კლდის იასამანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლდის იასამანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Centranthus longiflorus

კლდის იასამანი (ლათ. Centranthus longiflorus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე კატაბალახასებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლეა 80 სმ. ფესვიდან ჩვეულებრივ რამდენიმე ღერო ამოაქვს. იკეთებს იასამანისფერ ყვავილებს. ყვავილობს მაისიდან ივლისის ბოლომდე.

გავრცელებულია მცირე აზიასა და კავკასიაში. საქართველოში იზრდება ქართლის, მესხეთისა და იმერეთის ბარში კლდის ნაშლსა და ქვიან ფერდობებზე. კლდის იასამანი ლამაზი დეკორატიული მცენარეა, აგრეთვე გამოსადეგია გაშიშვლებულ ფერდობებზე გრუნტის გასამაგრებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]