ოზურგეთის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოზურგეთის განძი — ევროპული ვერცხლის მონეტების განძი (414 ცალი). აღმოჩნდა 1953 წელს ქალაქ ოზურგეთში (ყოფილი მახარაძე).

განძი მოთავსებული იყო სპილენძის ჭურჭელში. ოზურგეთის განძის ნაწილი (270 ც.) შედგება ავსტრიული ტალერების (51 ც.), ვენეციური დუკატოს (1 ც.), ტოსკანური ტალეროებისა (11 ც.) და ესპანური პესოებისაგან (207 ც.).

ავსტრიული ტალერები მოჭრილია ერცჰერცოგების ფერდინანდის (1564-1595), მაქსიმილიანის (1612-1618), ლეოპოლდის (1619-1632) და იმპერატორების რუდოლფ II (1576-1612) და ფერდინანდ II (1619-1637) სახელით სხვადასხვა ზარაფხანაში. ვენეციური დუკატო ვენეციის დოჟს პასკუალე ჩიკონიას (1587-1595) განეკუთვნება. ტოსკანური ტალერები დიდი ჰერცოგების ფერდინანდ I (1587-1608), კოზიმო II (1608-1621) და ფერდინანდ II (1621-1670) მედიჩების სახელითაა გამოშვებული. ესპანური პესოები ფილიპე II (1556-1598), ფილიპე III (1598-1621) და ფილიპე IV (1621-1665) განეკუთვნება და მოჭრილია ესპანეთსა (სევილია, სეგოვია) და ამერიკაში (მექსიკა, პერუ). განძის ყველაზე გვიანდელი მონეტა მოჭრილია 1628 წელს. ე. ი. განძი დაფლულია XVII საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ.

საქართველოს ტერიტორიაზე ტალერული მონეტების ასეთი დიდი განძის აღმოჩენა მოწმობს, რომ ევროპული ვერცხლის მონეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ფულად მიმოქცევაში.

ოზურგეთის განძის 270 ცალი მონეტა დაცულია აკადემიკოს ეროვნულ მუზეუმში, 144 ცალი - ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 517.
  • ქებულაძე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII საუკუნეები, თბ., 1971;