ციკლოპი (პერსონაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ციკლოპი.
ციკლოპი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა იქს–ადამიანები #1 1963 წლის სექტემბერში.
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო სკოტ სამერსი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები ”გამხდარი”; უწინ სლიმ დეისფრინგი, მუტანტი 007, წითელი ერიკი.
მოკავშირეები იქს-ადამიანები
თორმეტი
იქს–ფაქტორი
იქს–ტერმინატორები
შესაძლებლობა ლაზერული ბლასტების გატყორცნა თვალებიდან

სკოტ სამერსი (ციკლოპი )Marvel Comics-ის პერსონაჟი, იქს-ადამიანთა გუნდის საველე ლიდერი, რომელიც შექმნა მწერალმა სტენ ლიმ მხატვარ ჯეკ კირბისთან ერთად. იგი პირველად გამოჩნდა იქს-ადამიანები პირველივე ნომერში (1963 წლის სექტემბერი). თავდაპირველად მას მოიხსენიებდნენ, როგორც სლიმ სამერსს. მესამე ნომრისთვის მისი სახელი შეიცვალა როგორც სკოტი და სლიმი დარჩა მეტსახელად. მას, როგორც მუტანტს, შეუძლია თვალებიდან გამოისროლოს გამანადგურებელი სიძლიერის მქონე წითელი ენერგიის ნაკადი. სკოტს არ შეუძლია გააკონტროლოს მისი ზეთვისება და თვალების ყოველი გაღებისას ავტომატურად იყენებს მას, ამიტომ ციკლოპი ყოველთვის ატარებს სპეციალურ ”სათვალეს”, რომელიც ბლოკავს ენერგიის ნაკადს და მუტანტთან ურთიერთობას ყველასათვის უსაფრთხოს ხდის. ეს ძალა მას საშუალებას აძლევს იყოს იქს–ადამიანების იდეალური ლიდერი.

ის არის ჩარლზ ქსავიეს გუნდის თავდაპირველი ხუთეულის პირველი წევრი, პირველი იქს–ადამიანი. დასაწყისიდანვე მას დიდი როლი ენიჭება იქს–ადამიანებსა და მის მონათესავე კომიქსებში. პრაქტიკულად ციკლოპი განასახიერებს არა მარტო ჩარლზ იქსავიერის ერთგულ სტუდენტს, არამედ ადამიანს, რომელსაც სჯერა მისი ოცნების(ადამიანებისა და მუტანტების თანასწორობის შესახებ). იქსავიერმა იცის, რომ სკოტი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა და მას უყურებს, როგორც მამა შვილს.

ტრილოგიაში "იქს–ადამიანები" ციკლოპს განასახიერებს ჯეიმზ მარსდენი და ტიმ პოკოკი ფილმში იქს-ადამიანების წარმოშობა:სამურავი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციკლოპის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალდაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოტი დაიბადა ანჩორაგაში, ალასკაში. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მამამ, აშშ-ს საჰაერო ძალების მაიორმა კრისტოფერ სამერსმა მთელი ოჯახი წაიყვანა დე ჰავილანდის მოსკვიტით(de Havilland Mosquito). თვითმფრინავს თავს დაესხა შიარის კოსმოსური ხომალდი. როდესაც თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო, მშობლებმა სკოტი და მისი უმცროსი ძმა ალექსი პარაშუტზე მიამაგრეს და თვითმფრინავიდან გადააგდეს იმ იმედით რომ გადარჩებოდნენ. საუბედუროდ, პარაშუტს ცეცხლი გაუჩნდა და სკოტი მიწაზე თავით დაეცა. ამან გამოიწვია ტვინის დაზიანება, რასაც მოჰყვა ხანგძლივი ამნეზია და შესაძლებელია ძალაზე კონტროლის დაკარგვაც ამას უკავშირდება. ციკლოპს მეხსიერების დიდი ნაწილი დაუბრუნდა მაშინ, როდესაც დემონი დე სპაირის უეცარი თავდასხმის დროს გაუჩინარებული ჯინ გრეის სიკვდილს შეეგუა.

სკოტმა ბავშვობა გაატარა ობოლთა თავშესაფარში, ქალაქ ომაჰაში, ნებრასკის შტატში. აქ მასზე ფსიქიკურად რეაგირებდნენ თავშესაფრის მმართველი მისტერ მილბერი და გენეტიკის შემსწავლელი მისტერ სინისტერი.

