ბლოკი (ფილატელია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბლოკი (ფილატელია) ანუ მინიატურული ფურცელისაფოსტო მარკის გამოცემის სპეციალური ფორმა. ფართო ფურცელზე დაბეჭდილია ნახატი, რომლის სიუჟეტურ ნაწილს შეადგენს საფოსტო მარკა, რომელიც გამოკვეთილია პერფორაციული ჩარჩოთი. ბლოკი წარმოადგენს ფილატელიურ სუვენირს, მაგრამ სუვენირული ფურცლისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც საფოსტო საგადასახდო საშუალება და როგორც საკოლექციო ერთეული.

ბლოკი იბეჭდება მნიშვნელოვანი მოვლენის ან დიდი პიროვენებების საიუბილეოდ. მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ბლოკი მართკუთხა ფურცელია, იგი შედგება უშუალოდ მარკისაგან და ველებისაგან, რომელიც მარკის გარშემო არსებული სივრცეა. ერთ ბლოკში შეიძლება ჩაბეჭდილი იყოს ერთი ან მეტი მარკა, თავისი ნომინალების მითითებით, მაგრამ ყველა მარკა გაერთიანებულია ერთ მხატვულ სიუჟეტში. ცალკეული მარკა გამოყოფილია პერფორაციით. ველებზე შეიძლება განთავსებული იყოს სპეციალური ტექსტი. ბლოკს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ველები და მხოლოდ საერთო თემისა და სიუჟეტის მარკების გადაბმა იყოს. ბლოკის დაშლა მარკებად არ შეიძლება, იგი ერთ მთლიანობად გამოდის და გაიყიდება. ფილატელისტებს იგი შეუძლიათ შეიძინონ ფრანკირებული ან სუფთა.

ფილატელიტურ კატალოგებში ბლოკის აღმნიშვნელი ტერმინებია: ინგლ. Miniature sheet; რუს. Почтовый блок, памятный блок; გერმ. Briefmarkenblock. არსებობს სპეციალური კატალოგი ბლოკებისათვის.

დანომრილი ბლოკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლოკზე შეიძლება დაწერილი იყოს ნომერი, ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ბლოკი დანომრილია. როგორც წესი, ასეთი ბლოკები მცირე ტირაჟით გამოდის. რიგობრივი ნომერის მითითება არ წარმოადგენს საფოსტო აუცილებლობას და უფრო ფილატელისტური ინტერესის საგანია. დანომვრას აქვს ფალსიფიკაციისაგან დამცავი ფუნქცია.

პირველი ბლოკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუქსემბურგი (1923): მსოფლიოში გამოცემული პირველი ბლოკი (სკოტი #151)

მსოფლიოში პირველი ფილატელისტური ბლოკი (სკოტი #151) გამოიცა 1923 წლის3 იანვარს, ლუქსემბურგში და იგი მიეძღვნა ლუქსემბურგის ჰერცოგის ქალიშვილის შარლოტას დაბადებას (22 დეკემბერი 192212 ნოემბერი 1964)[1]. ბლოკში ჩართული იყო მანამდე უკვე გამოცემული მარკა ლუქსემბურგის ხედით. ნომინალი — 10 ფრანკი; ველები ცარიელი; ზომა — 78×59 მმ-დან 79×61 მმ-მდე. არსებობს მონაცემები[2], რომ თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო მარკის გამოცემა, მაგრამ მოხდა გაუგებრობა: ერთი 50 მარკიანი ფურცელის ფორმის ნაცვლად ტიპოგრფიამ მიიღო ფორმა, სადაც ერთ ფურცელზე მოთავსებული იყო ერთი მარკა. შესაბამისად დაიბეჭდა მცირე ფურცლებზე თითო-თითო მარკა. მხოლოდ მარტში მოხდა მარკის[3] დაბეჭდვა ჩვეულებრივი წესით[4].

1924 წლის მაისს ბელგიაში გამოვიდა ბლოკი, რომელიც შედგებოდა ოთხი 5 ფრანკიანი მარკისაგან. ფურცლის ზომა - 130×145 მმ (სკოტი #171). ბლოკი გაიყიდა, როგორც ფილატელიური სუვენირი ბრიუსელის საერთაშორისო ფილატელისტურ გამოფენაზე[4].

ყველაზე დიდი ბლოკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის - 210×287 მმ - ფილატელიური ბლოკი გამოიცა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1964 წელს დად მიეძღვნა გდრ-ს შექმნის 15 წლისთავს. ბლოკი შედგებოდა 15 ნახატისაგან (ივერი #14, სკოტი #724-738).

ყველაზე პატარა ბლოკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის ბლოკი — 52×36 მმ — გამოიცა რუმინეთში 1947 წელს, ეს იყო სქველმოქმედო გამოცემა ფასდანამატით (5000 + 5000 რუმინული ლეი). შემოსული თანხა უნდა გადარიცხულიყო შიმშილის მსხვეპლთა დახმარების ფონდში. ბლოკი შედგებოდა ერთი მარკისაგან არ იყო არც პერფორირებული და არც გუმირბული (სკოტი #B348)[2].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mackay (1982); Большой филателистический словарь (1988); Michael Baadke/„Linn's Stamp News“.
  2. 2.0 2.1 «უკრაინული ფოსტის» ყირიმის განყოფილების დაარქივებული 2008-09-21 საიტზე Wayback Machine. მონაცემები; თავდაპირველი წყარო გაზეთი «Поштовий вiсник».
  3. ლუქსემბურგის საიუბილეო მარკები :Luxembourg 1923 (scott 151-B1-B4)
  4. 4.0 4.1 Mackay (1982)