სიმინდისმაგვარნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმინდისმაგვარნი
Coix lacryma-jobi
Coix lacryma-jobi
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  Poales
ოჯახი:  მარცვლოვანნი
ტრიბა:  სიმინდისმაგვარნი
ლათინური სახელი
Maydeae

ტრიბა სიმინდისმაგვარნი (ლათ. Maydeae) — მასში შემავალი ყველა ყვავილი ერთსქესიანია. ცალ-ცალკე ყვავილედებად შეკრებილი ან ერთი ყვავილედის სხვადასხვა ადგილას განლაგებული, მტვრიანიანი თავთუნები ორყვავილიანებია, ხოლო ბუტკოიანები — ერთყვავილიანები. ღეროები მოკლებულია ღრუს. ფილოგენეზურად ისინი შეიძლება გამოყვანილ იქნეს სორგოსმაგვარებისაგან.

ამ ტრიბაში 7 გვარი და 24 სახეობაა, რომლებიც უმთავრესად ტროპიკებშია გავრცელებული. საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამ ტრიბის ველური წარმომადგენლები არ გვხვდება.

ხორბალთან და ბრინჯთან ერთად მსოფლიო მნიშვნელობისაა სიმინდი (Zea mays), რომელიც ამერიკაში მოჰყავდათ ჯერ კიდევ მის აღმოჩენამდე.