იქს–ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თექვსმეტი წლის ასაკში სკოტი გაიქცა ობოლთა თავშესაფრიდან და ქუჩაში დახეტიალობდა. ერთხელ, როდესაც ის მიადგა ადგილს, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა, ამ დროს მისმა თავის ტრავმამ გამოიწვია თვალებიდან ლაზერული ბლასტების უეცარი გატყორცნა, ამ უკანასკნელმა კი – ლითონის ამწის ჩამოვარდნა. ეს ამწე ზიზღით შემყურე ბრბოს დაეცემოდა,რომ მას სწრაფადვე არ გაეანალიზებინა მომხდარი და მეორე ბლასტიც არ გაესროლა ამწის გასანადგურებად. ხალხმა ეს ძალადობის გამოვლინებად აღიქვა და მას ლინჩის წესით გასამართლება დაუპირა. ის შეხვდა ჯეკ ო დიამონდს და შეებრძოლა მას. ჩარლზ ქსავიემ იპოვა სკოტი და ბრბოს მეხსიერება წაუშალა. სკოტი სიხარულით დათანხმდა ჩარლზის შემოთავაზებაზე, გამხდარიყო იქს–ადამიანების პირველი ოფიციალური წევრი.პირველივე საველე მისიისას ციკლოპი შეებრძოლა მაგნეტოს. იქს–ადამიანებთან ერთად ის ასევე შეებრძოლა ბლობს. მას გაუჩნდა რომანტიკული გრძნობები მარველის გოგონას მიმართ. თავის გუნდთან ერთად ის გადაემტერა ბოროტი მუტანტების საძმოს. ის მალევე გახდა გუნდის საველე ლიდერი და ეს ადგილი ეკავა წლების განმავლობაში.

ციკლოპს აქვს ურთიერთობა ჯინ გრეისთან იქს ადამიანების საწყისიდანვე. დიდი ხნის მანძილზე ის არ აძლევდა ჯინს უფლებას, რომ მას დაახლოვებოდა, რადგან მას ეშინოდა რომ ან ის დარჩებოდა გულნატკენი ან ჯინს დააზიანებდა თავისი ოპტიკური ბლასტებით. სკოტი ასევე თვლიდა რომ ის არ იყო თავისი მდიდარი თანაგუნდელი ვორენ ვორსინგტონ III სწორი, რომელსაც თავიდან უყვარდა ჯინი. სკოტმა არ იცის, რომ ჯინი ნამდვილად წუხს მასზე, მაგრამ არის საკმაოდ მორცხვი, რომ გადადგას პირველი ნაბიჯი. საბოლოოდ ბობი დრეიკის დაბადების დღეზე მათ გამოამჟღავნეს საკუთარი გრძნობები ერთმანეთის მიმართ.

როდესაც კრაკოამ დაამარცხა იქს-ადამიანები, სკოტი იყო ერთადერთი რომელმაც შეძლო გაქცევა და იქსევიერთან დაბრუნება. მან გაწვრთნა იქს–ადამიანების ახალი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ შტორმი, კოლოსი, ღამის ქვეწარმავალი და სამურავი, რომ გადაერჩინათ სხვები.

პირველად, სკოტი ფიქრობდა, რომ მისი მშობლები დაიღუპნენ თვითფრინავში უბედური შემთხვევისას, მაგრამ სინამდვილეში ისინი დაატყვევა და ჰემდეგ მონებად გაყიდა შიარის იმპერატორმა. როგორც იქს–ადამიანების ზრდასზული წევრი ის შეხვდა მამამისს, ახლა უკვე კორსარად ცნობილს, სთარჯამერების ლიდერს. ისინი წინააღმდეგობას უწევენ ყველას და ყველაფერს რაც წინ ხვდებათ ისევე, როგორც შიარის იმპერიის ტირანია. კიდევ რამდენიმე წელმა ჩაიარა, სანამ ეს ორი ერთმანეთის ნამდვილ ვინაობას შეიტყობდა. ის შემდეგ დაუკავშირდა თავის ბებია–ბაბუას, რომლებიც ასევე ცოცხლები აღმოჩნდნენ და ფლობდნენ საზღვაო კომპანიას კანადაში.

მას შემდეგ, რაც ჯინ გრეის მცდელობა ემართა კოსმოსური შატლი და გაეყვანა ის მოგიზგიზე ცეცხლიდან კრახით დამთავრდა და ჯინ გრეი, რომელიც ყველას მკვდარი ეგონა ახლიდან დაიბადა, როგორც ფენიქსი, მისი და სკოტის ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სკოტი ფიქრობდა, რომ ახლად გამოჩენილი ჯინი ის ჯინი აღარ იყო, რომელიც მას უყვარდა. ველურ მიწაზე ბრძოლის შემდეგ, ჯინის სიკვდილიდან დიდი ხნის განმავლობაში, სკოტს უკვე აღარ შეეძლო მისი გლოვა და ისიც იფიქრა, რომ სინამდვილეში ჯინი არც არასდროს ჰყვარებია. ის დროებით ხვდებოდა კოლენ ვინგს. როდესაც სკოტი და ჯინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს მუირის კუნძულზე გამწმენდების წინააღმდეგ ბრძოლისას, სკოტმა თავიდან აღმოაჩინა ჯინისადმი მისი დაფარული გრძნობა და სახლისაკენ მიმავალ გზაზე ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ ვნებიანად. რამდენიმე დღით ადრე სანამ ჯინი კვლავ გაუჩინარდებოდა, სკოტმა მას ხელი სთხოვა და დადებითი პასუხიც მიიღო ტელეპატიის საშუალებით. შემდეგ კი ჯინი გაუჩინარდა და სასოწარკვეთილმა ციკლოპმა იქს–ადამიანები დატოვა და მან მუშაობა დაიწყო გემზე, რომლის კაპიტანი იყო ლი ფორესტერი . მას შემდეგ, რაც ლის მამა დესპაირმა დაატყვევა, ციკლოპი და მენსინგი დესპაირს შეებრძოლნენ. ბერმუდის სამკუთხედთან გემმა კატასტროფა განიცადა და მაშინ სკოტი და ლი წააწყდნენ მაგნეტოს საიდუმლო ბაზას.

სკოტი მალე დაუბრუნდა იქს–ადამიანებს და აღმოაჩინა, რომ კორსარი მამამისი იყო. საბოლოოდ ის დაქორწინდა მედელინ პრიორზე, ქალზე, რომელიც ძალიან ჰგავდა ჯინ გრეის. შემდეგ ციკლოპი და შტორმი ერთმანეთს შეებრძოლნენ უპირობო ლიდერობისათვის. ამ ბრძოლაში სკოტი დამარცხდა და იქს–ადამიანები კვლავ დატოვა. მალე მას და მედელინს შეეძინათ ვაჟი–ნათანი.

იქს–ფაქტორი და ინფერნო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათანის დაბადებიდან მალევე, გამომჟღავნდა რომ ჯინი მკვდარი არ იყო. ფენიქსი აღმოჩნდა კოსმიური არსება, რომელმაც განკურნა ჯინ გრეი და მისი ადგილი დაიკავა,თუმცა ის საბოლოოდ გამოცოცხლებული იქნა სამართლის დამცველებისა და ფანტასტიკური ოთხეულის მიერ იამაიკის ყურის ფსკერზე. როდესაც ეს შეიტყო, ციკლოპმა მიატოვა თავისი ოჯახი და დაბრუნდა ჯინთან. ისინი შეუერთდნენ გუნდ იქს–ფაქტორს, რომელშიც შედიოდნენ ძირითადი იქს-ადამიანები. ამდროს, პრიორი შეუერთდა იქს–ადამიანებს და სიცოცხლე გაწირა მუტანტების დაცემის პერიოდში.

ციკლოპის თანაგუნდელმა ანგელოზმაერთ–ერთი მისიის დროს დაკარგა ფრთები და ამის შემდეგ აპოკალიფსს შეუერთდა. ყინულის კაცმა მოახერხა ვორენის უკან დაბრუნება, რომელიც გახდა უკვე მთავარანგელოზი.

დემონებმა სიმმა და ნასტირმა მედელინი გრძნობები დაიმორჩილეს და ის გობლინების დედოფლად გადააქციეს. მედელინმა სკოტზე შურისძიება გადაწყვიტა. როდესაც გამომჟღავნდა, რომ ის მისტერ სინისტერის მიერ გაკეთებული კლონი იყო, მედელინმა ვერ გადაიტანა და თავი მოიკლა. სკოტმა გარეგნულად მოკლა მისტერ სინისტერი და ნათანი წაიყვანა თავისთან. მალე სკოტმა სინისტერი იპოვა იმ თავშესაფარში, სადაც გაიზარდა და მას კვლავ შეებრძოლა.

იქს–თინქშენის აგენდის შემდეგ, სკოტი მალევე შეხვდდა აპოკალიფსს, რომელმაც დააინფიცირა ნათანი ტექნო–ორგანული ვირუსით. თავდაპირველად სკოტმა თანაგუნდელების დახმარებით შეძლო ნათანის დახმარება და თავისი, შვილისა და ჯინის ძალები შეაერთა აპოკალიფსის დასამარცხებლად.სკოტმა შვილის გადარჩენა შეუძლებლად ჩათვალა და ამიტომ ის მომავალში გაუშვა, სადაც მის დახმარებას შეძლებდნენ. ციკლოპს ეს ჯინთან დაშორების ფასად დაუჯდა.

ქსავიეს პირადი მტერი აჩრდილთა მეფე დაბრუნდა და შეებრძოლა იქს–ადამიანებსა და იქს–ფაქტორს. მისი დამარცხების შემდეგ იქს–ფაქტორი შეუერთდა იქს–ადამიანებს და ციკლოპი გახდა "ლურჯი გუნდის" ლიდერი.

იქს–ადამიანებში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციკლოპის საველე ლიდერად დაბრუნების შემდეგ ლურჯი გუნდის წევრების უმეტესობა ომეგა წითელმა და ხელის ნინძებმა გაიტაცეს. დატყვევებული თანაგუნდელების გათავისუფლების შემდეგ, მისტერ სინისტერმა გაგზავნა იქს–ფაქტორის ყოფილი წევრი, კალიბანი სკოტისა და ჯინის მოსატაცებლად. კეიბლის შეშლილი მტერი და კლონი სტრიფი, რომელიც კეიბლის მსგავსად დროში იყო დაკარგული, დაბრუნდა და თავი გაასაღა კეიბლად. კეიბლისა და სტრიფის ორთაბრძოლაში ორივე მოკვდა. შემდგომ გუნდმა ხელახლა დაიწყო ბრძოლა ომეგა წითლის წინააღმდეგ და ამავე დროს თანაგუნდელი პსილოკი ცდილობდა ჯინის ზურგს უკან ეცდუნებინა სკოტი. საბოლოოდ, ჯინმა ტელეპატიურ ბრძოლაში დაამარცხა პსილოკი და ციკლოპს მოსთხოვა, რომ მარტო მასთან ჰქონოდა ურთიერთობა. კეიბლი დაბრუნდა და ციკლოპს წარუდგა, როგორც ნამდვილი ნათან კრისთოფერ სამერსი.

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოტ სამერსი და ჯინ გრეი საბოლოოდ დაქორწინდნენ. თაფლობის თვის განმავლობაში, ისინი წავიდნენ მომავალში, სადაც კეიბლმა გაატარა თორმეტი წელი ციკლოპისა და ფენიქსის თავგადასავლების მიხედვით. იქ მათ დაამარცხეს მომავლის აპოკალიფსი და უკან დაბრუნდნენ წარსულში. მისტერ სინისტერმა ციკლოპს უთხრა, რომ კიდევ ერთი ძმა ჰყავდა და ამით გაოცებული დატოვა.

ციკლოპი შეურიგდა იმ აზრს, რომ მისი შვილი იქნებოდა მამის ხელა. ამ დროს იქს–ადამიანები ებრძოლებოდნენ ჩარლზ ქსავიეს, რომელიც მაგნეტოს მიერ გონების გაწმენდის შემდეგ გადაიქცა ონსლათად. თუმცა იქს–ადამიანებმა ქსავიე დაამარცხეს, მაგრამ დედამიწის გმირების უმეტესობა დაიკარგა ამ დროის განმავლობაში. ძალა დაკარგული ჩარლზი დააკავეს და გუნდისა და სკოლის ლიდერებად დარჩნენ სკოტი და ჯინი.შემდეგ ეს წყვილი წავიდა ოპერაციაზე ნულოვანი შემწყნარებლობა, სადაც ციკლოპი დაიჭრა.

