თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობა ნაცისტურ გერმანიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაცისტურმა გერმანიამ ძლიერი თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობა წამოიწყო და პირველი საზოგადოებრივი მოწევის საწინააღმდეგო კამპანია გააჩაღა თანამედროვე ისტორიაში. თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობები მრავალ ქვეყანაში წამოიწყო XX საუკუნის დასაწყისში, თუმცა არცერთს არ ჰქონია რაიმე წარმატება გარდა გერმანიისა, სადაც კამპანიას მხარს უჭერდა მთავრობა, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს იყო უძლიერესი მოწევის საწინააღმდეგო მოძრაობა მსოფლიოში 1930-იან და 1940-იან წლებში. ნაცისტი ლიდერები გმობდნენ მოწევას და ღიად აკრიტიკებდნენ თამბაქოს მოხმარებას. კვლევა მოწევაზე და მის ზიანზე ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაცისტების მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ამ პერიოდისთვის. ჰიტლერის პირადი ზიზღი მოწევის მიმართ და ნაცისტების რეპროდუქციის პოლიტიკა მოწევის წინააღმდეგ კამპანიის მოტივირების მთავარ ფაქტორთა შორის იყო.

ეს კამპანია მოიცავდა მოწევის აკრძალვას ტროლეიბუსებში, ავტობუსებში და საქალაქო მატარებლებში, ჯანსაღი ცხოვრების აგიტაციას, ვერმახტში სიგარეტის რაციონის შეზღუდვას, ჯარისკაცებისთვის სამედიცინო ლექციების ჩატარებასა და თამბაქოზე ბეგარის გაზრდას. ნაცისტებმა ასევე შემოიღეს შეზღუდვები თამბაქოს რეკლამაზე, თამბაქოს რაციონირება ქალებისთვის, მოსაწევი ადგილების გადატიხვრა რესტორნებსა და კაფეებში.

მიუხედავად ამ მცდელობისა, თამბაქოს მოხმარება ნაცისტების მმართველობის ადრეულ წლებში არ შემცირებულა 1939 წლამდე, თუმცა მას მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა სამხედრო პერსონალზე და ჯარისკაცებზე 1939-45 წლებში. ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ამერიკელი სიგარეტის მწარმოებლები სწრაფად ითვისებენ გერმანულ ბაზარს. XX საუკუნის ბოლოსთვისაც კი მოწევის საწინააღმდეგო კამპანიას ომისშემდგომ გერმანიაში ნაცისტური პერიოდის მსგავსი მასშტაბებისთვის არ მიუღწევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]