Eupodophis

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Eupodophis

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
გვარი:  Eupodophis
სახეობა:  E. descouensi
ლათინური სახელი
Eupodophis descouensi
რეიგი და ესქუილი, 2000

Eupodophis ესაა გვარი გადაშენებული გველისა, რომელიც გვიან ცარცულ პერიოდში ბინადრობდა. ერთადერთ სახეობას (რომელიც ასევე ტიპური სახეობაცაა) E. descouensi გააჩნდა 2 ფეხი და წარმოადგენდა გარდამავალ ფორმას ცარცული ერის ხვლიკებსა და უკიდურო გველებს შორის[1].

ნაშთი სიგრძეში 85 სმ. აღწევდა. გველი ბინადრობდა მიახლოებით 92 მლნ. წლის წინ (სენომანური ერა). ნაშთი აღმოაჩინეს კირქვაში, ლიბანის სოფელ ალ-ნამოურაში. აღწერილი იქნა 2000 წელს, რეიგისა და ესქუილის მიერ[1][2].

ნაშთს ანალიზი ჩაუტარეს სინქროტრონის რენტგენის მეშვეობით გრენობლში, საფრანგეთი[3][4]. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ჩორჩხს უკანა კიდურები მიახლოებით 2 სანტიმეტრისა გააჩნდა მცირე წვივის ძვლით, დიდი წვივის ძვლითა და ბარძაყის ძვლით[4]. თუმცაღა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მსგავსი რუდიმენტები, გველის ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გამოუყენებელი იყო[4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა ნამარხი გველები უკანა კიდურებით:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 უძველესი ფეხებიანი გველი. BBC (10 აპრილი, 2008). ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2008.
  2. Rage, J. C. & Escuillié, F. Un nouveau serpent bipède du Cénomanien (Crétacé). Implications phylétiques. C. R. Acad. Sci. Paris Earth Sci. 330, 513–520 (2000)
  3. სინქროტრონის რენტგენი ხედავს ნაშთის შიგნით - Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-07. ციტირების თარიღი: 2008-04-16.
  4. 4.0 4.1 4.2 აღმოაჩინეს ორფეხიანი გველის ნაშთი - Science - redOrbit. ციტირების თარიღი: 2008-04-16.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Eupodophis&oldid=4305263“-დან