ჩელენჯერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩელენჯერი მომსახურების ცენტრში

„ჩელენჯერი“ (ინგლ. Challenger — «გამომწვევი») — ნასა-ს მრავალჯერადი სატრანსპორტო კოსმოსური შატლი. მეორე კოსმოსური შატლი, ექსპლოატაციაში შევიდა 1982 წელს. სახელი დარქვა საზღვაო ხომალდის, რომელიც ოკეანეს 1870-იან წლებში იკვლევდა. ნასა-ში ამ შატლს აღნიშნავდნენ, როგორც OV-99 (Orbiter Vehicle – 99). თავდაპირველად მას მხოლოდ საცდელად იყენებდნენ, თუმცა შემდეგში ის კოსმოსური ფრენებისთვის აღჭურვეს. პირველი გაფრენა ჩელენჯერმა 1983 წლის 4 აპრილს მოახდინა.

ჩელენჯერმა სულ ცხრა წარმატებული ფრენა განახორციელა. 1986 წლის 28 იანვარს, მეათე გაფრენისას, აფრენიდან 73 წამში მყარი საწვავის ამჩქარებლის დაზიანების გამო, შატლი აფეთქდა. ეკიპაჟის შვიდი წევრი დაიღუპა. ეს იყო იმ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კატასტროფა პილოტირებადი კოსმონავტიკის ისტორიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: