ჰოვანეს ჰოვანისიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოვანეს ჰოვანისიანი
დაბადების თარიღი 14 (26) აპრილი, 1864[1]
დაბადების ადგილი ვაღარშაპატი[1]
გარდაცვალების თარიღი 29 სექტემბერი, 1929(1929-09-29) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
დასაფლავებულია Q42794299? და კომიტასის პანთეონი
საქმიანობა პოეტი[1] , ჟურნალისტი, მთარგმნელი და მწერალი
ეროვნება სომხები[2] [1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი Khachatur Abovian school, Yerevan[1] , ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი[1] და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი[1]

ჰოვანეს მკრტიჩის ძე ჰოვანისიანი (დ. 26 აპრილი [ ძვ. სტ. 14 აპრილი], 1864, ვაღარშაპატი — გ. 29 სექტემბერი, 1929, ერევანი), სომეხი პოეტი, პედაგოგი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჟურნალ „ტარაზში“ („მოდა“), ლექსების პირველი კრებული მოსკოვში (1887). ჰოვანეს ჰოვანისიანის პოეზიის საფუძველი სომხური ფოლკლორია. ჰოვანეს თუმანიანთან და ავეტიქ ისააკიანთან ერთად ჰოვანისიანმა საფუძველი ჩაუყარა ახალ სომხურ რეალისტურ პოეზიას. მისი ლექსები ფილოსოფიური ხასიათისაა. ძირითადი თემებია სიყვარული, სომეხი ხალხის ისტორიული ბედი — XIX საუკუნის დასასრულს სულთან ჰამიდის მიერ მოწყობილი სომხების ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, გლეხობის ცხოვრება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'huiMaisons-Alfort: 2021. — P. 266. — ISBN 978-2-905686-93-0