პოლ ოკენფოლდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ ოკენფოლდი 2009 წელს

პოლ ოკენფოლდი (Paul Oakenfold) (დ. 30 აგვისტო, 1963, ბრიტანეთი) — ბრიტანელი დიჯეი და ჩამწერი სტუდიის პროდიუსერი.

1987 წელს მეგობრებთან (ტრევორ ფანგი და იან სენტ პოლი) ერთად იბიცაზე, ესპანეთი, რამდენიმე თვის გატარების შემდეგ, საცეკვაო კლუბურ მუსიკაზე შეყვარებულებმა და იბიცას ხმების, იტალიური დისკოს, სოულისა და ჰაუზის გავლენით გამოუშვეს რამდენიმე დისკი (ჰეპი მანდეის - Pills 'n' Thrills and Bellyaches, შემდეგ რემიქსები U2, Massive Attack, Arrested Development, The Cure, Snoop Doggy Dogg, Simply Red, New Order, და The Shamen-თვის), რომელთა უმრავლესობა Perfecto Records სერიით გამოვიდა.

ოკენფოლდის საქმიანობა ჩანაწერების გამოშვებით არ შემოიფარგლება, მას ასევე უამრავი მიქსი ეკუთვნის. დიჯეობას ოკენფოლდი მოზარდობიდან იწყებს, თუმცა გარკვეული პერიოდით ჯგუფ გრეის-ში ყოფნისას მას თავს ანებებს. შუა 1990-იანებში ისევ ბრუნდება, როგორც კლუბი კრიმის რეზიდენტი დიჯეი 1997-1999 წლებში. ამ პერიოდში ის ამერიკულ აუდიენციაზე აკეთებს აქცენტს. ამ დროს უშვებს ალბომი „ტრანსპორტის“ (Tranceport) ამერიკულ ვარიანტს. საკმაოდ თბილი მიღების შემდეგ ის უშვებს მის დღემდე საუკეთესო ალბომს „პერფექტო წარმოგიდგენთ სხვა სამყაროს“ (Perfecto Presents Another World), რომელშიც სხვადასხვა ავტორის მუსიკა საუკეთესოდაა შერჩეული და შეხამებული. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით ეს დისკი გახდა ყველაზე გაყიდვადი საცეკვაო ალბომი ისტორიაში. მისი პოპულარობა ნელ-ნელა მყარდება ცნობილი კინოფილმებისთვის საუნდტრეკების გამოშვების შემდეგ - Swordfish, The Matrix Reloaded, The Matrix Revolutions და Die Another Day, ამ ბოლოსათვის მან ჯეიმზ ბონდის თემის რემიქსი გააკეთა.

2002 წელს ოკენფოლდი სოლო ალბომს Bunkka უშვებს, რომელშიც მრავალი ცნობილი მუსიკოსი და მომღერალია წარმოდგენილი (ნელი ფურტადო, აის კიუბი, შიფტი შელშოკი და ა.შ.). მისი ბოლო დისკია 2004 წლის „კრიმფილდსი“ (ორმაგი).

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DJ Tools[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DJ Mixes[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DVD-ები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]