საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
შეიქმნა 2005 წელს
giec@giec.ge
www.giec.ge

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (აკრონიმი GIEC) ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი კომპანია 2005 წლის 11 ივლისს. კორპორაცია წარმოადგენს საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი ინდუსტრიული ჯგუფის Georgian Industrial Group (აკრონიმი GIG) წევრს. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია ახალგაზრდა კომპანიაა და შედარებით მოკლე დროში მოიპოვა ღირსეული ადგილი ენერგობიზნესში და საიმედო პარტნიორად აღიარება. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის მომხმარებლებია როგორც ჰოლდინგის წევრი კომპანიები, ისე სხვა კომერციულ ორგანიზაციები.

საქმიანობის სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივი აირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართვლეოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (სსეკ) აწარმოების გაზის იმპორტს და მიწოდებას 30-ზე მეტ მომხმარებელზე. გაზის იმპორტი ხორციელედება აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. სსეკ-ი აწვდის ბუნებრივ გაზს, როგორც მოსახლეობას აგრეთვე ცემენტის, აგურის, მინის და მეტალურგიულ წარმოებებს, გაზგასამართ სადგურებს და საწარმოებს.

ელექტროენერგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსეკ-ი ახორციელებს ელექტროენერგიის გენერაციას და მიწოდებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სსეკ-ის მომხმარებლები არიან მსხვილი კვალიფიციური მომხმარებლები და საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი.

დიზელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსეკ-ი ეწევა დიზელის იმპორტს აზერბაიჯანიდან და მის რეალიზაციას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის მომხარებლები ძირითად მსხვილი ინდუსტრიული და სადისტრიბუციო კომპანიები არიან.

დაგეგმილი ინვესტიციები საქართველოს ენერგეტიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალციხის თბო-ელექტრო სადგური
    სიმძლავრე: 300 მეგავატი
    აგრეგატების რაოდენობა: 2x150
    წლიური გამომუშავება: 2,2 მლრდ. კვ/სთ
    ნახშირის წლიური მოხმარება: 1,9 მლნ. ტონა
    მშენებლობის ვადა: 3-4 წელი
  • ხოფას თბო-ელექტრო სადგური
    სიმძლავრე: 150 მეგავატი
    აგრეგატების რაოდენობა: 1x150
    წლიური გამომუშავება: 1,1 მლრდ. კვ/სთ
    ნახშირის წლიური მოხმარება: 600 ათასი ტონა
    მშენებლობის ვადა: 3 წელი
  • გარდაბნის თბო-ელექტრო სადგური
    სიმძლავრე: 300 მეგავატი
    აგრეგატების რაოდენობა: 2x150
    წლიური გამომუშავება: 2,2 მლრდ. კვ/სთ
    ნახშირის წლიური მოხმარება: 1,5 მლნ. ტონა
    მშენებლობის ვადა: 4 წელი
  • ტყიბულის თბო-ელექტრო სადგური
    სიმძლავრე: 600 მეგავატი
    აგრეგატების რაოდენობა: 2x300 - 4x150
    წლიური გამომუშავება: 4 მლრდ. კვ/სთ
    ნახშირის წლიური მოხმარება: 2,4 მლნ. ტონა
    მშენებლობის ვადა: 3-4 წელი