ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ფრანგ. Antoine de Saint-Exupéry[1]

დაბადების თარიღი 29 ივნისი, 1900(1900-06-29)[2] [3] [4] [5] [6] [7] [1] [8]
დაბადების ადგილი 2nd arrondissement of Lyon, რონის დეპარტამენტი[9] [10] [8]
გარდაცვალების თარიღი 31 ივლისი, 1944(1944-07-31)[11] [12] [5] [6] [1] [8] (44 წლის)
გარდაცვალების ადგილი île de Riou[8]
საქმიანობა მფრინავი[6] [8] , რომანისტი, საბავშვო მწერალი, მწერალი[6] , ჟურნალისტი[8] , ილუსტრატორი[6] და ფილოსოფოსი[6]
ენა ფრანგული ენა[1]
მოქალაქეობა საფრანგეთი[13] [1]
ალმა-მატერი სენტ-ლუის ლიცეუმი, Villa St. Jean International School და Notre Dame de Mongré High School
ჟანრი რომანი, tale, პოეზია და récit
Magnum opus ღამის გაფრენა, პატარა უფლისწული, Southern Mail, Wind, Sand and Stars, Letter to a hostage, Flight to Arras და Citadelle
ჯილდოები დაიღუპნენ საფრანგეთისთვის, ფემინას პრემია, წიგნების ეროვნული პრემია, საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი რომანისათვის, საბრძოლო ჯვარი 1939–1945, ეროვნული წიგნის ჯილდო დოკუმენტური ნაწარმოებისთვის, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[8], ჰიუგოს პრემია საუკეთესო თხზულებისათვის, Retro Hugo Award for Best Novella და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[8]
მეუღლე კონსუელო დე სენტ-ეგზიუპერი[14] [10]
ხელმოწერა
საიტი antoinedesaintexupery.com

ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეგზიუპერი (ფრანგ. Antoine Marie Jean-Baptiste Roger de Saint-Exupéry, დ. 29 ივნისი, 1900, ლიონი – გ. 31 ივლისი, 1944) — ფრანგი მწერალი და მფრინავი. ხშირად მოიხსენიებენ სახელით „Saint-Ex“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასტიას აეროპორტში ეგზიუპერის მემორიალური დაფა

ვიკონტი ჟან დე სენტ ეგზიუპერისა და მარი ბუაიერ დე ფონკოლომბის ვაჟიშვილი, ანტუანი დაიბადა 1900 წელს. მისი ოჯახი საფრანგეთის არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა. ანტუანს ხუთი ძმა და ერთი და ჰყავდა. 1904 წელს მამა ცერებრალური ჰემორაგიით გარდაიცვალა. რის შემდეგაც დედა მარტო ზრდიდა შვილებს. ანტუანთან დედას განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მომავალმა მწერალმა სწორედ დედისგან მიიღო ის ღირებულებები, რომლებიც მთელი ცხოვრება შეიარჩუნა: პატიოსნება, სხვისი პატივისცემა, ჰუმანიზმი. ეგზიუპერმა დაამთავრა მონტრეში არსებული იეზუიტური სკოლა, შემდეგ სწავლობდა შვეიცარიაში კათოლიკურ პანსიონში, 1917 წელს კი შევიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე.

ანტუანის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა 1921 წელს, როცა გაიწვიეს ჯარში და მოხვდა პილოტთა კურსზე. ერთი წლის შემდეგ ეგზიუპერმა მიიღო მფრინავის მოწმობა და საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც დაიწყო სამწერლობო კარიერა. ამ პერიოდში ეგზიუპერს თავის სარჩენად ყველანაირი სამუშაოს შესრულება უხდებოდა: ვაჭრობდა ავტომობილებით, მუშაობდა გამყიდველად წიგნების მაღაზიაში.

მხოლოდ 1925 წელს მიაგნო ანტუან დე სენტ ეგზიუპერმა თავის ნამდვილ მოწოდებას - გახდა კომპანია "აეროპოსტალის" პილოტი, რომელსაც საფოსტო გზავნილები გადაჰქონდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაპირზე. ორი წლის შემდეგ იგი დანიშნეს კაპ-ჯუბის აეროპორტის უფროსად, საჰარასთან ახლოს.

