თეიმურაზ ჭანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეიმურაზ გიორგის ძე ჭანიშვილი (დ. 17 ივნისი 1924, თბილისი — გ. 2007) — ქართველი მიკრობიოლოგი-ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984).

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მოღვაწეობდა ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოებაში და სხვ. 1970 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის კათედრა, რომელსაც 1976 წლამდე ხელმძღვანელობდა. სწავლობდა პათოგენური და პირობით პათოგენური ბაქტერიების, ბაქტერიოფაგების ბიოლოგიას, გენეტიკას, მოლეკულურ ორგანიზაციას; შექმნა ზოგიერთი ბაქტერიოფაგის სამკურნალო და სადიაგნოსტიკო პრეპარატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]