მხარფეხიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მხარფეხიანები
Platystrophia ponderosa
Platystrophia ponderosa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მხარფეხიანები
ლათინური სახელი
Brachiopoda

მხარფეხიანები (ლათ. Brachiopoda) — უხერხემლო ცხოველთა ტიპი. ბინადრობენ ზღვაში. მჯდომარე ცხოველებია. აქვთ ორსადგულიანი ნიჟარა, რომლის სიგრძე 10 სმ აღწევს. საგდული ამოფენილია მანტიით და ერთმანეთთან დაკავშირებულია კუნთებით. მხარფეხიანებს სხეულზე წყვილი გრძელი გამონაზარდი, ე. წ. ხელები აქვთ, რომელზედაც განლაგებულია ნაზი წამწამებით დაფარული საცეცები. პირი „ხელების“ ფუძესთანაა მოთავსებული. მხარფეხიანებს აქვთ სხეულის მეორეული ღრუ, გული, სისხლძარღვები, ხახისირგვლივი ნერვული რგოლი და ნერვები. ცალსქესიანი ცხოველები არიან. განვითარება ხდება მეტამორფოზით. ცნობილია მხარფეხიანების 200-მდე თანამედროვე სახეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]