მემორიალური დაფა კვებეკში, იმ სახლზე, სადაც ეგზიუპერი ცხოვრობდა

1929 წელს ეგზიუპერი "აეროპოსტალის" ბუენოს აირესის განყოფილების უფროსი ხდება. 1931 წელს ევროპაში ბრუნდება და ისევ საფოსტო მარშრუტებს ასრულებს. 1931 წელს ცოლად ირთავს სალვადორელ კონსუელო სანდოვალ დე გომესს. 1930-იან წებში ჟურნალისტად და კორესპონდენტად მუშაობს. როგორც კორესპონდენტი იგი გაემგზავრა ომის დროს ესპანეთშიც. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სენტ-ეგზიუპერმა შეასრულა რამდენიმე საბრძოლო გაფრენა და ჯილდოზეც ("საომარი ჯვარი" (Croix de Guerre)) იყო წარდგენილი. 1941 წლის ივნისში თავის დასთან გადავიდა არაოკუპირებულ ზონაში, მოგვიანებით კი აშშ-ში გაემგზავრა. ნიუ იორკში ცხოვრებისას დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "პატარა უფლისწული". 1943 წელს ფრანგულ საჰაერო სამხედრო ძალებში დაბრუნდა და ჩრდილოეთ აფრიკის კომპანიაში მონაწილეობდა. 1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

დიდი ხნის მანძილზე სენტ ეგზიუპერის დაღუპვის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობდა. მხოლოდ 1998 წელს, მარსელთან ახლოს ზღვაში ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო: «Antoine», «Consuelo» (ასე ერქვა ანტუანის ცოლს) და «c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA». ეს უკანასკნელი იყო იმ გამომცემლობის მისამართი, რომეშიც გამოიცემოდა სენტ-ეგზიუპერის წიგნები. 2000 წლის მაისში მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა განაცხადა, რომ 70 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა ნარჩენები თვითმფრინავისა, რომელიც შესაძლოა სენტ-ეგზიუპერის ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად ეს ვერსია დადასტურდა. თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღესაც არ არის ცნობილი.

მსოფლიო აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა პარიზის პანთეონში

ქანდაკებები:

  • ანტუან დე სენტ ეგზიუპერისა და პატარა უფლისწულის ქანდაკება ლიონში, ბელეკურის მოედანზე.
  • ეგზიუპერის ქანდაკება ტულუზაში
  • ეგზიუპერის ბიუსტი პარიზში, სანტიაგო-დუ-შილის სკვერში.
  • პატარა უფლისწულის ქანდაკება ნორზპორტში (ამერიკის შეერთებული შტატები), სადაც ეგზიუპერიმ დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები.
  • აგეის ერთ-ერთ მოედანზე, სადაც ეგზიუპერის და ცხოვრობდა, შადრევანი ეძღვნება პატარა უფლისწულს.

ლიტერატურული პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1930 - ფემინა, "ღამის ფრენა";
  • 1939 - ფრანგული აკადემიის მთავარი პრემია რომანისთვის, "ადამიანთა მიწა";
  • 1939 - აშშ-ს ეროვნული წიგნის პრემია, "ქარი, ქვიშა და ვარსკვლავები".

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მფრინავი, 1926
  • სამხრეთის წერილები, 1929
  • ღამის ფრენა, 1931
  • ადამიანთა მიწა, 1939
  • ომის პილოტი, 1942
  • წერილი ტყვეს, 1943
  • პატარა უფლისწული, 1943
  • ციტადელი, 1948,
  • ახალგაზრდობის წერილები, 1953 (გამოიცა გარდაცვალების შემდეგ)
  • დღიურები, 1953 (გამოიცა გარდაცვალების შემდეგ)
  • წერილები დედამისს, 1955 (გამოიცა გარდაცვალების შემდეგ)
  • ომის ჩანაწერები, 1982 (გამოიცა გარდაცვალების შემდეგ)
  • მანონი, მოცეკვავე 2007 (გამოიცა გარდაცვალების შემდეგ)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Bibliothèque nationale de France Record #11923342r // BnF catalogue généralParis: BnF.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #118604902 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  4. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  5. 5.0 5.1 AlKindi
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 The Fine Art Archive — 2003.
  7. Annuaire prosopographique : la France savante
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 Léonore databaseministère de la Culture.
  9. Ваксмахер М. Н. Сент-Экзюпери Антуан де // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1976. — Т. 23 : Сафлор — Соан. — С. 268–269.
  10. 10.0 10.1 http://www.fondsenligne.archives-lyon.fr/ark:/18811/jrknotsqb4p95f6c
  11. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  12. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. RKDartists
  14. http://www.antoinedesaintexupery.com/consuelo-son-epouse-1901-1979