელები.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა 53 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები შვიდ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XIV ადგილები). დანარჩენები B, C და D ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XV-XXVIII, XXIX-XLII და XLIII-LIII ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XLIII-XLIII ადგილები

43.დროშა: სინგაპური სინგაპური - 32 44.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - 30 45.დროშა: პარაგვაი პარაგვაი - 27,5 46.მექსიკის დროშა მექსიკა - 23,5 47.დროშა: დომინიკელთა რესპუბლიკა დომინიკანელთა რესპუბლიკა - 23,5 48.ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი - 22,5 49.დროშა: კოსტა-რიკა კოსტა-რიკა - 14,5 50.ლიბანის დროშა ლიბანი - 13,5 51.დროშა: კვიპროსი კვიპროსი - 13 52.დროშა: ამერიკის ვირჯინიის კუნძულები ამერიკის ვირჯინიის კუნძულები - 11 53. დროშა: ანდორა ანდორა - 9

  • XXIX-XLII ადგილები

29.დროშა: ავსტრალია ავსტრალია - 38 30.დროშა: ნორვეგია ნორვეგია - 36 31.იტალიის დროშა იტალია - 31,5 32.ვენესუელის დროშა ვენესუელა - 30 33.დროშა: თურქეთი თურქეთი - 29,5 34.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი - 28,5 35.დროშა: პორტუგალია პორტუგალია - 27,5 36.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 27,5 37.დროშა: ტუნისი ტუნისი - 26 38.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 21 39.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი - 20,5 40.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო - 19,5 41.დროშა: მაროკო მაროკო - 16 42.მონაკოს დროშა მონაკო - 12,5

  • XV-XXVIII ადგილები

15.დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები - 33,5 16.დროშა: ინგლისი ინგლისი - 33 17.დროშა: ავსტრია ავსტრია - 30,5 18.ისრაელის დროშა ისრაელი - 30 19.დროშა: ესპანეთი ესპანეთი - 28,5 20.დროშა: კუბა კუბა - 27 21.დროშა: შვეიცარია შვეიცარია - 27 22.ისლანდიის დროშა ისლანდია - 26 23.დროშა: ფინეთი ფინეთი - 24 24.დროშა: შვედეთი შვედეთი - 22,5 25.დროშა: ბრაზილია ბრაზილია - 20,5 26.დროშა: ბელგია ბელგია- 20,5 27.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი - 20 28.დროშა: შოტლანდია შოტლანდია - 19,5

I-XVI ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიგრან პეტროსიანი 10,5 (+9=3-0), ბორის სპასკი 10 (+6=8-0), ვიქტორ კორჩნოი 11 (+9=4-0), ეფიმ გელერი 9,5 (+7=5-0), ლევ პოლუგაევსკი 10,5 (+8=5-0), ვასილი სმისლოვი 11 (+10=2-0),

სვეტოზარ გლიგორიჩი 9,5 (+5=9-1), ბორესლავ ივკოვი 9 (+5=8-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 9 (+5=8-0), მილან მატულოვიჩი 10,5 (+8=5-2), ბრუნო პარმა 5 (+2=6-0), დრაგოლუბ ჩირიჩი 5 (+4=2-1).

მილკო ბობოცოვი 11 (+6=10-1), გიორგი ტრინგოოვი 11 (+8=6-0), ნიკოლა პადევსკი 8,5 (+4=9-2), ათანას კოლაროვი 6 (+4=4-3), ივან რადულოვი 10,5 (+8=5-1), პეჩო პეევი 3 (+2=2-1)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ტიგრან პეტროსიანი დროშა: სსრკ სსრკ 10,5 12 87,5
ჯონათან პენროუსი დროშა: ინგლისი ინგლისი 12,5 15 83,3
სვენ იოჰანსენი დროშა: ნორვეგია ნორვეგია 10 13 76,9
მეორე დაფა ქვეყანა %
გიორგი ტრინგოვი დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 11 14 78,6
ლოთრ შმიდტი დროშა: გერმანია გერმანია 9 12 75,0
ბორის სპასკი დროშა: სსრკ სსრკ 10 14 71,4
მესამე დაფა ქვეყანა %
ვიქტორ კორჩნოი დროშა: სსრკ სსრკ 11 13 84,6
იარ კრაიდმანი ისრაელის დროშა ისრაელი 11 14 78,6
ბერნარდ ჰუგუეტი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 10 13 76,9
მეოთხე დაფა ქვეყანა %
შიმონ კაგანი ისრაელის დროშა ისრაელი 10,5 13 80,8
ეფიმ გელერი დროშა: სსრკ სსრკ 9,5 12 79,2
რაიმონდ კინი დროშა: ინგლისი ინგლისი 13 17 76,5
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
გლაცერიო ბადილესი ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი 11,5 14 82,1
ლევ პოლუგაევსკი დროშა: სსრკ სსრკ 10,5 12 79,2
გედეონ ბარცა დროშა: უნგრეთი უნგრეთი 10,5 14 75,0
ჰაინც ლიბერტი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 9 12 75,0
ივან რადულოვი დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 10,5 14 75,0
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ვასილი სმისლოვი დროშა: სსრკ სსრკ 11 12 91,7
იან ტერი შეუ დროშა: ავსტრალია ავსტრალია 12 14 85,7
დონალდ ბირნი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 19 12 75,0
ლუდოვიკ პრინსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 9 12 75,0

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]