ბოროტებასთან შეერთება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოტი და ჯინი დაუბრუნდებიან იქს-ადამიანებს შტორმის მიწვევით, რომელიც ძალიან წუხდა ქსავიეს(რომელიც ცოტა ხნის წინ დააბრუნეს) ფსიკიკური მდგომარეობის გამო. მათი დაბრუნებისას აპოკალიფსმა დაასახელა თორმეტი მუტანტი, რომელთაც შეეძლოთ იმ მანქანის მართვა, რომლის საშუალებით ის შეძლებდა ნეიტ გრეის იგივე ადამიანი იქსის სხეულის ჩამოყვანას. იმისათვის რომ შვილი გადაერჩინა, სკოტი ნებაყოფლობით შეუერთდა ბოროტ აპოკალიფსს და ის მკვდარი ეგონათ სანამ ჯინმა და კეიბლმა ის ეგვიპტეში არ იპოვეს, მისგან აპოკალიფსის სული არ გამოაცალკევეს და მოკლეს.

ახალი იქს–ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციკლოპის პიროვნებაში მოხდა გადამწყვეტი ცვლილება მას შემდეგ, რაც ის დაატყვევა აპოკალიფსმა. ამ ცვლილებამ გააჩინა ბზარი მისი და ჯინის ურთიერთობაში. სკოტმა ქსორნს გადაფიქრებინა თავის მოკვლა და ის შემოუერთა იქს–ადამიანებს. ამ ორს შორის ჩამოყალიბდა ციკლოპისთვის უპრეცედენტო მეგობრული ურთიერთობა. ასევე ის და ლოგანი შეეცადნენ ჩამოეყალიბებინათ ნორმალური ურთიერთობა.

როდესაც ჯინში ხელახლა გამოვლინდა ფენიქსის ძალის ნიშნები, მათ შორის დისტანცია გაიზარდა და სკოტი უკვე ისე იქცეოდა, როგორც სხვა უცოლო მამაკაცები. როდესაც ქსავიემ დედამიწა დატოვა კასანდრა ნოვას კონტროლის ქვეშ, ჯინი გახდა სკოლის მმართველი. ძალის მატებასთან ერთად გაიზარდა ჯინის პასუხისმგებლობაც და დაიწყო სკოტის გრძნობების იგნორირება. იმის ნაცვლად, რომ სკოტს ცოლთან ურთიერთობა მოეგვარებინა, ყურადღება გადაიტანა ემა ფროსთზე, ყოფილ დამნაშავეზე და გენერაცია იქსის ლიდერზე, რომელიც იქს-ადამიანებს შეუერთდა. მათი ურთიერთობა დაიწყო ფსიქიკური თერაპიის სეანსებით და ემამ ეს სიტუაცია გამოიყენა სკოტთან დაახლოების მიზნით. როდესაც ეს ფენიქსმა შეიტყო, ციკლოპმა დაიწყო იმის მტკიცება რომ მას და ემას შორის ცუდი არაფერი მომხდარა. ემას დაცინვა ჯინში იწვევდა ტკივილსა და ბრაზს.

დირექტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულმობელი გენეზისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომიქსში ემის ოჯახში მომხდარი მოვლენების შემდეგ, თითქმის ყველა მუტანტმა დაკარგა ძალა და ქსავიეც დაიკარგა. იდუმალმა ბოროტმოქმედმა იოლად მოახერხა გუნდის რამდენიმე წევრის დამარცხება, მათ შორის ციკლოპისა და მისი ქალიშვილი რეიჩელის. ისინი დაატყვევეს და წაიყვანეს ძნელად აღმოსაჩენ ადგილას, სადაც ციკლოპი ოდესღაც იყო ნამყოფი, თუმცა არ არხსოვდა. ისინი გაექცნენ თავიანთ დამატყვევებელს (ის შემდგომში აღმოჩნდა ვულკანი, ციკლოპის უმცროსი ძმა). ეს ჩარლზ ქსავიემ გაამჟღავნა წიგნის ბოლოს, რამაც სკოტი აღშფოთდა და ჩარლზ მოსთხოვა სკოლის დატოვება.

სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციკლოპმა, სხვა გადარჩენილ იქს-ადამიანებთან ერთად, ნეიტრალური პოზიცია დაიკავა სამოქალაქო ომში. იმ მიზეზით, რომ მათ არ უნდოდათ მუტანტებს შორის დაპირისპირება და მათი ტანჯვის ყურება, თუმცა მათი სიმპათია მიმართული იყო კაპიტანი ამერიკისა და ანტი-რეგისტრაციის მხარეს. მხოლოდ ბიშოფმა დატოვა გუნდი და რეგისტრაციის მომხრეებს შეუერთდა.

გასაოცარი იქს–ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასაოცარი იქს-ადამიანების მეთოთხმეტე ნომერში, ერთ-ერთი თერაპიული სეანსის დროს ემამ სკოტს უთხრა,რომ ოპტიკური ბლასტის მართვაზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია არა ტვინის ფიზიკურმა დაზიანებამ, არამედ ფსიქოლოგიურმა ტრავმამ.

მოულედნელად, მან ჩათვალა რომ ეს თეორია შეიძლებოდა რეალური ყოფილიყო და რომ ის მართლაც თვითონ იწვევდა თავისი ძალის მართვის ბლოკირებას. მოგვიანებით სკოტი მოახერხებს ოპტიკური ბლასტის მართვას.

მსოფლიო ომი ჰალკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იქს-ადამიანები: განახლების კომპლექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპირისპირო მხარეს ვდგავართ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანიფესტის ბედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათესაური კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოტ სამერსის და ჯინ გრეის ქორწილი. იქს–ადამიანები #30 შექმნილი ენდი კუბერტის მიერ
 
 
 
 
 
 
კრისტოფერ სამერსი(კორსარი)
 
 
 
კეტრინ ენი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჯინ გრეი(ფენიქსი)
 
 
 
სკოტ სამერსი(ციკლოპი)
 
 
 
 
მედელინ პრიორი
 
ალექს სამერსი(ჰავოკი)
 
გაბრიელ სამერსი(ვულკანი)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
რეიჩელ სამერსი(მარველის გოგონა)
 
ნეიტ სამერსი(ადამიანი იქსი)
 
სტრიფი(კეიბლის კლონი)ნათან სამერსი(კეიბლი)
 
ალია ჯენსკოტი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ტაილერ დეისპრინგი(გენეზისი)
 

ძალები და შესაძლებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციკლოპს შეუძლია ენერგიის სხივების გატყორცნა თვალებიდან. თუმცა სხივები წითელი ფერისაა, ის ობიექტის დაწვის ნაცვლად, მას ეჯახება საშინელი ძალით. ზოგიერთი მიიჩნევს ციკლოპის თვალებიდან გამოტყორცნილ სხივებს, როგორც წარმონაქმნს მზის სინათლისა და სხვა გარშემორტყმული ენერგიების ცვლის ხარჯზე. ის ამ ენერგიას ათავისუფლებს სხივის ფორმით(ზოგიერთ კომიქსში მას ელევა სხეულის ენერგია და შჭირდება მისი შევსება მზის ენერგიით). სხვები თვლიან, რომ მისი თვალები შეიძლება შეიცავდნენ სივრცულ ხვრელებს და ის ათავისუფლებს ძლიერ ენერგიას სხვა სივრციდან თავის სივრცეში სხივების სახით. ყველა წყაროს მიხედვით მისი "ოპტიკური ბლასტებს" ან სხივებს აქვს საშინელი ძალა, რომელსაც შეუძლია გატეხოს ფოლადის თეფშები და დაფშვნას კლდეები. მის სხივებს ირეკლავს ბზინვარე ზედაპირი. ბლასტების ციკლოპის ინტუიციასთან შეთანხმებით, სკოტს შეუძლია შეიგრძნოს სივრცული გეომეტრია და გატყორცნოს სხივები მოულოდნელად ნებისმიერი კუთხიდან არეკლვის საშუალებით. ციკლოპს აქვს იმუნიტეტი საკუთარი ძალის მავნე ეფექტებისგან – ბუნებრივი ველი რომელიც ისრუტავს მისი ლაზერული სხივების ენერგიას, თუ ის სკოტთან შევა კონტაქტში. მას ასევე აქვს იმუნიტეტი თავისი ძმის ჰავოკის ძალისგან და პირიქით. თუმცა ის არ არის დაცული ვულკანისგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]