ომენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ომენი (ლათ omen) — ფენომენი, რომლითაც მომავალს განსაზღვრავდნენ. ნიშანი, რომლის გაგონებასაც ან კარგი უნდა მოესწავლებინა, ან ცუდი.


ძველი რომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ რომში ომენების პროფესიონალ ამხსნელთა (ამომცნობთა) ორი ტიპი არსებობდა. ავგურები ხსნიდნენ ჩიტების ფრენის მნიშვნელობას, როცა ჰარუპსიკები ცხოველების მსხვერპლად შეწირვას მოითხოვდნენ, რათა შიგნეულობა გამოეყენებინათ წინასწარმეტყველებისთვის.

ასტროლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტროლოგიაში, მზისა და მთვარის დაბნელებას ( კომეტების გამოჩენისა და სავსე მთვარეობის დარად) ზოგიერთ საზოგადოებაში მიიჩნევდნენ ცნობილი ადამიანების დაბადების, გარდაცვალების და რაიმე ღირსსახსოვარი მოვლენების მომასწავებლად. მაგალითად, მათეს სახარებაში ბეთლემის ვარსკვლავის გამოჩენით იესოს დაბადება იწინასწარმეტყველეს.

ცუდი თუ კარგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომენი შეიძლება გავიგოთ როგორც ცუდი ან კარგი მოვლენა, გააჩნია როგორ ავხსნით. ერთი და იგივე ნიშანი შესაძლოა სხვდასხვაგვარად იქნეს აღქმული სხვადასხვა ხალხსა და კულტურებში. მაგალითად აშშ-სა და ევროპის რიგ ქვეყნებში შავი კატა ავისმომასწავებლად არის მიჩნეული.

კომეტებიც ცუდ და კარგ ომენებად ფასდება. კარგადცნობილი ჰალეის კომეტა ავისმომტანი გამოდგა მეფე ჰაროლდ II-სთვის, თუმცა, კარგ ომენად შეფასდა უილიამ დამპყრობლისთვის.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომენები ინდურ ასტროლოგიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]